"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"კონტროლის პალატა გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი და სამწუხაროდ, ეს უწყება შეუერთდა პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს რიგს, რომელიც უკვე დიდი ხანია პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული ნაციონალური მოძრაობის ხელში. ყველა ბრალდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ან "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის მიმართული, მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას, დასაბუთებასა და სინამდვილეს. რომელიმე სამხილი თუ მოგისმენიათ ხელისუფლების მხრიდან, გარდა ლანძღვისა, პროპაგანდისა და ჭორაობისა? ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული პოლიტიკა დაიმსგავსა და საკუთარი მორალითა და ფასეულობებით გააჯერა. მათ სურთ, რომ ქართველი ხალხის გემოვნება ამ უწესობის მისაღებად მომართონ, რაც მათ დაამკვიდრეს, მაგრამ ისინი ორგანულად უცხონი დარჩნენ უმრავლესობისთვის", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეკა ბესელია: "ივანიშვილის გარემოცვა ხელისუფლების აგენტებით გაივსო!" / "საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ".
"გია ბურჯანაძეს დიდი პატივს ვცემ. განცდა, რომ ვისაც გული ერჩის, ის უნდა იყოს თანამონაწილე ამ პოლიტიკური ბრძოლისა, სრულიად ბუნებრივია და მართლაც ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სამშობლოს რიგით ჯარისკაცად საკუთარი წვლილით იყოს ჩართული ამ პროცესში. ამას არც არავინ არავის უკრძალავს და არ ვფიქრობ, ამითვის ვინმეს ნებართვა იყოს საჭირ - ჩვენ, ვინც ეს წლები დაუღლელად და შეუსვენებლად იბრძვის არსებული რეჟიმის შესაცვლელად, ნებართვა ვინმესგან არ გვჭირდება. ამიტომ ყველას ადგილია ამ დიდი სივრცეში და ეს სივრცე მხოლოდ მთაწმინდის ბიზნეს-ცენტრი არ არის. ბიძინა ივანიშვილისთვის, ვისაც სამშობლოსთვის გული უცემს, ღირებულია, ეს მისგან არაერთხელ მომისმენია. ალბათ დროა საჭირო, რომ დიდი ერთობა შეიქმნას, რომელსაც სამშობლოს იდეა და სამართლიანობა გააერთიანებს. ესაა ქართული ოცნებაც. მაგრამ ერთობა უნდა იყოს მყარი და საიმედო. მე ბევრი რამე ვნახე ამ 4 წლის განმავლობაში, ბევრ რამეს ვატარებ ჩემში როგორც საიდუმლოს, რომელიც გამოცდილებაცაა და ვხედავ, რომ გადამწყვეტ ეტაპზე ძალზე მცირედნი ახერხებენ, იყვნენ პრინციპულნი, მართალნი და უღალატონი. ქართული სენია, ყველაფერი გვინდა სწრაფად და სხვისი ხელით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას ეკა ბესელია.
"საარჩევნო კოდექსი მართლაც გაუარესდა და საკანონმდებლო ორგანო მთლიანად ნაციონალური მოძრაობის იარაღად იქცა. უსამართლო კოდექსია და ხელისუფლების ხელში კიდევ უფრო სახიფათოდ გადაიქცევა არჩევნების პროცესში, მაგრამ ერთი მხრივ უნდა ვიბრძოლოთ საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად, მეორე მხრივ, უნდა მოვიგოთ ეს საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა. 2008 წლის იანვარში ეს შევძელით თბილისში და ხელისუფლების გაყალბებამაც კი ვერ დაამარცხა ქართველი ხალხი. ასე უნდა მოხდეს წელსაც. ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხელისუფლება ივანიშვილს წესების გარეშე ებრძვის, ებრძვის ყველა დაუშვებელი ხერხით - ამითაც უნდა მივხვდეთ, რომ ხელისუფლება სუსტია - ძლიერები ასე არ იქცევიან. ამიტომ ჩვენი მთავარი ძალა სიმართლე, იმ მახვილად უნდა ვაქციოთ, რომელიც ბოროტებას ყოველთვის ერევა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"კონტროლის პალატაზე გითხარით, რომ სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, აკონტროლოს, სად მიდის ჩვენი ფული, მოსახლეობის ფული, როგორ იხარჯება, როგორ ხარჯავს მას გზების დეპარტამენტი და რამდენი ასეული ლარი მოიპარა უკვე, როგორ იხარჯება ჯარში, პოლიციაში. პროკურატურაში, ჯანდაცვაში, დევნილტა სამინისტროში, ნაციონალურ მოძრაობაში, ამის ნაცვლად კონტროლის პალატა ამჟამად მხოლოდ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენთვის შეიქმნა სპეციალური საპროკურორო დეპარტამენტი და უკვე დაიწყო თავდასხმა ამ უწყებამ. ეს ისევე მარცხით დასრულდება, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო, რომელსაც მოვუგეთ ეკატერინა ხვედელიძის საქმეში, ისეთივე მარცხით, როგორც "ქართუ ბანკის" ფულის დაბრუნების შემთხევევაში და საერთოდ, წინ გაიხედეთ ბატონებო, ვერ ხედავთ, რომ სხვა მოცემულობაა დღეს და გუშინდელი დღეს აღარ გაგივათ", - დასძენს ეკა ბესელია და შეკითხვას - "კონსერვატორების შეფასებებში გამოიკვეთა, თუ ყველა ზედმიწევნით შევასრულებთ იმ გეგმებს, რომლებიც ივანიშვილის ფლანგის მიერ არის გაწერილი, არჩევნებს მოვიგებთო - ფაქტია ხელისუფლებას ივანიშვილი გუნდში ჰყავს მსტოვრები, ამ მსტოვრების პირობებში გაძნელდება წინასაწარ გაწერილი გეგმებით მუშაობა?" - პასუხობს:
"საპარლამენტო არჩევნები უნდა მოვიგოთ. ეს არის ზეამოცანა. მსტოვრები და აგენტები იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა შუბლის ძარღვი გაიწყვიტეს და პოლიციასთან ისეთი ხალხი თანამშრომლობს, რომ ვერც წარმოიდგენ. აგენტები იქნებიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გონიერები, რომ მივხვდეთ, ვინ არის ერთგული და ღირსეული".
927
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85