"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"კონტროლის პალატა "ქართულ ოცნებას" "თვალთმაქცურ გარიგებებებში" ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ 1 მილიონ ასი ათასი ლარი შპს "ელიტა ბურჯს" გადაურიცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში "ქართული ოცნება" 11 მილიონი ლარით დაჯარიმდება. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას თავად ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და ექსპერტებიც უკანონოდ მიიჩნევენ, თუმცა თანხის დაბრუნებას მაინც აპირებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ისევ "ქართული ოცნება" და კონტროლის პალატა.
"ქართული ოცნების" მიერ "თვალთმაქცური გარიგებების" შესახებ განცხადება კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა. "ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს მოძრაობა "ქართულმა ოცნებამ" 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომსახურების შესყიდვის მიზნით საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა შპს "ელიტა ბურჯს". 2012 წლის 17 იანვარს, შპს "ელიტა ბურჯმა" მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან 100 000 უკან გადაურიცხა მოძრაობა "ქაღულ ოცნებას". აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში, შპს "ელიტა ბურჯმა" 2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული ახალი ხელშეკრულების საფუძველზე მოძრაობა "ქათულ ოცნებას" კიდევ ერთი მილიონი დაუბრუნა ანგარიშზე. ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს, ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შე,სყიდველიც და შემსრულებელიც", - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეთანხმებას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით კი, ბათილია ყველა გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს კანონით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში. კონტროლოს პალატა კი "ქართულ ოცნებას" ამ ფულის "ელიტა ბურჯისთვის" უკან დაბრუნებას სთავაზობს - კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად გაძლევთ წინადადებას, მოძრაობა "ქართული ოცნების" ანგარიშზე შპს "ელიტა ბურჯის" მიერ ჩარიცხული თანხა 1 100 000 ლარი გადარიცხოთ უკან შპს "ელიტა ბურჯის" ანგარიშზე", - ნათქვამია განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი კი აცხადებს, რომ "კონტროლის პალატა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა და ცდილობს გააკონტროლოს კერძო სამართლის სუბიექტების სახსრები და სხვა ტიპის საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ მის ამ შეფასებას იურისტები სრულად იზიარებენ", - დასძენს გამოცემა.
"უკან გადარიცხვის მიზეზი რა იყო "შპს "ელიტა ბურჯისგან?" შეიძლება ის, რომ არ გამოიყენა თანხა მთლიანად. ყოველ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს თვალთმაქცურ გარიგებას. არ მინახავს ეს გარიგება, ამდენად ვერ გეტყვით, რას ეფუძნება კონტროლის პალატის მოთხოვნა. ზოგადად, მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგება ისეთი გარიგებაა, რომელიც აგებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად . უფრო სწორად, მხარეებს რაღაც სხვა გარიგების დაფარვა სურთ. ასეთ ტერმინს იცნობს სამოქალაქო კოდექსი და ის არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. თვალთმაქცური არის თუ არა გარიგება, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა კონტროლის პალატის შესაფასებელი, რადგან გარიგება თუ თვალთმაქცურია, სასამათლომ უნდა დაადგინოს და სასამართლოში უნდა იდავონ. კონტროლოს პალატა არ არის ის ორგანო, ვისაც შეუძლია, შეაფასოს გარიგება იყო თუ არა თვალთმაქცური. ის, რომ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ორი ორგანიზაცია, ეს არაფერს ნიშნავს. ერთი სხვა იურიდიული პირია და მეორე - სხვა. გადარიცხვას ერთი იურიდიული პირიდან მეორის მიმართ კანონი არ კრძალავს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ხელმძღვანელი მანანა კობახიძე.
"კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ მოძრაობამ ნებაყოფლობით თქვას უარი მის საკუთრებაში არსვბულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტანხის კონფისკაციიტ და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით იმუქრება. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და არაგონივრულად მკაცრი ფინანსური სანქციები, იძულებული ვართ ამ ეტაპზე კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა შევასრულოთ. თუმცა უახლოეს დღეებში მივმართავთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რაღა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.
"პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ნამდვილად არსებობს ასეთი ჩანაწერი, რომ ბათილია გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს ამ თავით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას და წერია, რომ ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული ქონება მოექცევა სახელმწიფო საკუთრებაში. მაგრამ არის მეორე მომენტი: ვინ იღებს გადაწყვეტილებას გარიგების ბათილობის თაობაზე, რომელი ორგანოა კომპეტენტური მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, ესა თუ ის გარიგება მიიჩნიოს ბათილად და თუ არა, რის საფუძველზე. თუ ნახავთ კონტროლის პალატის უფლებამოსილებას, რომელიც უშუალოდ ეხება პარტიათა დაფინანსებას და ეს არის 34-ე პრიმა მუხლი, არც ერთ ჩამონათვალში, არც ერთ პუნქტში არ წერია, რომ კონტროლის პალატა იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული გარიგება ბათილად მიიჩნიოს", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტალიაური გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით იურისტთა შეფასებით კონტროლის პალატა საკუთარ უფლებამოსილებას ისევ აჭარბებს.
"რეალურ ცხოვრებაშიც და სამართლებრივადაც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა კონტროლის პალატა, თანაც არა ასე მარტივად, საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე - როცა წარმოებს დავა, მას ჰყავს მოსარჩელე, მოპასუხე, არსებობს სათანადო მტკიცებულებები, არგუმენტები იმისთვის, რომ დადგინდეს კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულება და სასამართლომ ესა თუ ის გარიგება შეაფასოს - ექვემდებარება თუ არა ბათილობას, რამდენად თვალთმაქცურია, მოჩვენებითია და ა.შ. ანუ ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე კონტროლის პალატა არ არის უფლებამოსილი ერთპიროვნულად შედეგებზე ისაუბროს, რომ "ცალსახად მე ვხედავ გარიგებას და ეს გარიგება თავისი არსით ბათილია" - ამას სჭირდება სასამართლო განხილვა, მტკიცებულებები, ამას სჭირდება დავა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება", - დასძენს საია-ს იურისტი.
863
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85