"ლიბერალმა" 13 სამინისტროდან 2011 წელს ამ სამინიტროების მიერ რეკლამებზე დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ჩვენს განცხადებას მხოლოდ თერთმეტმა სამინისტრომ უპასუხა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პასუხი დაგვიანებული და არასრული იყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 32,844 ლარი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 49 432 ლარი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 80 962 ლარი და 40 თეთრი, 332 578 დოლარი და 20 ცენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - რეკლამების განთავსებისათვის - 474 399 ლარი და 96 თეთრი, რეკლამების დამზადებისათვის - 34 665
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 170 446 ლარი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო - 60 892 ლარი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 38 406 ლარი.
ზემოთ ჩამოთვლილი სამინისტროების მიერ რეკლამებზე დახარჯული საერთო თანხა დაახლოებით მილიონნახევარ ლარამდე აღწევს. აქედან, ყველაზე მცირე თანხა (32,844 ლარი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ყველაზე დიდი კი (80 962 ლარი და 40 თეთრი, 332 578 დოლარი და 20 ცენტი) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა.
2011 წელს სარეკლამო ხარჯი არ გაუწევია:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს,
საქართველოს გარემოს დაცვის სამინიტროს,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
ჩამოთვლილი სამინისტროებიდან "ლიბერალს" უკლებლივ ყველამ არასრული პასუხი გასცა. განცხადებაში გარდა სარეკლამო თანხის რაოდენობისა, კონკრეტული მედიასაშუალებებისა და მათ მომსახურებაში გადახდილი თანხის ზუსტ მითითებასაც ვითხოვდით. მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა იმ მედიასაშუალებების ჩამონათვალი, რომელშიც რეკლამა განათავსეს, თუმცა თითოეული მათგანისთვის გადახდილი თანხის რაოდენობა არ მიუთითებია.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკლამის დამზადებისა და გავრცელებისათვის გამოყენებული მედია საშუალებების ჩამონათვალი:
შ.პ.ს. ჯენერალ მედია
შ.პ.ს. "რუსთავი 2"
ი/მ არტურ ამამჩიანი
შ.პ.ს. ემ მედიატორი
შ.პ.ს. ტელეკომპანია "კავკასია"
შ.პ.ს ჩვენი სტუდია".
განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაზე არ გვიპასუხა.