"ასავალ-დასავალის" მასალების მიხედვით
"დიახ, მე მადლიერებას გამოვხატავ ამერიკის სახელმწიფოსადმი, ჩვენთან მეგობრობას რომ აგრძელებს. ყველაფრის მიუხედავად, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირი და მე ვფიქრობ, ეს იყო რევერანსი ჩვენი ქვეყნისადმი და არა სააკაშვილისადმი. სახელისუფლებო არხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ვფიქრობ, აღარც უნდა დავკარგოთ დრო მათზე სასაუბროდ. მათთვის ტიპური მოვლენაა ფაქტების დამახინჯება. ობამას გამოსვლაც კი არ თარგმნეს სწორად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდება, რათა საზოგადოება ისეთ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფონ, რასაც ნაციონალები გეგმავენ და აწყობთ", - აცხადებს "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბიძინა ივანიშვილი: ეს ხელისუფლება ვერ შეაჩერებს ჩვენს გამარჯვებას!
"ობამამ ნათლად და მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სამართლიანი და ობიექტური არჩევნები ჩატარდება, რაც ამ არხებმა "ხელისუფლების ფორმალური გადაცემის" ფორმატში გააშუქეს. ხელისუფლების გადაცემა რასაც ნიშნავს, დემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან კარგად იციან და ისიც კარგად იციან, რამდენ ხანს უნდა იყოს მმართველი პარტია ხელისუფლებაში - დიახ, სააკაშვილმა სხვა ძალას უნდა გადასცეს ხელისუფლება და უნდა გადასცეს ყველა წესისა და კანონის დაცვით! ნათლად იგულისხმება, რომ სააკაშვილი ნებისმიერი ფორმით, აღარც და ვეღარც უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. ამ მხრივ მკვეთრი პოზიცია ექნება ობამას მთავრობას და ნეოკონსერვატორებიც არ შეუწყობენ ხელს სააკაშვილის გაპრემიერებას და პარლამენტის თავმჯდომარეობას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილი.
"სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებული სისტემის დანერგვით ახლა ქვეყანა იმკის უმძიმეს შედეგებს! სააკაშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობს, მისივე ხასიათიდან გამომდინარე, სხვა ავტორიტეტს ვერ იტანს. მიზეზები ძალიან ბევრია და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. ჩემგან არ იქნება კორექტული ამ ფორმით საუბარი, მის ფსიქიკაზე მე ვერ ვისაუბრებ - რაც მისმა ხასიათმა "დაათესინა", შედეგებს ახლა იმკის, გუნდში ვერავის ენდობა და ვერც დაეყრდნობა. პრინციპში, სააკაშვილს არც ჰყავს გვერდით ისეთი ლიდერი, რომელიც ჩაანაცვლებდა მას და ეს ისევ მისი პრობლემაა... ამ თემაზე საუბარი ჩემგან ჭორაობას დაემსგავსება და ამიტომ თქვენს კითხვაზე მერაბიშვილთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ამ მხრივ ინფორმაციულ ვაკუუმს არც მე განვიცდი. იმას პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილი დღეს ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი არ დაეშალოს! არადა ისეთი რყევებია შიგნით, რომ... აქვე, კვლავ გავიმეორებ: მე არ ვაპირებ არავის დევნას პოლიტიკური ნიშნით - ერთადერთი მიზანი რაც მაქვს, არის ამ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით, უსისხლოდ!", - განმარტავს რესპონდენტი.
"ერთიცაა, ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაც ძალიან დიდი შეცდომა იყო სააკაშვილისთვის. 14 თებერვლის შემდეგ სააკაშვილს ერთი თვე რჩება გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ბევრი ვარიანტი არც მას აქვს. ეს ის შემთხვევა არ არის, რასაც ესენი ელოდნენ, თითქოს მე კვლავ პრეზიდენტს მოვმართავდი თხოვნით, რომ მოენიჭებინა მეორადი მოქალაქეობა. ეს არის "ნატურალიზაციის წესით" გადასაწყვეტი საკითხი, როდესაც პრეზიდენტს უფლება არ აქვს, არ მომანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. საფრანგეთის საელჩო სისტემატურად უკავშირდება ქართულ მხარეს და ახსენებს ამ საკითხს - როგორც იცით, არ შეიძლება მოქალაქეობის გარეშე დარჩეს ადამიანი - სწორედ ამ კანონის მიხედვით, საფრანგეთის მხარე სისტემატურად ახსენებს ქართულ მხარეს ჩემთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს. მაღალი პროცენტით ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ვეღარ გაბედავს ჩემთვის მოქალაქების მონიჭებაზე უარის თქმას. თუმცა 1-2 პროცენტი მაინც რჩება სათუოდ, რადგან მისი მოქმედებები ხშირად არაადეკვატურია", - განაგრძობს "ქართული ოცნების" ლიდერი.
"არანაკლებ საინტერესოა ერთი ფაქტიც: ერეკლეს მოედანზე, საპატრიარქოს წინ, "ქართული ოცნების" ოფისი სადაც უნდა განთავსებულიყო, მიმდებარე ტერიტორიას ყველა მხრიდან ღობე შემოარტყეს, მისასვლელი გზები ჩაკეტეს, იქ ნაგვის თემა, საერთოდ ცალკე სასაუბროა... ელჩები სიცილით დაიხოცნენ ამ ისტორიის მოსმენისას. სახლის ნგრევაც გვიან დაიწყეს და ხელისუფლებას ნაგვის გატანა შევთავაზეთ საკუთარი ხარჯით. მოგვივიდა პასუხი - ეს ნაგავი ეკუთვნის მერიას და თქვენ არ გაქვთ უფლება ამ ნაგავს შეეხოთო. ელჩებს სიცილადაც არ ეყოთ ეს ამბავი. ესენი ელემენტარულ ხულიგნობას აგრძელებენ. ბიჭობაში, უბანში რომ არიან ბიჭები და ასაკის მატებასტან ერთად ე.წ "ბეზპრედელი" რომ ემართებათ ხოლმე, უმცროსებს რომ თავში წაუთაქებენ და აგინებენ - ესენი იმ დროში არიან ჩარჩენილები და ჰგონიათ, ყოველთვის გაუვათ ის ხულიგნური მოქმედებები რის უფლებასაც აძლევენ საკუთარ თავს. ყველა მეთოდი, რითაც ისინი ოპონენტებს ებრძვიან, ნათლად აჩვენებს, თუ როგორი პატარა კაცები არიან, მცირენი არიან! - "ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
"საზოგადოების მოლოდინი რაღაც ახლისკენაა მიმართული, ახალი სახეების გამოჩენას ელის ყველა და ა.შ. ამაზეც მიდის აპელირება ბევრის მხრიდან. მე ჩემი მხრივ ახალი სახეების შემოყვანას ვცდილობ და ეს ცოტა ხანში გამოჩნდება... ჩვენ ვერ მოვწყდებით რეალობას და კარგად უნდა გავაცნობიეროთ: ჩვენ ვართ ისეთნი, როგორებიც ვართ! პოლიტიკური ისტებლიშმენტიც დამხვდა ისეთი, როგორც დამხვდა! შემიძლია ცალ-ცალკე დაგიხასიათოთ. დავიწყოთ რესპუბლიკელებით, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ. პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და რესპულიკე;ლები პირველად "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან შეიტყობენ მათ ჩემეულ დახასიათებას. მათთვისას არ მითქვამს, რასაც ახლა გეტყვით: ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძველი და თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს ლოკალური შეცდომებიც, მაგრამ ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართულ და უპასუხისმგებლო მოქმედებებში ისინი არ შემიმჩნევია! შესაძლოა, მათი პოზიციები სრულად არ ემთხვეოდა საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის განწყობას... ვიმეორებ, მკვეთრ უარყოფით ქმედებებს მათ ნაბიჯებში ვერ ვხედავ - აი, მაგალითად ისეთს, როგორი ნაბიჯებიც ნათელაშვილს აქვს და რომელიც ნაყიდი ჰყავს ამ ხელისუფლებას, ან
მემარჯვენეებს" რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში უღალატეს პრინციპებს..." - თვლის "ქართული ოცნების" ლიდერი.
"ამ თემას რომ დავუბრუნდე - როდესაც მე თავშივე განცხადება გავაკეთე და ისე შემოვედი ქართულ პოლიტიკაში, ძალიან შორს წავალთ. რა თქმა უნდა, გაცნობიერებულიც მქონდა, რაც ვაკეთებდი. ისიც ვიცი, მუდმივად თუ ამ თემებით დავიწყებ აპელირებას, ეს არ იქნება კარგი არც ჩვენთვის და არც ქვეყნის ინტერესებისთვის. არ მსურს ვიყო მამხილებელი და მაინდამაინც ჩემგან გაიგოს ყველამ ვინ, ვისგან და როდის იღებდა ფულს. თუ რამე სასიკეთოდ შეიცვლება, გამიხარდება და ამას არც დავმალავ. თუმცა დავუბრუნდეთ რესპუბლიკელებს. მიმაჩნია, რომ ეს არის თანმიმდევრული, ინტელექტუალური პიროვნებებით დაკომპლექტებული პარტია. გეთანხმებით, არასდროს ჰქონიათ დიდი რეიტინგი, არც არასდროს ყოფილან პოპულარულები. როგორ ფიქრობთ, რა ხდება, რატომ ავირჩიე ურეიტინგო პარტია? მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერსო ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდია... მათი პრობლემა იმაშია, რომ ხალხს ვერ ელაპარაკებიან ხალხის ენით, გასაგები ენით. აქ საზოგადოებაშიც უნდა ვეძებოთ მიზეზები. შესაძლებელია, ჩვენ პოლიტიკური კულტურაც გვაკლია და რა თქმა უნდა საამისო მიზეზებიც არსებობს", - დასძენს ბიძინა ივანიშვილი.
"იმიტომ კი არა რომ სხვაზე უარესი ერი ვართ, არა! დარწმუნებული ვარ, ქართველების ერთ-ერთი ნიჭიერი ერი ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი საზოგადოება ისეთია, როგორც არის. ჩემი ძირითადი მიზანიც ამ ყველაფრის დალაგება და გამოსწორებაა. მარტო პრეზიდენტებში არ უნდა ვეძებოთ ჩვენი უბედურების სათავე და მიზეზი, ცოტა ჩვენი ბრალიც არის. სულსწრაფები ვართ, მოუთმენლობა გვჭირს. ჩვენს ხასიათშიც ვლინდება მსგავსი ნიშნები. რესპუბლიკელები ევროპისთვის გასაგები ენით საუბრობენ, მაგრამ ბოლო ათწლეულებში მომხდარმა მოვლენებმა ასეთი ხასიათი ჩამოგვიყალიბა, მეტ რადიკალიზმსა და სიფიცხეს ვართ ჩვეული. ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს მოსწონს რესპუბლიკელები, მაგრამ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. მესმის, რესპუბლიკელებმა, თუ ლიდერობა სურთ, ხალხისთვის გასაგებ ენაზე უნდა ისაუბრონ, თუმცა მათი აკადემიური ენა ჩემთვის დასაწუნი არ არის... ლოკალური შეცდომების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ რესპუბლიკელები განსხვავდებიან იმ რამდენიმე პარტიისგან, რომლებიც გამოკვეთილად ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთას. ამიტომ გეუბნებით, რომ მე არჩევანი იმ რეალობიდან გამომდინარე გავაკეთე რაც იყო და არის ქართულ პოლიტიკაში" - აცხადებს რესპონდენტი.
"... თუ ლოკალურ შეცდომებს ვიგულისხმებთ, კობაზეც ბევრი რამის გახსენებას შეძლებთ ალბათ თქვენ და ზვიად ძიძიგურზეც. კობა დავითაშვილზეც ბევრი საუბარი შემიძლია, ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ - "შენ არ ხარ კაი კაცი, გირგვლიანი მკვლელობაზე განცხადება რომ არ გააკეთე" - კობა მეუბნება. კობასაც ავუხსენი და ახლა თქვენი გაზეთიდან ვამბობ: მოვა დრო, როდესაც დეტალურად მოვყვები, რა რეაქციაც მქონდა სანდრო გირგვლიანი მკვლელობასთან დაკავშირებით! არ მინდა ტრაბახად ჩამითვალოს ვინმემ, მაგრამ არც თავი მაქვს სამართლებელი! მე არ ვყოფილვად საჯარო ფიგურა, მაგრამ სადაც ვიყავი და სადაც მიწევდა პოზიციების დაფიქსირება, საკმაოდ მკვეთრი განცხადებები მაქვს გაკეთებული, ჩემი პოზიცია იყოო ძალიან მკვეთრი და უარყოფითი. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეს მკაფიოდ იციან, თუმცა მე რომ ხმამაღლა დამეფიქსირებინა, ეს უკვე პოლიტიკაში ჩემს შემოსვლას ნიშნავდა. კობასთან დამჭირდა რამდენიმესაათიანი საუბარი, რომ ჩემი პოზიციების მართებულობაში დამერწმუნებინა - თავადაც მეთანხმება მთავარში - სიცრუით არ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში! სიცრუით არ უნდა ვაცხოვროთ ხალხი და საზოგადოება. რა თქმა უნდა, ანგელოზები არავინ არ ვართ. ჩემს თავსაც არ ვთვლი ანგელოზად, თუმცა ჩემთან დაკავშირებით ვინც რაღაც "ჩონჩხებზე" და მსგავს სისულელეებზე ლაპარაკობს. მათ გასაგონად ვიყყვი, რომ სინდისით ვიცხოვრე დღემდე და ასე ვცხოვრობ დღესაც. რა თქმა უნდა შეცდომები, მეც მქონია", - აღნიშნავს "ქართული ოცნების" ლიდერი.
"თქვენი გაზეთი ფურცლებზე ასეთი სახის განცხადება მინდა გავაკეთო: წინა კვირაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ჟორჟოლიანისგან მოვირე წერილი და სხვათა შორის, ვიზიარებ მის პოზიციებს და ეს იქენაბ ჩემი პოზიციაც - ყველას გასაგონად ვაცხადებ: იმ პარტიებს, რომლებიც ვერ გაერთიანდებიან კოალიციაში, მაგრამ არ არიან იდეოლოგიურად მიუღებელნი, რომლებიც არ ტოვებენ ხელისუფლებასთან შესაძლო თანამშრომლობის ეჭვს, ვთავაზობთ მაჟორიტარული წესით არჩევნებისას საერთო კანდიდატზე შესაძლო შეთანხმების ვარიანტს" - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას: "თუ საჭირო გახდება, ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ?" - პასუხობს:
"რა თქმა უნდა! თუ საჭირო გახდა ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოვუწოდებ! ქართველი ხალხი ასე ადვილად აღარ დათმობს გამარჯვებას! ეს არ იქნება ხელისუფლების ძალით დამხობა, მაგრამ ხალხი თავის ხმებს აუცილებლად დაიცავს და ხალხი თავად აჩვენებს მსოფლიოს, ვინც მოიგებს არჩევნებს".
715
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85