სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბება IT–ის მაღალი დონის სწავლებითა და მომზადებითაა შესაძლებელი
აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანიამ დპა-მ საქართველოში საქმიანობა შარშან გაზაფხულზე დაიწყო. Microsoft-ის ერთადერთმა ოქორს პარტნიორმა თავი დამკვირდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდ ქართულ ბაზარზე გამორჩეული და ამბიციური გეგმების განხორციელებით დაიწყო.
რა ეტაპზეა დღეს ჩევნს ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, რა უპირატესობით გამოირცევა ქართული ბაზარი, რა ტიპის სერვისებს სთავაზობს დპა ქართველ მომხარებელს, IT გადაწყვეტების რა მიმართულებებით არიან დაინტერესებული ქართული კომპანიები, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება კომპანია დპა-ს ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების უფროსი კონსულტანტი ალექსანდრს ფროლოვსი:
თქვენი ვიზიტი თბილისში წამყვან ქართულ ბანკთან დპა-ს კონტრაქტის გაფორმებას მოყვა. რა ტიპის სერვისები შესთავაზეთ მათ?
- საქართველოს უმსხვილესი ბანკი დაინტერესდა ჩვენი მომსახურებით, უმთავრესად IT ინფრასტრუქტურის ფუნქციობის მონიტორინგის კომპლექსური სისტემის დანერგვით. რაც შესაძლებლობას მოგვცემს არსებული ქსელური აპარატურა, პროგრამები და სერვისები ერთ სისტემაში მოვაქციოთ და შევქმნათ მოქმედი ინფრაქსტრუქტურის ერთიანი სურათი.
ანალოგიური პროექტებით ინტერესდებიან საქართველოს სხვა მსხვილი კომპანიებიც, რომელთათვის აუცილებელია შეფასებისა და მონიტორინგის კვალიფიციური და კომპლექსური სისტემები. ჯერჯერობით ამ ეტაპზე, ქართული ორგანიზაციები მხოლოდ მონიტორინგის ელემენტარულ და საბაზისო სისტემებს იყენებენ.
დამეთანხმებით, მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და ქსელური სისტემის დანერგვა არ არის საკმარისი კომპანიის გამართული IT ინფრასტრუქტურისთვის. აუცილებელია იმის გაანალიზება, თუ რა პროცესები მიმდინარეობს აღნიშნულ ნაწილებს შორის ნებისმიერი დროსა და ნებისმიერ მონაკვეთში.
ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს ზუსტად რა ხდება მათი პროგრამების, სერვისებისა და ქსელურ მოწყობილობების მიმართულებით. სისტემის მონიტორინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტი სასარგებლოა, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში ხდება სუსტი ადგილების განსაზღვრა და ხარვეზების აღმოფხვრით პერსონალის დროითი რესურსების მნიშვნელოვანი დაზოგვა.
IT გადაწყვეტების რა მიმართულებებით არიან დაინტერესებული ქართული კომპანიები?
- მოთხოვნა მრავაფეროვანია და განსხვავდება სირთულის ხარისხის მიხედვით. DPA თავაზობს ადგილობრივ ბაზარს კომპლექსურ IT მომსახურებას. ჩვენს კომპანიას გააჩნია რთულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. გვეხმარება ისიც, რომ ჩვენ უკვე ვსაქმიანობთ ბელარუსსა და უკრაინის ბაზრებზე, 2011 წელს კი ანალოგიური პროექტებით უკვე თავი დავიმკვიდრეთ ქართულ ბაზარზეც. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ამ ეტაპზე IT აუდიტია.
რას მოიცავს IT აუდიტი?
- სერვისი განსხვავებულია კომპანიების მოთხოვნების მიხედვით. აუდიტის სპეციფიკისა და პროცედურების შერჩევა ხდება კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებითა და საჭიროების შესაბამისად. ჩვენ ვმუშაობთ ISO სტანდარტების შესაბამისად და ვითვალისწინებთ წამყვანი IT კომპანიების, მათ შორის, Microsoft–ის რეკომენდაციებს.
სერვისებში შედის უსაფრთხოებისა და IT ინფრაქტრუქტურის აუდიტიც. უსაფრთხოების აუდიტის მიზანია უსაფრთხოების რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება იდგეს ნებისმიერი ბიზნესის წინაშე. ამ პროცესებს ჩვენი ექსპერტები ახორციელებენ. აუდიტის პროცესი ასევე გულისხმობს ინტერვიუებს ძირითად პერსონალთან, სუსტი მხარეების შეფასებებს, უსაფრთხოების არსებული პოლიტიკისა და მართვის იდენტიფიკაციას და IT აქტივების ექსპერტიზას.
ხშირ შემთხვევაში ჩვენი სპეციალისტები, აუდიტორები ეყრდნობიან აუდიტის შესრულების ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს. ზოგადად, უსაფრთხოების აუდიტი მიმართულია დაცვის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ საუკეთესო პროდუქტები დამკვეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურების შესასრულებლად, აუცილებელია არსებული სიტუაციის თანმიმდევრული ანალიზი. ინფრასტურუქტურის აუდიტი ძირითადად კონსულტაციის სახისაა. აუცილებელია შეფასდეს კომპანიაში არსებული ტექნოლოგიებისა და პროდუქტების უსაფრთხოება და ლეგალურობა მანამდე, ვიდრე ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეიძენენ.
მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ორგანიზაციის IT სტრატეგიის შესაქმნელად და ყველა სახის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებისთვის.
თქვენ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე მუშაობთ. რა განსხვავებებია ამ ბაზრებს შორის?
- განსხვავებები გარკვეულწილად ბაზრების განვითარების საწყის ეტაპზეა. შემდეგ უკვე ბაზრები მეტ-ნაკლებად თანაბრად ვითარდება. თავდაპირველად ქართულ ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა მზა პროდუქტებზე იყო. თუმცა ეს მიდგომა ნელ–ნელა იცვლება, როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული: იმისათვის რათა IT პროექტი იყოს წარმატებული, აუცილებელია იგი ითვალისწინებდეს აუდიტის, ანალიზისა და განვითარების ფაზებს.
რამდენად მნიშვნელოვანია IT სფეროში საუნივერსიტეტო განათლების განვითარება საქართველოში და რა სიტუაციაა ამ მხრივ ლატვიაში?
- საქართველოში IT მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა საბანკო სფეროში. თუმცა, მოგეხსენებათ, ზოგადად კვალიფიციური კადრის დეფიციტია. ანალოგიური პრობლემაა ბელორუსსა და უკრანიაშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, ლატვიაშიც.
ამიტომ კვალიფიციური კადრის აღზრდა უნდა იწყებოდეს უნივერსიტეტიდან, მხოლოდ კურსები და სემინარები არ არის საკმარისი. სპეციალისტს უნდა გააჩნდეს საბაზისო ცოდნა. ამისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია საქმეში ხელისუფლება და კერძო ბიზნესი ჩაერთოს და სპეციალიზებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტებისა თუ ფაკულტეტების შექმნას შეუწყოს ხელი.
კარგი მაგალითი გვაქვს ლატვიის სახით, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც IT მიმართულებით სწავლობენ, საკმაოდ სოლიდური სტიპენდია აქვთ კერძო სექტორისგან. DPA რამდენიმე წარჩინებულ სტუდენტს ყოველწლიურად აფინანსებს. სტუდენტები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადიან პრაქტიკას შესაბამის კომპანიებში, მათ უკვე გააჩნიათ საბაზისო ცოდნა და სჭირდებათ გამოცდილება. ვფიქრობ, ანალოგიური მიდგომა საქართველოშიც გაამართლებს.
რამდენად გამართლდა თქვენი პროგნოოზები ქართულ IT ბაზარზე შემოსვლის შემდეგ?
- ქართული IT ბაზრის მიმზიდველობა ჩვენთვის ცნობილი იყო და საკმარისი ინფორმაციაც გვქონდა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა თუ პოტენციურ კონკურენტებზე. აქ საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რაც რეალურად საინტერესოს ხდის DPA-ს მუშაობას. გარდა ამისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ქართული ბაზარი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ განვითრებულია. IT მიმართულება საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზეა და შესაბამისად, ჩვენი კმაყოფილი ვართ DPA–ს საქართველოში მოღვაწეობით.