უკრაინის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე სანქციების მიღების აუცილებლობის შესახებ, როგორებიც მიღებული აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს, შვეიცარიას, აშშ-ს და "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს რუსეთთან დაკავშირებით. ასევე, აყენებს წინადადებას, ამ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინული მედია საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილებების კომპლექსი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შესახებ, კონტრტერორისტული ზომების გაძლიერებაზე, ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების შექმნა და სხვა საკითხები.