"ალიას" მასალების მიხედვით
"ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ალასანიას დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდება მედიის ფურცლებზე. ალასანიას თანაპარტიელებმა ნინო ბურჯანაძის მიმართ კვლავ გააგრძელეს ქვების სროლა. კერძოდ, ცაგარეიშვილმა დაგმო და კიდევ ერთხელ შეახსენა ის ფაქტი, როდესაც მან ერთ ლარად სახელმწიფო ქონება იყიდა ხელისუფლებისგან. ბურჯანაძეს ღიად ესხმიან თავს "რესპუბლიკელები" - შეგახსენებთ პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებს: "ჩვენ ნინო ბურჯანაძესთან არ გვსურს ურთიერთობა, რადგან მას რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვს, კერძოდ, აგვისტოს ომის შემდეგ ის რუსეთის ხელისუფლებას ხვდებოდაო"... "ალიას" ესაუბრება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს " გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბია", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას სთავაზობს ნინო ბურჯანაძის პარტია ბიძინა ივანიშვილს?
"პაატა ზაქარეიშვილი არის პოლიტკოსი, რომელიც ცნობილია როგორც პრაგმატიკოსი, რეალისტი პოლიტიკოსი, რომელიც დგამს გაბედულ ნაბიჯებს. მეტიც, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც სახოგადოებისთვის მიუღებელია. აგვისტოს ომის დროს ზაქარეიშვილი იყო ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლების ნების მიუხედავად, შევიდა მოლაპარაკებაში რუსეთის ხელისუფლებასთან - მოგეხსენებათ, კოკოითი რუსეთის ხელისულებასთან შეუთანხმებლად არავის ელაპარაკება, სწორედ პაატა ზაქარეიშვილი შეხვდა კოკითის. რომელი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო ის? მან ეს ნაბიჯი თავის თავზე აიღო, თუმცა მაშინ ეს ნაბიჯი მოვუწონეთ, ვაქეთ იმიტომ, რომ მან რეალური შედეგი დააყენა. ქალბატონი ნინო არის პიროვნება, რომელსაც აქვს პოტენციალი ყველასთან ილაპარაკოს საერთაშორისო არენაზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული რუსეთით დამთავრებული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ყოლბაია და შეკითხვას - " ხელისუფლებამ ისეთი საარჩევნო გარემო შექმნა, წესით ახლა ოპოზიცია უნდა ინგრეოდეს, გამოდიოდეს და რადიკალურ პროტესტს აფიქსირებდეს. ამის ნაცვლად ივანიშვილის ბანაკში დუმილია, ხოლო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის იბრძოლებს საარჩევნო გარემოს შესაცვლელად..." - პასუხობს:
"დღეს მივიღეთ 90 პროცენტით გაუარესებული საარჩევნო გარემო. ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადებას, რომ ისინი შეგუებული არიან არსებულ საარჩევნო გარემოს და ისინი მზად არიან, მეორე ადგილზე გავიდნენ არჩევნებზე და მოლაპარაკება აწარმოოს ხელისუფლებასთან. ეს განცხადება ალასანიამ შემდგომში თქვენთანაც უარყო, როდესაც მან "ქრონიკაში" ისაუბრა, მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ "რესპუბლიკელების" სხვა განცხადებას, რომელიც თითქმის იგივე შინაარსისაა - კერძოდ, ზურაბიშვილი აცხადებს, ჩვენ მოვალთ პარლამენტში, გადავიბირებთ "ნაციონალურ მოძრაობას", გაერთიანებული ძალებით შევცვლით გარემოს, შევცვლით კოსტიტუციას, რათა, აი, ამ შეცვლილ საარჩევნო გარემოში ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნებიო. კითხვა მაქვს - თუ ასეთი რწმენით იყვნენ და სჯეროდათ, რომ "ნაციონალებს" გადმოიბირებდნენ, რატომ გამორბოდნენ პარლამენტიდან, რატომ განუდგნენ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", ხომ იყვნენ ერთად? ვერ გავიდე, იგივე მდინარეში შევყავართ ამათ და მოსახლეობას იგივე კომბალი უნდა მოხვდეს თავში? მიპასუხონ "რესპუბლიკელებმა", რამდენად სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, ნუ დავაბნევთ ხალხს..."
"ეს ხალხი წაგებულ ბრძოლაში მიგვიყვანს. თუ ჩვენ გვინდა ეს რეჟიმი შევცვალოთ ჩვენი პარტია ყოველდღიურად იბრძვის ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, მალე ყველა პოლიტიკური პარტია მივა იმ აზრამდე, რომ საჭიროა ერთმანეთთან ვაწარმოოთ სერიოზული კონსულტაცია და ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ხელისუფლებას, რათა დავათმობინოთ საარჩევნო გარემო. მე ვთვლი, რომ ბატონი ბიძინა ის პიროვნებაა, რომელიც ამ გაერთიანებას თავს მოაბამს, ყველა დაუდგება მას მხარში, თუკი მისი მხრიდან იქნება ერთიანი ეროვნული ფრონტის მონდომება და სურვილი. აქვე მინდა გითხრათ საინტერესო ინფორმაცია: არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ უბიძგოს ოპოზიციას, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შექმნას, მაგრამ ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ და მიგვაჩნია, რომ რეალურად მებრძოლო ოპოზიცია ერთად უნდა დავდგეთ და ერთიანი ეროვნული ფრონტით უნდა დავდგეთ ამ ბრძოლაში", - დასძენს ვახტანგ ყოლბაია.
797
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85