რიკ სანტორუმს შანსი მიეცა

რიკ სანტორუმს შანსი მიეცა

7 თებერვალს პრაიმერი მისურის შტატში, ასევე კოკუსი (პარტიის აქტივისტების კრება) მინესოტასა და კოლორადოში მოიგო ყოფილმა სენატორმა პენსილვანიიდან, რიკ სანტორუმმა, რომელიც ყურადღებას ძირითადად ოჯახური ფასეულობების დაცვაზე ამახვილებდა. პირველ ორ შტატში მან მნიშვნელოვანი სხვაობით შეძლო გამარჯვების მოპოვება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ექსპერტების შეფასებით, სანტორიუმს გაუჭირდებოდა პირველადი არჩევნების მომდევნო ეტაპზე თავისი ამჟამინდელი წარმატების შენარჩუნება და შემდგომში ეს ასეც მოხდა.

რიკ სანტორუმის გამარჯვება მისურისა და მინესოტას შტატებში შთამბეჭდავი იყო. მისურიში მან ხმათა 55% დააგროვა მაშინ, როდესაც მასაჩუსეტსის ექს-გუბერნატორმა, მიტ რომნიმ მხოლოდ 25%. კონგრესმენი რონ პოლი მესამე ადგილზე აღმოჩნდა ხმათა 12%-ით. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ექს-სპიკერი, ნიუტ გინგრიჩი ამ პრაიმერებშ მონაწილეობას არ იღებდა. მინესოტაში სანტორიუმმა 45% მიიღო, პოლმა - 27%, რომნიმ – 17%, გინგრიჩმა 13%, პოლმა კი – 12%.

სანტორუმის გამარჯვება ერთდროულად სამ პირველად არჩევნებზე მართლაც რომ შთამბეჭდავად გამოიყურება. მიტ რომნის, როგორც ლიდერის მდგომარეობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ნიუტ გრინგიჩისთვის ახლა უფრო რთული იქნება ლიბერალი რომნის კონსერვატორული ალტერნატივის როლისთვის ბრძოლა, ვინაიდან ამავე ვაკანსიაზე პრეტენზიას სანტორუმი აცხადებს. და ბოლოს, რონ პოლისთვის, რომელმაც ვერც ერთ პრაიმერზე ვერ გაიმარჯვა, პრეზიდენტის კანდიდატობა კიდევ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა.

თუმცაღა, რომნის წარუმატებლობა მოსალოდნელი იყო. რესპუბლიკური ელექტორატი, იმ შტატებში, სადაც არჩევნები ჩატარდა, კონსერვატორულია. მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა ვერ შეძლო ლიბერალის იმიჯის მოშორება. წარსულში იგი მხარს უჭერდა აბორტებს და თავის შტატში გაატარა ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც მოგვაგონებს იმ რეფორმას, რომლის გატარებასაც ბარაკ ობამა აპირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მინესოტასა და კოლორადოში რომნიმ გაიმარჯვა, თუმცა მას შემდეგ რესპუბლიკელება იქ პოზიციები დათმეს.

სანტორუმისთვის ამჟამინდელი გამარჯვებები პირველია, რომელიც მოიპოვა აიოვაში გამართულ კოკუსში (3 იანვარს). პირველადი გამარჯვება იქ 8 ხმის უპირატესობით რომნიმ მოიპოვა, თუმცა ხმათა გადათვლის შემდეგ გაირკვა, რომ სანტორუმმა 34 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა. სხვათა შორის, ზოგიერთი საარჩევნო უბნებიდან მონაცემების დაკარგვის გამო ყოფილი სენატორის გამარჯვებას პენსილვანიაში ფორმალურად თვლიან.

მთავარი, რაზედაც საუბრობს რიკ სანტორუმი თავის გამოსვლებში, ეს ოჯახური ფასეულობების დაცვაა. იგი აბორტების და ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგეა. სხვათა შორის, თავის ოპონენტთან დებატებში სანტორუმმა განაცხადა, რომ თუკი მისი შვილი გეი გამოდგებოდა, მას აღარ ეყვარებოდა ის, როგორც დანარჩენი შვილები. ექს-გუბერნატორი სამთავრობო ხარჯების შემცირების და სოციალურ პროგრამებზე დანახარჯების გაყინვის მომხრეა. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ის ხაზს უსვამს, რომ იმისთვის, რათა უქონელი არ დარჩეს, ამერიკელისთვის საკმარისია დაამთავროს სკოლა და დაქორწინდეს ბავშვების დაბადებამდე. სანტორუმი რადიკალური ინდივიდუალიზმის მხადამჭერებს აკრიტიკებს, მათ შორის კი ერთ-ერთი მისი ოპონენტი, რონ პოლია. სანტორუმის მოსაზრებით, არ შეიძლება ის საზოგადოება იყოს წარმატებული, რომელშიც ადამიანები იქცევიან ისე, როგორც მათ სურთ და არ ითვალისწინებენ კულტურულ შეზღუდვებს. საგარეო პოლიტიკაში ის საკმაოდ სწორხაზოვანია. იდეაში, სანტორუმი ემხრობა კიდეც იმ მეცნიერების მკვლელობას, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობენ, მათ შორის რუსი მეცნიერებისაც. იგი ასევე ამართლებს ირანში დივერსიების მოწყობას.

აიოვიდან პენსილვანიამდე ექს-სენატორს არ უმართლებდა. ნიუ-ჰემპშირში მან გინგრიჩთან გაიყო მეოთხე ადგილი, სამხრეთ კოროლინასა და ფლორიდაში იყო მესამე, ხოლო ნევადაში – მეოთხე. გაჟღერდა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ჯობს სანტორუმი გამოეთიშოს ბრძოლას და არ შეუშალოს ხელი სხვა კონსერვატორს, გინგრიჩს, ლიბერალ რომნისთან ბრძოლაში.

თუმცაღა, სანტორუმმა ბრძოლის დატოვება არ ისურვა. რომნის გაკრიტიკებისას მან ხაზი გაუსვა, რომ ეს უკანასკნელი ობამასგან დიდად არ განსხვავდება. ექს-სენატორი განსაკუთრებით აკრიტიკებდა იმ ჯანდაცვის რეფორმას, რომელიც რომნიმ გაატარა მასაჩუსეტსში. მან ყოფილ გუბერნატორს ისიც გაუხსენა, რომ მან მხარი დაუჭირა ფინანსური ინსტიტუციების სახელმწიფო დახმარებას კრიზისის დროს. ბანკებს ფული გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან მისდიოდათ. ამან ბევრი რესპუბლიკელის გაღიზიანება გამოიწვია, რომლებიც ტრადიციულად მოუწოდებენ ყველას, უფრო ფრთხილად მოეკიდონ საბიუჯეტო სახსრებს.

შტატებში, სადაც მან გამარჯვების მოპოვება შეძლო 7 თებერვალს, სანტორუმმა ევანგელისტი პასტორების (თვითონ ის კათოლიკეა) და მოძრაობა „ჩაის სმის“ მხარდაჭერა მოიპოვა. რომნიც ცდილობს კონსერვატორების მხარდაჭერის მოპოვებას. მან აღშფოთება გამოთქვა ობამას გადაწყვეტილების გამო, რომელიც გულისხმობდა ყველა, მათ შორის – კათოლიკური დაწესებულებებისთვისაც, სავალდებულო გამხდარიყო თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევაში კონტრაცეპტივების გათვალისწინება. თუმცა, თავისი იმიჯის გამოსწორება რომნიმ მაინც ვერ მოახერხა.

სანტორუმისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საკუთარი კანდიდატურისთვის ყურადღების მისაპყრობად. Associated Press-ის გათვლებით, კოლორადოსა და მინესოტაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით სანტორუმმა მინიმუმ 28 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა (პრეზიდენტობის კანდიდატი გამოვლინება რესპუბლიკელების ნაციონალურ კონვენციაზე). რაც შეეხება  გამარჯვებას მისურიში, იგი მხოლოდ ფსიქოლოგიურად არის მნიშვნელოვანი - დელეგატები ამ შტატიდან განაწილდებიან კანდიდატების მხარეს კოკუსზე, 17 მარტს.

თუკი დელეგატების რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, სანტორუმი ახლა უკვე მეორე ადგილზეა. Associated Press-ის მონაცემებით, რომნი ამჟამად 107 დელეგატის მხარდაჭერით სარგებლოს, სანტორუმი 45, გინგრიჩი 32, პოლი კი ცხრა. კანდიდატურის წამოსაყენებლად პრეზიდენტის პოსტზე 1144 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო, კამპანია კი ჯერ სულ ახალი დაწყებულია.

მიუხედავად 7 თებერვლის შთამბეჭდავი გამარჯვებებისა, სანტორუმის პერსპექტივები უფრო მეტად ლიბერალურ შტატებში საკმაოდ საეჭვოა. მისმა თანაშემწეებმა უკვე გააკეთეს მინიშნება იმის შესახებ, რომ მენის შტატში კოკუსების შემდეგ, ექს-სენატორი კარგს აღარაფერს ელის. არ არის შემთხვევითი, რომ რომნიმ არ გამოხატა დიდი იმედგაცრულება იმის გამო, რომ მინესოტაში, კოლორადოსა და მისურიში გამარჯვება სანტორუმს დაუთმო. ექს-გუბერნატორის წინასაარჩევნო შტაბმა გააკეთა ნათელი მინიშნება, რომ იქ გამარჯვების დიდი იმედიც არ ჰქონდათ, და რომ თავისი ლიდეროის განმტკიცებას კი კანდიდატი სხვა შტატებში შეეცდება. რომნი ფლობს უპირატესობას დაფინანსების მხრივ, ასევე  მეტი საორგანიზაციო შესაძლებლობები გააჩნია სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით და პარტიის ბირთვის მხარდაჭერით სარგებლობს. ასე რომ პანიკა რომნისთვის ნაადრევია.

გინგრიჩი, ისევე როგორც რომნი, 7 თებერვლისგან ბევრს არაფერს მოელოდა. მან ყურადღება ოჰაიოზე გაამახვილა და გადაწყვიტა არ დახარჯოს დიდი ძალისხმევა შტატებზე მცირე მოსახლეობით (ისინი  ყრილობაზე ნაკლებ კანდიდატს აგზავნიან ვიდრე უფრო მსხვილი შტატები). ოჰაიოში (პრაიმერი აქ 6 მარტს შედგება) სასწორზე 63 დელეგატის ხმა დევს. წარმომადგენელთა პალატის ექს-სპიკერმა შეიმუშავა რთული გეგმა, რომელშიც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებულია სხვადასხვა შტატში გამარჯვების პრაქტიკული სარგებელი, ანუ ხმათა რაოდენობა ყრილობაზე, რისი მიცემაც ამ შტატიდან დელეგატებს შეუძლიათ.

რონ პოლის, რომელიც ამჟამინდელ პირველად არჩევნებზე არც თუ ისე წარმატებულად გამოვიდა, მაინც აქვს სიხარულის საბაბი. Reuters/Ipsos-ს მიერ 2-6 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით პოპულარობის მიხედვით ის პირველ ადგილზე გავიდა. მის მხარდასაჭერად მზაობა რესპუბლიკელების 21%-მა გამოთქვა, რომნის სასარგებლოდ ხმის მიცემას კი 29% გეგმავს. შემდეგი პრაიმერები 28 თებერვალს შედგება არიზონასა და მიჩიგანში.