ეთერ ქადეიშვილი, "გურია ნიუსი"
რამდენჯერმე წავიკითხე თქვენეული შეხედულება საქართველოზე და თქვენს პრეზიდენტ ქმარზე: "...ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი... პასუხისმგებლობის გრძნობა აქ ნაკლებია... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს... თუ ვინიცობაა, მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემისტული თვისებები, მაშინ, მას ამის შესახებ მიუთითებენ..."
ასეთი ინტერვიუ დანიური ჟურნალისთვის მიგიციათ და, ცხადია, ქართველთა უმრავლესობა მას ვერ წაიკითხავდა. ვინც წაიკითხა... წავიკითხე და ტკივილი მომეძალა, რატომ? ამას ქვემოთ ავხსნი.
ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელიო! – ბრძანა ქალბატონმა სანდრამ და, ამ ხელში ის მიხეილს ხედავს. ამიტომაც მომაგონდა თამაზ ბუთხუზის სიტყვები: "ბედნიერია ის ერი, რომელსაც გმირი არ სჭირდება".
საქართველოს დღეს გმირი არ სჭირდება, არადა, მიხეილმა თავად შექმნა საკუთარი გმირი და მისი სადიდებელი "ჰიმნიც" შეაქმნევინა. ქვეყნის და სიყვარულის დასაცავად... საჭიროა სულის სიმაღლე! – ბრძანებს დიდი პიროვნება და ცნობილი მწერალი ლევან გოთუა. აქვს მიხეილს სულის სიმაღლე? არა! და ამის დასტურად უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის თხოვნა-შეგონებას გავიხსენებდი პრეზიდენტისადმი, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა დაებრუნებინა.
ყურად არ იღო ერის სულიერი მამის ხმა! შეიძლება პრეზიდენტის სულიერი სიმაღლის დანახვა?!
ძლიერი ხელი მართლაც აქვს მიხეილს – ბრძანა, გაიწვდინა ხელი და... რამდენი ახალგაზრდა ჩახოცეს ქუჩებში; ქუჩაში მოკლეს გურამ შარაძე; ქართული გული უსამართლობამ შეუჩერა დიდ პიროვნებას, ზურაბ ქაფიანიძეს; 15 წლის თამარ ყუფარაძე 5 წლით ჩასვეს ციხეში; ავღანეთში ქართველი ბიჭები იღუპებიან; პრეზიდენტის "მოუთოკავი" ბაგის გამო დავკარგეთ ტერიტორიები; ქუთაისში ააფეთქეს მერაბ ბერძენიშვილის "გამარჯვების მემორიალი". არადა, ერის სულიერ მამას რომ უსმენდეს მიხეილი, მაშინ წმინდა ეფრემ ასურის ეს შეგონება გააზრების საღ საშუალებას მისცემდა: "ღობემორღვეული ბაღი გაითელება და გაჩანაგდება, ამგვარადვე დაღუპავს თავისი სათნოების ნაყოფს ყველა, ვინც არ მოზღუდავს ბაგეთ".
პასუხისმგებლობის გრძნობა აქ ნაკლებიაო, ბრძანეთ!
ვოვა სიხარულიძეს გავიხსენებ: "სოფელი სავლეს გამოგონილი კანონებით ცხოვრობდა!" _ ამბობს მწერალი. საკუთარი კანონები რომ არ გამოეგონებინა მიხეილს, მაშინ შეძლებდა აღმაშენებლის ძეგლის გადაადგილებას? შლოპანც-კვერცხ-ველოსიპედების ძეგლების დადგმას? თავად აიღო ხელში პასუხისმგებლობა, გამოაცხადა ერთი კაცის მბრძანებლობა, შემოიკრიბა მორჩილი ნაციონალები და... ასე რომ არ იყოს, გამოცხადდებოდა კონკურსები, გათვალისწინებული იქნებოდა ხალხის აზრი, მაგრამ...
თქვენ ფიქრობთ, რომ "ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს".
თქვენ ხომ ქალი ხართ, რატომ არჩიეთ სიყვარულს შიში? თანაც შიში ღმრთის უნდა გვქონდეს და არა ჩვეულებრივი მოკვდავის, თუ ფიქრობთ, რომ მიხეილი უკვდავებას ეზიარება? არა, ქალბატონო, ცდებით, თუ ასე ფიქრობთ!
მიხეილისნაირი აღგზნებული რეფორმატორი ხალხისთვის სახიფათოა. რატომ? ამის პასუხს აინშტაინი გვაძლევს: "მოაზროვნე ადამიანების მცირე ჯგუფებად ჩაკეტვა, იზოლაცია ასუსტებს ერის ფილოსოფიურ სულს და ხალხი სულიერ სიღატაკემდე მიჰყავს".
ამ მიზანს არ ემსახურებიან ე.წ. "თავისუფალი ინსტიტუტი" და მისი "კურსდამთავრებულები". ამ მიზნით არ დაასაჩუქრა გაპრეზიდენტებულმა მიხეილმა პირველკლასელები ზურგჩანთებით, რომლებზეც ჯადოქარი ჰარი პოტერი იყო გამოსახული?
თუ რაიმე ექსტრემისტული თვისება გამოავლინა, მაშინ ამის შესახებ მიუთითებენო, ბრძანეთ!
მაინც რას ნიშნავს ექსტრემისტული თვისებები? სიტყვა ექსტრემისტის ახსნაა ბევრის მთქმელი: "უკიდურესი შეხედულებების მქონე, უკიდურესი ზომების მომხრე".
რა, არ გამოუმჟღავნებია ეს თვისებები მიხეილს? თავისუფალი სიტყვა, მშვიდობიანი მომხრეები არ მოწამლეს, არ ცემეს, არ მოკლეს, არ დააპატიმრეს მისი "მოღვაწეობისას? ეგებ მითხრათ, რა დააშავა სოსო ჯაჭვლიანმა ციხეში რომ ჩასვეს (თანაც მის მსგავსად, სხვანიც)?
რამდენი უბედურების ჩამოთვლა შეიძლება: უმუშევრობა, სიღატაკე, მათხოვრობა, ხალხის აბუჩად აგდება. რატომ არ მიგაჩნიათ საკუთარი და ერის ღირსების შელახვად, რასაც ქართველები ჩადიან საზღვარგარეთ _ მკვლელობა, ყაჩაღობა?!
მიუთითებენო! ვინ მიუთითებს? მახსოვს ბაბუამისის სიტყვები: ამ ბოლოს მიხეილი აღარ მისმენსო(?!). მაინც ვინ მიუთითებს – მისი პრეზიდენტობისას გამდიდრებულნი თუ პირადი ტელევიზიები?!
ვისაც ეთქმის და ამბობს, სიცოცხლეს უსწრაფებენ, აშანტაჟებენ...
ვინ შეაჩერებს მიხეილს! მინდორში მოთარეშე ქარის შეჩერება ვის ძალუძს?
"კაცთა შორის მაღალ, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა".
ჩვენს ერს, ღმრთისმშობლის შეწევნით, უფალი ღმრთის წყაროდან მისცემს წყალს.
დიახ, ეს დრო დაგვიდგება! მანამდე კი მინდვრად ქარი იქროლებს!
1022
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85