"მთელი კვირის" მასალის მიხედვით
"საქართველოს ტურისტულ ქალაქებში საზოგადოებრივი ტუალეტების ჩადგმა უკვე დაიწყო. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ერთი ტუალეტი ქუთაისში, რომელსაც უახლოეს მომავალში კიდევ 3 შეემატება. "რაც შეეხება დანარჩენ 46 საპირფარეშოს, ასეთი ობიექტები რამდენიმე თვეში კიდევ 50 მინიციპალიტეტში, ანუ ტურისტულ დასახლებებში აშენდება, განაცხადეს "მთელ კვირასთან" საუბარში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით რა ჯდება საზოგადოებრივი ტუალეტი.
"საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მთავრობამ გასულ წელს დაავალა. ამ ინიციატივის გაჟღერებისას გაირკვა, რომ ქვეყანაში სულ 50 ტუალეტი აშენდება, რაშიც ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ანუ გამოდის, რომ ერთი ასეთი ტუალეტის მშენებლობისთვის ქვეყანა 40 000 ლარს გაიღებს. მაშინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა აცხადებდა, რომ ტუალეტები საქართველოს ყველა საკურორტო ქალაქში აშენდება და არსებულ ინფრასტრუქტურაზე მაქსიმალურად იქნება მორგებული - "ტუალეტები კეთილმოწყობილი და რაც მთავარია, უნარშეზღუდულ ადამიანებზე ადაპტირებული იქნება - ისინი სპეციალური შესასვლელების საშუალებით შეძლებენ საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობას"- განაცხადა კვაშილავამ, რომლის განმარტებითაც ტუალეტით სარგებლობა სავარაუდოდ, ფასიანი იქნება, თუმცა გადასახადი მინუმამდე შემცირდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ასეთი დაწესებულებების აშენება, მაშინვე უნდა დაწყებულიყო, როგორც კი მთავრობამ ტურიზმის განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა. თუმცა არც დღესაა გვიან. მთავარია, რომ გაკეთდეს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია თანხა, რომელიც მათი მშენებლობისთვისაა გამოყოფილი - 40 000 ლარი ძალიან ძვირია. თუმცა დაველოდოთ და ვნახოთ, რა და როგორი იქნება. რას შეეხება ტურისტების რაოდენობას, ხელისუფლება ამბობს, რომ გასულ წელს ქვეყანაში 3 მილიონი ტურისტი შემოვიდაო, რაც ჩემი აზრით, რეალური არ არის. თუ ამდენი ტურისტი შემოვიდა, რატომ არ აისახა მათი დანახარჯები ბიუჯეტში? ამდენ ტურისტს 3-დან-4 მილიარდამდე უნდა შემოეტანა, მაგრამ ეს ფული არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ეს ციფრი გადაჭარბებულად მიმაჩნია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე.
919
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85