თინათინ ხიდაშელი: „მივმართავ კონტროლის პალატას გაარკვიოს დედაქალაქის მერიის საბიუჯეტო ხარჯების მოძრაობა“

თინათინ ხიდაშელი: „მივმართავ კონტროლის პალატას გაარკვიოს დედაქალაქის მერიის საბიუჯეტო ხარჯების მოძრაობა“

16 იანვარს, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და დედაქალაქის საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი ნუციბიძის პლატოს, IV მიკრო რაიონის, 35 -ე კორპუსის ბინების მფოლებელებს შეხვდა და კორპორატიული ბინათმშენებლობის პრობლემების საკითხზე მათთან ერთად დედაქალაქის მერიას და კონტროლის პალატას მიმართა.

თინათინ ხიდაშელმა კონკრეტული მოთხოვნით კონტროლის პალატას მიმართა: „მე როგორც საკრებულოს წევრს მომმართა მოსახლეობამ, რომ ვუშუამდგომლო მათ კონტროლის პალატასთან, იმისთვის, რომ  გაირკვეს დედაქალაქის მერიის მხრიდან 2005 წელს მათი პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი კონკრეტული თანხის მოძრაობა. მივმართავ კონტროლის პალატას გაარკვიოს რა მიმართულებით და პრინციპებით იხარჯება აღნიშნულ პრობლემების  მქონე ადამიანებისთვის გამოყოფილი თანხები დედაქალაქის ბიუჯეტიდან. როგორ ხდება რომ კონკრეტული ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა სხვა მიმართულებით იხარჯება და არ ხმარდება კონკრეტულ პრობლემას.“

„კონკრეტული თანხები, რომელიც ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი და რომელზეც აღნიშნული კორპუსის მოსახლეები საუბრობებ გამოიყო 2005 წელს, ზურაბ ჭიაბერაშვილის მერობის პერიოდში. გიგი უგულავას მერად დანიშვნის პერიოდში კი გამოყოფილი თანხა უბრალოდ დაიკარგა და ის ადრესატამდე არ მისულა.

სამწუხაროდ მსგავსი პრობლემა მხოლოდ ამ კორპუსის ბინების მესაკუთრეებს არ ეხებათ. დედაქალაქში მსგავსი პრობლემით ათასობით ადამიანია. კოოპერატიულ მშენბლობებთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული. რესპუბლიკელები წელიწადნახევარზე მეტია ვიბრძვით მოვიპოვოთ ის სახელმწიფო პროგმარა სადაც წლების, თანხების და ვალდებულებების მიხედვით გაწერილი იქნება როდის და რა ეტაპზე რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება. მიუხედავად დაპირებისა 2012 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში არ მოხდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხთან დაკავშირებული პროგრამის დაფინანსება. ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და დედაქალაქის ბიუჯეტის 53% რომელიც გაუწერელია ამ პროგრამის დაფინასნებას მივაღწევთ. ეს ვალი მოქალაქეების წინაშე სახელმწიფოს აკისრია და მოუწევს დააკმაყოფილოს დაზარალებული მოსახლეობა “ - განაცხადა ხიდაშელმა.

კორპუსის თავმჯდომარემ ირინა სოფრომაძემ გააკეთა განცხადება: „22 წელია დგას აღნიშნული პრობლემა მესაკუთრეების წინაშე. ჩვენი პრობლემა სახელმწიფომ აღიარა შიდა ვალად, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. 2005 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო კონკრეტული თანხა 3 მილიონი ლარი. კონკრეტულად ჩვენი, 35-ე კორპუსისთვის გამოყოფილი იყო 2 მილიონი ლარი, მაგრამ შეიცვალა მერი და გიგი უგულავას მერობის პერიოდში არ დაკმაყოფილდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული ვალდებულება. ჩვენ კორპუსის მაცხოვრებლებს 72 ოჯახს გვაინტერესებს სად წავიდა ეს თანხები, რა მიმართულება მისცეს ამ თანხებს და რატომ დაგვტოვეს ათეულობით ოჯახი უსახლკაროდ“.