"ასავალ-დასავალის" მასალების მიხედვით
"მინდა კვლავ გავიმეორო, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად შეუძლია პოზიტიური წვლილის შეტანა ამ ხელისუფლების რეალური ცვლილების საქმეში. ჩვენ არც არასდრის გვქონია აზრად ამ კოალიციაში შესვლა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ: არანაირი სურვილი არ მაქვს ვიყო იმ კოალიციაში, რომელშიც არიან ის პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, რომელთა პრინციპებიც, ხშირ შემთხვევაში ხედვები და დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ პრინციპულად განსხვავდება ჩემი ხედვისგან და რომელთა გარკვეულმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სააკაშვილი დარჩენილიყო ხელისუფლებაში. არ გამოვყოფ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ეს არის საარჩევნო კოალიცია და მე საარჩევნო კოალიციაში ამ ეტაპზე შესვლას არავისთან არ ვაპირებ", - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილს შეუძლია დაამშვიდოს საკუთარი პოლიტიკური პარტნიორები და თანაგუნდელები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ ნინო ბურჯანაძის / "2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, გაყალბდა!!!"
"ივანიშვილის გამოჩენას ჩვენ მივესალმეთ და და ხელისუფლებისთვის შეცვლისთვის ბრძოლაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოვთქვით. ჩვენ არც საარჩევნო ბლოკში და არც საარჩევნო სიებში გადანაწილება არავისთვის არ შეგვითავაზებია. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში რეალური თანამონაწილეობა შევთავაზეთ და ნამდვილად მეგონა, რომ მისი ბრძოლის ტაქტიკა განსხვავებული იქნებოდა. მეგონა, რომ იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ყველა პოლიტიკურ პარტიას, გარდა ხელისუფლების სატელიტებისა, შეკრებდა და შექმნიდა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ერთიან ფრონტს და ასეთი ფორმით გააგრძელებდა ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ. აქ არც ვინმეს პრორუსობაზე ან პროამერიკელობაზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ იარლიყების მიწებებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. დიახ, მთავარი კრიტერიუმი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ერთ მუშტად ბრძოლა უნდა ყოფილიყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე.
"ეს ნამდვიილად იქნებოდა უზარმაზარი სინერგიის მატარებელი ერთობა, წავიდოდა ამ ხელისუფლების მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზეც კი და და ამ შემთხვევაში გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ ამ ერთიან ფრონტს უნდა აეღო ვალდებულება და 6 თვის ვადაში დაენიშნა რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული ვადამდელი არჩევნები, რათა ამ ხელოვნური ერთობის ნაცვლად, 6 თვის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე ადამიანებმა არჩევანი უკვე იდეოლოგიურ საფუძვლებზე გააკეთონ. ამ 6 თვეში თავისუფლად შეიძლებოდა იმ ხუთი უმთავრესი პუნქტის რეალიზება, რაზეც სახალხო კრება ჯერ კიდევ 2010 წლის 29 სექტემბერს საუბრობდა: 1. თავისუფალი მედია, 2. თავისუფალი ბიზნესი, 3. თავისუფალი სასამართლო, 4. არაპოლიტიკური პოლიცია, 5. თავისუფალი და დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია. სწორედ ამის შემდეგ უნდა დანიშნულიყო არჩევნები და ამის მერე უნდა დაეყოთ ოპოზიცია პრორუსულებად, პროამერიკელებად, პროავსტრალიელებად, პროარაქართველებად და ა.შ.", - განაგრძობს რესპონდენტი.
"გაძლევთ პატიოსან სიტყვას: თუ ერთიანი ოპოზიციური ფრონტი შეიქმნება არც ერთი ადამიანი სადეპუტატო სიაში ჩვენი პარტიიდან არ ჩაეწერება. ჩვენ ვიბრძვით სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, ხოლო 6 თვის შემდეგ როცა დაინიშნება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, ნამდვილად იბრძოლებს ჩვენი პარტია ხელისუფლებაში მოსასვლელად. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება იმის ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ ხვდება ნინო ბურჯანაძეს, ეს მისი გადასაწყვეტია, მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩემთვის მთავარია მან სწორი ნაბიჯები გადადგას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბურჯანაძეს შეხვდება თუ არა, ამას ჩემთვის არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მეტსაც გეტყვით - იმის მიუხედავად შედგება თუ არა ჩვენი შეხვედრა, იქნება თუ არა განცხადებები ჩემი მისამართით სამართლიანი თუ უსამართლო - ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მეც, ჩვენი პარტიაც და სახალხო კრებაც ყველა პროცესს გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
"ბიძინა ივანიშვილს წინ აქვს ის ბრძოლები გადასატანი, რაც "დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "სახალხო კრებამ" გადაიტანეს. როცა მას უსამართლოდ დაუპატიმრებენ თანამებრძოლებს და სრულიად უსამართლოდ 4, 5 და 12-წლიან პატიმრობას მიუსჯიან, როდესაც დაატერორებენ მის გვერდით მყოფ ყველა ადამიანს, ამ ყველაფრის გადატანისა და გამოცდის შემდეგ, ალბათ ბიძინა ივანიშვილიც ბევრ კორექტივს შეიტანს საკუთარი გუნდის ქმედებებსა და გუნდის წევრების რიტორიკაში... კატეგორიულად ვაცხადებ, ვიდრე პირადად ბიძინა ივანიშვილისგან არ დავინახავთ პრინციპულ შეცდომებს და პრინციპულად მიუღებელ ნაბიჯებს, ჩვენ ყველანაირად შევიკავებთ თავს კრიტიკისგან, რადგან ივანიშვილის გამოჩენით შანსი ნამდვილად არის ამ ხელისუფლების ტერორისგან ერთხელ და სამუდამოდ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!" - დასძენს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი და შეკითხვას - "აქვე პირდაპირ გკითხავთ, რადგან ბევრი დრემდე სვამს ამ კითხვას თქვენი მისამართით - 2008 წლის 5 აინვრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა თუ არა?" - პასუხობს:
" რა თქმა უნდა, გაყალბდა! მაგრამ ამის თანაავტორი იყო მაშინდელი ოპოზიცია. ძალიან ბევრი რა,ე ვიცი, ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, ძალიან კარგად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს. ძალიან კარგად ვიცნობდი ოპოზიციას 2007-2008 წლებში და ახლა კიდევ უფრო კარგად ვიცნობ. ამიტომ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ: ასე, როგორც ახლა მისის საქმე, ფეხს ვერ მოვუცვლით "ნაციონალურ მოძრაობას!"
593
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85