ირაკლი ალასანია გიგი უგულავას, ზამთრის პერიოდში დედაქალაში დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკევებისკენ მოუწოდებს.
„მივმართავ გიგი უგულავას, ახლა მაინც იფიქროს ხალხზე და ზამთრის ამ სუსხიან დღეებში, როდესაც თბილისელებს გასათბობად ყველაზე მეტად სჭირდებათ ელექტროენერგიის მოხმარება, ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკავების გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ალსანიამ
აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერს ხვალ, საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები, ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე მიმართავენ.