პირველი DTH ტელეპლატფორმა ”მაგთისატი” ”ასტრას” მეშვეობით მაუწყებლობას იწყებს

პირველი DTH ტელეპლატფორმა ”მაგთისატი” ”ასტრას” მეშვეობით მაუწყებლობას იწყებს


SES-ი, ლუქსემბურგში მდებარე მთავარი ევროპული DTH თანამგზავრული ოპერატორი, და ”მაგთიკომი”, მობილური კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების ქართული კომპანია ”მაგთისატის”, პირველი ქართული DTH (direct-to-home – ითარგმნება ”პირდაპირ შინ”) თანამგზავრული პლატფორმის ამოქმედების შესახებ განცხადებას აკეთებენ. ოპერატორი ეთერში გადის ”ასტრას” მეშვეობით. ეს ფასიანი ტელემოსმსახურება ხელმისაწვდომი ხდება 2012 წლის 23 იანვრიდან. SES-ი ფლობს და მართავს თანამგზავრს ”ასტრა”.

”მაგთისატი” მაყურებელს შესთავაზებს 75 არხს, რომლებიც მაუწყებლობენ, როგორც ყველაზე გავრცელებულ SD ფორმატში, ანუ სტანდარტული გარჩევადობის ფორმატში, ასევე მაღალი გარჩევადობის, ანუ HD ფორმატში. საწყის ეტაპზე ”მაგთისატი” მაყურებელს შესთავაზებს სამ პაკეტს, ესენია: სასტარტო, ძირითადი და HD. ”მაგთისატის” პაკეტები მაუწყებლობის პირველივე დღიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

”მაგთიკომსა” და SES-ის გრძელვადიანი შეთანხმების თანახმად, ”ასტრას” რამდენიმე ტრანსპორდერი, აღმოსავლეთის ორბიტული პოზიციის 31.5 გრადსუზე, გამოყენებული იქნება პირველი ქართული DTH სატელევზიო პლატფორმისათვის. აღმოსავლეთის ორბიტული პოზიცია 31.5 გრადუსზე განვითარების ბრწყინვალე შესაძლებლობებს სთავაზობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მაუწყებლებს. მას შეუძლია დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა რეგიონში SD და HD მომსახურებაზე. ოპერატორი იმაუწყებლებს DVB-S2 სტანდარტში და MPEG-4 კოდირებით.

დევიდ ლიმ, ”მაგთიკომის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: ”მაგთისატის” ამოქმედებით ”მაგთიკომი” საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას დააჩქარებს. DTH პლატფორმის ამუშავება მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართველი მომხმარებლის ციფრული ტელემაუწყებლობით უზრუნველყოფის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ამ პროექტის გაშვება მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვისაც, რადგან ის სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას შესაძლებლობას უჩენს ისარგებლოს თანამგზავრული მაუწყებლობის ფართო და ძალიან მიმზიდველი მომსახურებით.”
foreignpress.ge