ნატალია ლეში - სააკაშვილის ახალი გატაცება(VIDEO)

ნატალია ლეში - სააკაშვილის ახალი გატაცება(VIDEO)

საქართველოს პრეზიდენტის სექსუალური თავგადასავლები გრძელდება. ამჯერად მიხეილ სააკაშვილის რჩეული პოლონელი მომღერალი ნატალია ლეშია (Natalia Lesz). სარწმუნო წყაროებით დასტურდება, რომ სააკაშვილს ახლო ურთიერთობა აქვს მომხიბვლელ და ექსტრავაგანტურ ქალბატონთან. 

„რადიოაქტიური ბლოგი“ მომღერლის მეგობრებს დაუკავშირდა, რომლებიც პირად საუბრებში არ მალავენ, რომ ნატალია ლეში საქართველოს პრეზიდენტზეა შეყვარებული. 

მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ ბათუმზე სიმღერაც კი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო.პოლონელი ლამაზმანი 12-თებერვალს საქართველოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს Breakfast TV-ის  გადაცემაში, რომელიც ქართულ ტრადიციებს, ღვინოსა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს შეეხება. 

პრეზიდენტმა ოფიციალურად დაავალა ნატალია ლეშს საქართველოს პოპულარიზაციაზე ზრუნვა. სწორედ ნატალია ხელმძღვანელობს კომპლექსურ სარეკლამო კამპანიას პოლონეთის ბაზარზე, რაც მოიცავს რეკლამებს სატელევიზო, ინტერნეტ და ბეჭდვით მედიაში, ასევე გარე რეკლამებს (ბანერები, ბილბორდები).

ამის შესახებ ნატალიამ პოლონურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ის აღტაცებული ჰყვება მისი და საქართველოს პრეზიდენტის ახლო ურთიერთობის შესახებ და ამბობს, რომ საქართველოში პირველად პირადად სააკაშვილის მიწვევით ჩავიდა. 

გადაცემის წამყვანი გაოცებული ეკითხება მომღერალს, რატომ აირჩია სააკაშვილმა მაინცდამაინც ნატალია და არა სხვა რომელიმე?! 
„ეს ხომ უცნაურია, როცა რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი გირეკავს და გეუბნება, რომ ის საკუთარ ქვეყანაში გეპატიჟება“ - ამბობს წამყვანი. ნატალია კი პასუხობს, რომ ამ შეკითხავაზე პასუხი არ აქვს და ეს ჟურნალისტმა თავად სააკაშვილს უნდა კითხოს. 

მომღერალი ამბობს, რომ მასსა და სააკაშვილს ბევრი საერთო აქვთ, მაგალითად: ორივე მათგანი ნიუ-იორკში, ერთსა და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდნენ.