სსკ-ში ახალი მუხლი ქვეყნის უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც ჩაიდება

სსკ-ში ახალი მუხლი ქვეყნის უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც ჩაიდება

ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და მატერიალური მხარდაჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება.

"სისხლის სამართლის კოდექსში" ამ მიმართულებითაც ახალი მუხლი იდება, რომელიც შსს-ს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთით 8-დან 14-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან არაერთგზის – პასუხისმგებლობას 17-დან 20 წლამდე ვადიანი პატიმრობით.