"ალიას" მასალების მიხედვით
"რა ხდება ქართულ ჯარში და ბაჩო ახალაია ეჯიბრება ვანო მერაბიშვილს. მაგათი ნაბრძოლი არ გაიშვა არსად და ხომ უნდა გამოჩნდეს, რომ არმია გვყავს, მიშამ რა იბრძოლა ვნახეთ, ის ახლა გადართულია პოლიციაზე და ახალაია აჩვენებს, რომ ჯარი კიდევ არსებობს. ამ დროს კალათბურთის გუნდი გვყავს, ამერიკას არ ყავს ასეთი პროფესიონალების გუნდი. იმის ნაცვლად, ჯარის პრობლემებზე იზრუნოს ვინმემ, დაახლოებით 12 მილიონი უჯდება თავდაცვის სამინისტროს კალათბურთის გუნდის შენახვა. რა გაგიკვირდათ, არმიისთვის კალათბურთია პრიორიტეტული ამ ეტაპზე, მარტო "ენბიედან" ჰყავთ 7 მოთამაშე, თითოეულის ხელფასი არის მინიმუმ 20 000. ასევე შექმნეს არმიის რაგბის გუნდი, რისთვისაც დაანგრიეს სხვა გუნდები - სულ ნარჩევი ბიჭები წამოიყვანეს სხვადასხვა გუნდებიდან", - აცხადებს ინკოგნიტო სამხედრო მეთაური გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რა ხდება ქართულ ჯარში და ბაჩო ახალაია ეჯიბრება ვანო მერაბიშვილს".
"ვინ უნდა შეეჯიბროს მაგათ, "გეპეი"? თვითონ მოთამაშეები რომ აგროვებენ ფულს ფორმებისთვის? ეგ კალათბურთელები თურქებს რომ ეთამაშნენ, "ტრაბზონს", მარტო 200 გულშემატკივარი აქედან ჩაიყვანეს. საქართველოშიც რომ თამაშობენ, მოიყვანენ მთელ სტადიონ ჯარისკაცებს და ისინიც გაჰყვირიან "საქართველოს" ჩვენს ჩემპიონატზე. ეს ძალიან დიდი ხარჯებია. ჯარში რაგბის კლუბის პრეზიდენტად ვინ გვყავს? გიო ხუციშვილი, მომღერალი! ჯარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ვინ არის, იცით? იუმორინაზე რომ ბენდუქიძეს თამაშობს, პაროდისტი. აბა, თვითონ ჯარი მომსპარია, გარდა იმისა, რომ ავღანეთში ვგზავნით ბიჭებს. ჩვენ რომ იქ გაგვეშვა არა "საზარბაზნე მასა" - მაპატიეთ, სამხედრო ამას რომ ვამბობ, არამედ ოფიცრები, რომლებიც იქნებოდნენ მართვის რგოლებში, უფრო დადებითი მომენტი იქნებოდა. მადლობას არ გვეტყოდნენ? - გვეტყოდნენ. ამ დროს იქ ბრიგადაა, ოთხი ბატალიონი. მე გეტყვი მანდ რა ხდება: ნატოში არის სპეციალური ნიშა - ბოლო შესვლის და ბოლო გამოსვლის. პროგრამაა ასეთი, გამზადებენ, შეყავხარ პირველი, მაგრამ ბოლოს უნდა გამოხვიდე. მაგ ფორმატში ვართ. სხვას რომ გაჰყავს თავისი ჯარები, მანამდე შენ უზრუნველყოფ იქ პროპორციას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო სამხედრო მეთაური.
"ჩვენი ბიჭების სიცოცხლის ხარჯზე ხდება იქ ბალანსი - ამიტომ გაგიზარდა ამერიკამ დაფინანსება. კრწანისის სასწავლო ცენტრი მთლიანად ამერიკულია. მაგრამ ისინი ჩვენი ჯარისკაცების კონტრპარტიზანულ მომზადებას ატარებენ. ჩვენი მდგომარეობის ქვეყნისთვის ასეთი მომზადება არ არის საჭირო. ჩვენ პირდაპირი მოწინააღმდეგე გვყავს და იმას უნდა ვებრძოლოთ. მთლიანობაში ჯარი აღარ არის. სამხედრო აღარ დატოვეს. ვისაც რუსეთში ჰქონდა დამთავრებული სწავლება, გაყარეს სამსახურებიდან. გაუშვეს მფრინავი, რომელსაც ექვს თვითმფრინავზე შეეძლო ფრენა. მიზეზი იყო, რატომ დაამთავრე რუსეთში აკადემიაო. იმ დროს სხვა არ იყო და რა ექნა? დატოვეს პოლიციიდან მოსული ხალხი. კალანდაძე ყავთ ფავორიტი, აი, საგარეო საქმერთა სამინისროში რომაა, იმ ნინო კალანდაძის ძმა. ეს კაცი შტაბის უფროსის მოადგილეა, სახმელეთო ჯარების სარდალია. თუკი მასთან ვინმე სწავლობდა, ყველა დიდი თანამდებობებზე დასვა. ამ დროს მაგას ყველაზე მეტი ხალხი დაეღუპა ომის დროს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საერთოდაც ასეა: უნდა ნახოთ, ხელმძღვანელი პირები ვინც იყვნენ ომის დროს, ვინ დაისაჯა ან ვინ მოიხსნა: ყველა გადააადგილეს და დატოვეს. ამ დროს საინტერეოა, რამდენი დაიჭირეს რეზერვისტი, ოცმეთაური! სულ 200 კაცზე მეტია დაჭერილი. მიზეზი - რატომ მიატოვე ბრძოლის ადგილიო. გოგავა აიღეთ, კაცი სახმელეთო ჯარების უფროსი იყო და გამოდის კომისიის სხდომაზე და ამბობს - მე მხოლოდ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ავიღებო - რა წილებზეა ლაპარაკი? მთავარი სამხედრო ხარ შენ და სად არის ახლა? მოემატა ჩინი, გახდა გენერალ-მაიორი და სასაზღვრო ჯარების უფროსი. ყურაშვილი, ბატონო, ვინც ომი გამოაცხადა, სამშვიდობო ძალები უფროსი რომ იყო, გაუშვეს უკრაინაში სამხედრო ატაშედ, ბალახაძე, სახმელეთო ჯარების სარდალი გერმანიაში გაუშვეს ატაშის მოადგილედ. ადლაძე ზურა, კოდორის დაჯგუფების მეთაური (მაგაზე მითხრეს, ტიპი კიოდა, იარაღს ვტოვებ, ოღონდ აქედან გამომიყვანეთო) გაუშვეს სასწავლებლად კოლეჯში, ტატიშვილი, რომელიც შტაბის უფროსის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს - ბრიტანეთში სამხედრო ატაშედ - 3000-ევროიანი სამსახურები, თბილი ადგილები: სანატორიუმებში არიან", - განმარტავს სამხედრო მეთაური.
"ეს იყო ჩვენი ომი. ომი არის ცალკე თემა. დაისაჯა ის 200 ჯარისკაცი და რეზერვისტი, ვინც დაიჭირეს. ბიჭი იყო, მახსოვს ტანკისტი - ამბობდა, კარგ პოზიციაზე ვიყავი და მანევრი რომ მიბრძანეს, ვებნებოდი, საწვავი არ გვაქვსო. შედი და მოგაწვდითო. ოცეულში ოთხი ტანკია. წავიდა ერთი, ჩაუქრა მოტორი, წავიდა მეორე - ჩაუქრა, საქმე ისაა, რომ ის საწვავი რაც გათვლილია ჩვეულებრივი პირობებისთვის, ბრძოლის დროს სამმაგდება, მანევრირება სხვაგვარად ხდება. არავის არ მოუწოდებია საწვავი. გაჩერებულ ტანკზე კონდახებს გვირტყამდნენ, გამოდით ქართველებოო. როგორღაც მოახერხეს და ღამით გამოპარულან. როგორ დატოვეთ ნაწილიო - ციხეში გაუშვეს. თურმე ომი წაუგიათ ამათ - რეზერვისტებსა და ჯარისკაცებს. მახსოვს, დღე-ნახევარი გორი იყო ცარიელი - რუსები არ შემოდიოდნენ, ხაფანგს გვიგებენ ქართველებიო. ქართული სარდლობა ისე გამოიქცა, უკან არ მიუხედავს", - ამბობს რესპონდენტი.
"ჯარში დღეს არის ტოტალური დაჩმორება: "პლაცზე" გინება, დედის სულის ტრიალი, მოსმენები ტოტალური. სამნი რომ ვიკრიბებით, არ ვლაპარაკობთ. ყველაფერს წყვეტს სამხედრო პოლიცია. მისი ფუნქცია ის კი არ არის, ჯარისკაცი წესიერად გამოიყურებოდეს, წესრიგი დაამყაროს ბაზაზე - არა! ამოცანაა მოსმენა, დასმენა, აგენტურის შეგზავნა ჯარში. ეს არის პოლიცია სამხედრო ფორმაში. ჯარი დარჩა უფუნქციოდ. ასეთი უნდათ, რომ ჯარი იყოს. წინ უდევთ პირადი საქმეები. ვისაც პენსია უწევს, ეგრევე შარს დებენ და აგდებენ. გაუშვეს პოლკოვნიკი, "საპიორი" - მენაღმე, რომელსაც 30 000 ნაღმი აქვს თავისი ხელით ამოღებული და ერთი ხუთი იმდენი - ჩადებული. ორი კვირა უწევდა პენსიამდე და გააგდეს. თუ არ დაწერ განცხადებას წამოსვლაზე, ისეთ რამეს გაგიჩალიჩებენ, საციხოდ გაგიხდიან საქმეს. მაგალითად, კადრებში ნუშაობ? ისეთ ქაღალდს დაკარგავ, რაც არ უნდა დაკარგო. კაცი არ აღმოჩნდა, ვინც განცხადებას არ დაწერდა. მოგიგონებენ და გაგაგდებენ უდისციპლინო საქციელისთვის", - დასძენს უცნობი მეთაური.
844
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85