ხარკოვში სერგო ორჯონიკიძის, ნიკოლაი რუდნევისა და იაკოვ სვერდლოვის ძეგლები ჩამოაგდეს

ხარკოვში სერგო ორჯონიკიძის, ნიკოლაი რუდნევისა და იაკოვ სვერდლოვის ძეგლები ჩამოაგდეს

ხარკოვში გუშინ ღამით სერგო ორჯონიკიძის, ნიკოლაი რუდნევისა და იაკოვ სვერდლოვის ძეგლები ჩამოაგდეს.

"ბიბისის ცნობით, დაახლოებით ათმა ადამიანმა, რომელთაც "ბალაკლავები" ეკეთათ, ძეგლები თოკისა და მიკროავტობუსის დახმარებით ჩამოაგდეს. მოგვიანებით შესაბამისი ვიდეომასალა "იუთუბით" გავრცელდა, სადაც მნახველებმა კომენტარებში მომხდარს ვანდალიზმი უწოდეს.

ამ დრომდე უკრაინაში არაერთი საბჭოთა ლიდერის ძეგლი გაანადგურეს, მათ შორის 2013 წელს კიევში, 2014 წელს კი ხარკოვში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. რამდენიმე დღის წინ კი უკრაინის რადამ მიიღო კანონი "უკრაინის დეკომუნიზაციის" შესახებ. კანონი გმობს ფაშიზმსა და კომუნიზმს და ყველა იმ სიმბოლოს, რომელიც კომუნიზმს უკავშირდება.