"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ჰუმან რაითს უოჩის" ანგარიში მე თავიდან ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ რაც ვიცი ეს ის საკითხებია, რომელიც საქართველოს მიმართ ხშირად გამოითქმის. გასაგებია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზოგადად და ზრდილობიანად მოიხსენიეს ეს ანგარიში, რომელიც ყურადღების ღირსია და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ კონკრეტიკას თავი აარიდეს. გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ასეთ კრიტიკულ ანგარიშს წერს, მაგრამ არ ვთვლი, რომ რადგან ის წერს, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოვაქციოთ ამ საკითხებს. არსებობს პრობლემები და თითოეულ მათგანზე დისკუსია ისედაც იყო საზოგადოებაში, ანუ ანგარიშში რაც წერია, ჩვენთვის ახალი არაფერია, ყველაფერი აქამდეც ცნობილი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ეს საკითხები ამ ანგარიშის გარეშეც უნდა გამოსწორდეს. ის ამას ყოველთვის წერდა, 20 წელია წერს. გასაგებია, რომ წერს და ეს ვიცით, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით ამაზე ბევრი მსჯელობს, მაგრამ ამასაც შეჩვეული ვართ. მთავარია, ამას ჩვენ თავად როგორ შევაფასებთ, ქართული საზოგადოება", - აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ობამა-საკაშვილის შეხვედრაზე მთავარი თემა დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება" / გია ნოდია: "იმედის" და "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში სახელების და გვარების გამოქვეყნებამდეც ვიცოდით, რომ ის სახელისუფლებო პოლიტიკას ატარებდა".
"ბოლო წლებში ერთსა და იმავე პრობლემებზე რომ წერს, ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება არ უმჯობესდება. გასაგებია, რომ არის გარკვეული პრობლემები, გარკვეული პრობლემური სფეროები, მაგრამ თითოეულ მათგანში რაღაც კუთხით შეიძლება ვითარება გაუმჯობესდა და რაღაც კუთხით გაუარესდა კიდეც... საჩხერეში, სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. კი გავიგე რაღაც, მაგრამ დეტალებს არ ვიცნობ. თავისთავად ბრალდება რაც არის, თუ მართლა ასეა და მართლა გაუსწორდნენ ადამიანებს იმის გამო, რომ ისინი არიან ივანიშვილის მომხრეები, ეს სრულიად აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ამის გამართლება არ შეიძლება, ეს ცხადია, და ბევრ შეფასებას არ საჭიროებს. ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და დამნაშავეები დასაჯოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ნოდია.
"შეხვედრის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ გადაწყვიტა შეხვედრა ობამამ, ამაზე სხვადასხვა ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ. ერთი არის ამერიკაში არსებული შიდა ვითარება, ობამას აკრიტიკებენ რესპუბლიკელები და კონგრესი იმისთვის, რომ ის არასაკმარისად უჭერს მხარს საქართველოს და როგორც ჩანს, ახლა გადაწყვიტა ობამამ, რომ გარკვეული დემონსტრაციაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მხარს უჭერს. ეს ყველაზე სავარაუდო მიზეზია, რატომაც ხვდება ის საკაშვილს, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ ირანის გარშემო გამძაფრებულ სიტუაციაზეც იყოს საუბარი და დამატებითი მიზეზი იყოს ამ შეხვედრისთვის, მაგრამ რაკი შეხვედრა დაინიშნა, ცხადია, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც იქნება საუბარი. შეხვედრის ძირითადი თემა აგრეთვე იქნება ის, რომ საქართველოში დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩატარდეს", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ამერიკა თვლის, რომ საქართველო პერსპექტიული ქვეყანაა დემოკრატიის თვალსაზრისით, თუმცა, ასევე თვლის, რომ გარკვეული პრობლემები აქვს და ამაზე იქნება საუბარი აუცილებლად. ამერიკის გავლენას შეიძლება რეალური შედეგი ჰქონდეს კიდეც ჩვენთვის", - თვლის გია ნოდია და შეკითხვას - "ივანიშვილის ფაქტორზე რამდენად იქნება, როგორ ფიქრობთ საუბარი. რამდენად გამოყოფს კონკრეტულად ამისთვის ობამა დროს. მით უმეტეს, რომ ივანიშვილის გარემოცვა, იგივე ირაკლი ალასანია მუდმოვად ამბობს, რომ ივანიშვილის მიმართ დაწყებული რეპრესიების შესახებ ის ამერიკის ხელისუფლებას მუდმივად აწვდის ინფორმაციას", - პასუხობს:
"დაწვრილებით საკითხებსა და ცალკეულ შემთვვევებზე, ბუნებრივის, არ ისაუბრებენ და ეს მეეჭვება, მაგრამ ზოფადად ამ თემაზე იქნება საუბარი, რომ კიდევ ერთხელ იტყვიან და შეახსენებენ სააკაშვილს, რასაც ელჩი ბასი ამბობს ხშირად, რომ მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, რომ ამ არჩევნების მიხედვით გაიზომება საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი და ა.შ. დაწვრილებით, საჩხერეში რა მოხდა და რომელიმე რეგიონში, ბუნებრივია, ამაზე არ ისაუბრებენ."
"... აქ ორი სხვადასხვა საკითხია: არველაძემ საიდან იშოვა ფული, რაც ხელისუფლებიდან წამოვიდა და არ არხების უკან ვინ დგას. არველაძის ფულის შოვნის საკითხი ტავისტავად კანონიერი ინტერესისი საგანია ხელისუფლების მხრიდან და საინტერესო საზოგადოებისთვის. რაც შეეხება იმას, როცა გავიგეთ არხის მფლობელების კონკრეტული გვარები, პირადად მე ამით ახალი არაფერი გამიგია. ზოგიერთი გვარი საერთოდ არაფერს მეუბნება, არველაძის შემთხვევის გარდა. შეიძლება ეს პოზიტიური ფაქტია, რომ ვიცით ეს გვარები, მაგრამ პრინციპულად ახალს არაფერს არ ვგებულობთ იმიტომ, რომ "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მედიაზე, შთაბეჭდილება მექმნება სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, რას აშუქებენ ისინი და როგორ. ამ ორი არხის სარედაქციო პოლიტიკა ცალსახად პროსამთავრობოა. ვინ ფლობს, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მთავრობის პოზიციას იცავენ. საინტერესო იყო ის, რომ გიორგი არველაძე აღმოჩნდა მფლობელი, მაგრამ პრინციპულად ახალ ინფორმაციას ეს არ იძლეოდა ამ ტელევიზიის შესახებ. "იმედის" და "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში სახელების და გვარების გამოქვეყნებამდეც ვიცოდით, რომ ის სახელისუფლებო პოლიტიკას ატარებდა", - დასძენს გია ნოდია.
736
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85