ზოგადი, დასაზუსტებელი და შესაცვლელი ბიუჯეტი

ზოგადი, დასაზუსტებელი და შესაცვლელი ბიუჯეტი

2010 წლის ბიუჯეტი 6 მილიარდ 991 მილიონს შეადგენდა. მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი ცოტაოდენით შემცირდება, სულ რაღაც 31 მილიონით და მთავრობის გაანგარიშებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 6 მილიარდ 960 მილიონით იქნება განსაზღვრული. ხელისუფლება კი საზოგადოების დამშვიდებას იმ დაპირებით ცდილობს, რომ გაისად საბიუჯეტო დეფიციტი 2%-ით შემცირდება და საერთო ჯამში, ქვეყანას ეკონომიკური ზრდა იქნება.

 

მთლიანი პარამეტრი არის 6 მილიარდ 960 მილიონი ლარი. დეფიციტი არის 4,3%, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებლისგან 2%-ით განსხვავდება. გათვალისწინებულია საგადასახადო ზრდა, დაახლოებით, 700 მილიონზე მეტი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ხდება ჩანაცვლება, ანუ საგადასახადო შემოსავლები კი იზრდება, მაგრამ დაიკლებს კრედიტების რაოდენობა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროცენტს მშპ-თან მიმართებაში, არის 29%. რაც ძალიან კარგია, ვინაიდან წელს იყო 32%. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, ნომინალებში რომ ავიღოთ, მთლიანი შიდა პროდუქტი, დაახლოებით, 20 მლიარდიდან იზრდება 22 მილიარდ 800 მილიონამდე, რაც თავისთავად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია“, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი.

 

ეს თანხა სფეროების მიხედვით თუ როგორ უნდა გადანაწილდეს, ამაზე დაბეჯითებული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. მელიქიშვილის თქმით, პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, განათლებისა და სოციალური სფეროები.

 

პროექტის თანახმად, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შეადგენს 5 707.2 მლნ ლარს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება – 1 085.3 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება – 790.5 მლნ ლარი; სუბსიდიები – 220.2 მლნ ლარი; გრანტები – 924.3 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა – 1 475.6 მლნ ლარი; სხვა ხარჯები – 896.9 მლნ ლარი.

 

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს შემდეგ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს: 787.0 მლნ ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის; 85.0 მლნ ლარს – საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსების მიზნით, 332.8 მლნ ლარს საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის მიზნით, მათ შორის, პროცენტის გადახდაზე 193.9 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლებაზე – 138.9 მლნ ლარს; 135.4 მლნ ლარს საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე, მათ შორის, პროცენტის გადახდაზე 120.4 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლებაზე – 35.0 მლნ ლარს;

 

50.0 მლნ ლარს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის; 50.0 მლნ ლარს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის; 20.0 მლნ ლარს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის დასაფინანსებლად. 40.0 მლნ ლარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დასაფინანსებლად. 500.0 ათას ლარს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის.

 

საჯარო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება – 329.2 მლნ ლარი, აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის დანამატს საშუალო სკოლის მასწავლებლებზე; პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესყიდვა – 32.0 მლნ ლარი;

1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის დაფინანსება – 10.0 მლნ ლარი; სტუდენტური გრანტების და ცოდნის კარის დაფინანსება – 43.3 მლნ ლარი; სამეცნიერო გრანტების დაფინანსება – 23.7 მლნ; პოლიციის დაბალი რანგის თანამშრომელთა ხელფასების 50 ლარიანი ზრდა; სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 40.0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა – 40.0 მლნ ლარი; დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 68.3 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა გაგრძელება – 201.6 მლნ ლარი;

 

ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობა _ 118.3 მლნ ლარი;

მესტიის ტურისტულ ზონაში გზების რეაბილიტაცია _ 30.0 მლნ ლარი; რუსთავი - თბილისის ავტობანის მშენებლობა _ 18.0 მლნ ლარი; ჯამში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოიყოფა _ 1 260.0 მლნ ლარი. აქედან: გათანაბრებითი ტრანსფერები მიმდინარე ხარჯებისათვის _ 460.0 მლნ ლარი; წყალ-კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია _ 200.0 მლნ ლარი; ბათუმის ინფრასტუქტურული პროექტები _ 130.0.0 მლნ; თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები _ 200.0 მლნ;

მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკის მიერ მუნიციპალური პროექტები _ 185.0 მლნ ლარი; სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში რეგიონების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები _ 85.0 მლნ ლარი.

 

რაც შეეხება საბიუჯეტო დაფინანსების განაწილებას სამინისტროების მიხედვით, პროექტის თანახმად, თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება მცირდება.

პარლამენტის დაფინანსება მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან ერთად განსაზღვრულია 40,133,7 მილიონი ლარით. წელს კი ეს მაჩვენებელი 40,443,7 მილიონს შეადგენდა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 14,154,0 მილიონი. წელს კი 17,095,7 მილიონით ფინანსდებოდა. უშიშროების საბჭო – 1,300,0 მილიონი. წელს – 1,285,2 მილიონი.

მთავრობის კანცელარია – 8, 500,0 მილიონი. წელს – 8,790,7 მილიონი. კონტროლის პალატა – 13,550,0 მილიონი. წელს – 12,629,1 მილიონი. ცესკო – 12, 428,9 მილიონი. წელს – 39,798,0 მილიონი. პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის მომავალი წლისთვის გათვალისწინებულია 4,736,0 მილიონი ლარი. წელს კი პარტიები 5,400,0 მილიონით ფინანსდებოდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლო – 2,680,0 მილიონი. წელს – 2,550,0 მილიონი. უზენაესი სასამართლო – 6,033,0 მილიონი. წელს – 5,955,0 მილიონი. საერთო სასამართლოები – 30,936,5 მილიონი. წელს – 33,000,0 მილიონი. იუსტიციის უმაღლესი სკოლა – 914,4 მილიონი. წელს – 1,014,4 მილიონი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო – 1,050,0 მილიონი. წელს – 1,000,0 მილიონი.

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 1,783.8 მილიონი. წელს - 2,201.0 მილიონი. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 923,2 მილიონი. წელს - 950.0 მილიონი. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება წელს არის 1,031.4 მილიონი. მომავალი წლისთვის განსაზღვრულია 1,025.4 მილიონი ლარი.

 

ფინანსთა სამინისტრო წელს ფინანსდებოდა 348,619.2 მილიონი ლარით, მომავალ წელს დაფინანსდება 273,043.9 მილიონით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წელს ფინანსდებოდა 55,681.7 მილიონით. Mმომავალ წელს დაფინანსდება 21,397.3 მილიონით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება წელს არის 782,378.3 მილიონი, მომავალ წელს იქნება 971,317.2 მილიონი.

იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება არის             45,300.0 მილიონი ლარი. იქნება - 68,700.0 მილიონი.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დაფინანსება არის 122,831.6 მილიონი. იქნება - 99,553.2 მილიონი. საგარეო საქმეთა სამინისტრო არის - 69,244.6 მილიონი, იქნება - 73,174.0 მილიონი. თავდაცვის სამინისრო: არის  - 744,550.0 მილიონი, იქნება -660,000.0 მილიონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო: არის 548,000.0 მილიონი, იქნება 566,000.0 მილიონი. დაზვერვის სამსახური არის და იქნება 5,000.0  მილიონი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: არის - 554,897.0 მილიონი,  იქნება - 554,000.0 მილიონი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; არის - 54,977.5 მილიონი, იქნება - 51,000.0 მილიონი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსება არის 40,357.1 მილიონი. მომავალ წელს იქნება  30,315.4 მილიონი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; არის - 7,995.7 მილიონი. იქნება - 8,605.3 მილიონი.

ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება წელს იყო 23,829.4 მილიონი და მომავალ წელს იქნება 74,954.1 მილიონი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო; არის 40,287.0 მილიონი, იქნება - 69,154.0 მილიონი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსება არის 3,860.3 მილიონი, იქნება -3,443.1 მილიონი.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არის 29,236.4 მილიონი, იქნება  30,927.6 მილიონი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური   ს დაფინანსება წელს იყო 41,000.0 მილიონი, მომავალ წელს კი იქნება 47,500.0 მილიონი. სახალხო დამცველის აპარატი წელს ფინანსდებოდა 2,060.0 მილიონის, მომავალ წელს კი 2,146.0 მილიონით დაფინანსდება.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი წელს ფინანსდებოდა 22,000.0 მილიონით, მომავალ წელს კი 25,000.0 მილიონით დაფინანსდება.  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დაფინანსება იყო 8,845.9 მილიონი, იქნება - 5,500.0 მილიონი. საპატრიარქო ფინანსდებოდა და დაფინანსდება 25,300.0 მილიონით. ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაფინანსება იყო და იქნება 4,500.0  მილიონი.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაფინანსება კი იყო 3,215.6 მილიონი და გახდება 3,201.2 მილიონი.

 

ეს არის პროექტის მონაცემები, თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ პრიორიტეტელი სფეროების დაფინანსების პარამეტრები პარლამენტთან ერთად დაზუსტდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ყველა ეს მონაცემი შეიცვლება.