"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"პირველ რიგში, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ პროდასავლური კურსი გამოაცხადა - ეს არის 2000 წელი, რაც პატივცემულმა ედუარდ შევარდნაძემ ამერიკას განუცხადა - იმის შემდეგ ეს ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გახლდათ: ძირითადად იმ მიმართულებებით და იმ გზავნილებით იყო მნიშვნელოვანი, რომელიც ობამამ ქართული სახელმწიფოს მისამართით გააკეთა", - აცხადებს პიარ-კომპანია "ჯეპრას" დირექტორი სოსო გალუმაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გალუმაშვილი: "ობამას განცხადება ყველამ მოვისმინეთ, ამას ვერ ამოჭრიან..."
"ეს არის 5 ძირითადი მესიჯი: პირველი ის, რომ მოიწონა რეფორმები, რაც საქართველოში გატარდა. მეორე - ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის - ამ ეტაპზე არა, მაგრამ სამომავლოდ თუ ასეთი შეთანხმება იმუშავებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი კომპანია, იგივე ევროპიდან და აზიიდან ჩვენთან ინვესტიციების ჩასადებად ჩამოვა, რათა შემდეგ აქ წარმოებული პროდუქცია თავისუფლად გაიტანონ ამერიკაში. მესამე საკითხი იყო შეიარაღებაზე და სამხედრო თანამშრომლობაზე გაკეთებული განცხადება, მეოთხე იყო ნატო-ს თემა, რომელიც ძალიან ღიად იქნა დაფიქსირებული, მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს იყო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების კუთხით გამოგზავნილი მესიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო დრო დაეთმო ამ შეხვედრას, ეს 5 მნიშვნელოვანი გზავნილი მაინც გაკეთდა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს იყო არა კონკრეტული პირებისთვის და ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო გალუმაშვილი.
"ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რუსეთის მისამართით 3 გზავნილი გაკეთდა. ეს იყო ნატოს თემა, ეს არის სამხედრო თანამშრომლობის თემა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია ტერიტორიებიუ, ამერიკა ისევ ჩვენს პარტნიორად რჩება და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც აქამდე ჯერჯერობით არავის უხსენებია, რომ თუ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული გზით მოხდა, ეს იქნება მოდელი მთელი რეგიონისთვის: ანუ ის არჩევნები, რაც მარტში რუსეთში ჩატარდება, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან უკვე მიჩნეულია არადემოკრატიულად და არასამართლიანად", - განაგძღობს რესპონდენტი.
"რაც ჩამოვთვალე, საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სააკაშვილს და უმრავლესობას, იგივე ჩვენს ელჩს ამერიკაში, როდესაც ისინი ახსენებენ 3-4 ძირითად მესიჯს და არაფერს არ ამბობენ დემოკრატიული და სამართლიანი არჩენების შესახებ, ეს არის შეცდომა სწორედ პიარის კუთხით. პირიქით, მათ უნდა იხაროდეთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად დაისვა არჩევნების თემა. არც ერთ მათ გამოსვლაში ეს თემა არ უხსენებიათ, თითქოს ობამას არ უსაუბრია დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. არ შეიძლება ასე, ეს ტყუილები სააკაშვილისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის ცუდია, მის იმიჯზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. ობამას მხრიდან დემოკრატიული არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადება ყველამ მოვისმინეთ, ამას ვერ ამოჭრიან - ეს განცხადება შეხვედრის მერე, პრესკონფერენციაზე ღიად გაკეთდა. თანაც ეს გზავნილი ნაციონალური არხების გარეშეც მივა საზოგადოებამდე და მივიდა უკვე. აქ სირაქლემას პოზა ვეღარ იმუშავებს", - დასძენს სოსო გალუმაშვილი.
"ფაქტია, რომ პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხი ობამას და ამას რაღაც ფასადური 67%-იანი რეიტინგი ვეღარ უშველის. სააკაშვილმა აღიარა, რომ ამერიკის მხარდაჭერით მოვიდა აქამდე და მადლობაც გადაუხადა ობამას, შესამაბისად, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ არჩევნების ნაწილში მის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, კარგად ვერ დაასრულებს. აქვე გვაქვს ერთი "თუ" - თუ ჩვენ ჩავატარებთ სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებს ჩვენთან წამოვა ინვესტიციები, ჩვენთან იქნება ყველა ის კეთილდღეობა, რომელიც შეუძლია ამერიკის ადმინისტრაციას გამოიმეტოს - სხვა შემთხვევაში ნაბისმიერი ირჭოფული გადაწყვეტილების დროს, ჩათვალეთ, რომ ჩვენ პირდაპირ მოვხვდებით ძალიან ცუდი ქვეყნების რიგში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გალუმაშვილი და შეკითხვას - "ოპოზიციისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა?" - პასუხობს:
"ოპოზიციას ამის გამოყენება კარგად შეუძლია, თუმცა ამ საკითხის ოსეთივე წარმატებით გამოყენება შეუძლია ხელისუფლებასაც, თუმცა ამს ჯერ არ აკეტებს. ახვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებშიც კარგად ჩანდა, რომ ის გაიმეორებს მისი საძულველი მტრის - პუტინის გზას. თქვა კიდეც, რომ გააგრძელებს დემოკრატიისკენ სვლას და არანაირი ძალა არ დააბრუნებს წარსულში. ეს კი, ჩემი აზრით, ისე უნდა გავიგოთ, პატივცემული მიხეილი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიირებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ იგივე ამ შეხვედრიდან ის ქულებს ვერ დაიწერს, რადგან რეიტინგების დრო ახლა ნამდვილად არ არის".
740
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85