თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეაქო თანამშრომლობა თურქეთს და საქართველოს შორის იმ ძალისხმევის გამო, რომელიც მათ გემის ეკიპაჟის გადარჩენის საქმეში გაიღეს, სადაც სამი თურქი და 15 ქართველი იმყოფებოდა, რომლებიც სომალელმა პირატებმა წელიწადნახევრის წინ მძევლებად შეიპყრეს. ერდოღანმა ეს პარასკევს დილით ათათურქის აეროპორტში დაბრუნებული ეკიპაჟის დახვედრის ცერემონიალზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა.
სავაჭრო ხომალდი OLIB G მალტის დროშით, რომლის ეკიპაჟიც 18-15 ქართველისა და 3 თურქისგან შედგებოდა, სომალელმა პირატებმა ინდოეთის ოკეანეში 2010 წლის 8 სექტემბერს შეიპყრეს. მას შემდეგ, თურქეთი და საქართველო ერთობლივი ძალისხმევით ცდილობდნენ მათი მოქალაქეების დახსნას, მაგრამ მოლაპარაკებები პირატებთან მძევლების გათავისუფლებაზე წელიწადნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. ამ საქმეში თურქეთთან სომალის მთავრობაც მჭიდროდ თანამშრომლობდა.
ისინი 8 იანვარს გაათავისუფლეს და ოთხშაბათს მომბასაში, კენიის ზღვისპირა ქალაქში ჩავიდნენ; შემდეგ თურქეთში გაემგზავრნენ.
როგორც სომალის 8 იანვრის ანგარიშის ერთ-ერთ პუნქტშია ნათქვამი, ხომალდი პირატებმა 3 მილიონი დოლარის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკიპაჟის დახვედრის ცერემონიალს დაესწრო და ამის შემდეგ ერდოღანს პირისპირ შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეები 2010 წლის სექტემბრიდან მძევლებად ჰყავდათ.
„ჩვენ გავააქტიურეთ ძალისხმევა მძევლების გასათავისუფლებლად. ჩვენ გულში ჩავიკარით ჩვენი ძმები [ეკიპაჟი]. სააკაშვილმა კერძო თვითმფრინავი გაგზავნა კენიაში. მე მას თქვენს წინაშე მადლობას ვუხდი“, თქვა ერდოღანმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან ამ კრიზისის გადასალახად, რომელმაც საშინელი ტრამვა მიაყენა მძევლების ოჯახებს. პირატობა ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა საერთაშორისო ვაჭრობისა და ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის ინდოეთის ოკეანეში და აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროზე და ისეთმა საერთაშორისო მოთამაშეებმა, როგორებიც არიან შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, გააძლიერეს თავიანთი სამხედრო-საზღვაო წარმომადგენლობა რეგიონში საზღვაო ნავიგაციის დასაცავად.
შარშან თურქეთმა ასევე გაგზავნა ხომალდი პირატობასთან ბრძოლის მიზნით აშშ-სთან და ნატოსთან ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
პრესასთან შეხვედრის დროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვითარდება მთელი რიგ სფეროებში – ენერგეტიკიდან ვაჭრობამდე, ეკონომიკიდან სამხედრო სფერომდე. ენერგეტიკა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროა, სადაც თურქეთს და საქართველოს საერთო პერსპექტივები და სარგებელი აქვთ, რადგან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნისთვის, აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთმა და საქართველომ უკვე მოაწერეს ხელი სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულებას, რომლის მიზანიც ტურიზმის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა, მას შემდეგ რაც თურქეთის ჩრდილოეთ ანატოლიის რეგიონს ახლო კავშირები აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან.
გარდა ამისა, ქვეყნებს შორის კიდევ ერთი, გასამართლებულთა ექსტრადირების შესახებ შეთანხმება მზადდება. იმავდროულად, აღნიშნა რა, რომ ყარსი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2013 წელს დაიწყება, ერდოღანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი პროტოკოლი მზადდება კაშხლის მშენებლობის შესახებ მდინარე მტკვარზე, რომელიც სათავეს იღებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში და შემდეგ საქართველოსკენ მიედინება.
ერდოღანის თქმით, ზამთრის რთული პირობების გამო, ახალი გზა ტრანსპორტირების გაიოლების მიზნით აშენდება საქართველოდან ბორჩხამდე (რაიონი ართვინის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში).
დამატებით, ერდოღანი შეეხო ასევე თურქი მესხების, თურქული ეთნიკური ჯგუფის საკითხს. ისინი საქართველოში ცხოვრობდნენ მანამ, სანამ 1944 წელს იოსებ სტალინმა ცენტრალურ აზიაში არ გადაასახლა და რამდენიმე ქვეყანაში არიან გაფანტულები. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ მალე სააკაშვილი ხელს შეუწყობს ამ ადამიანების საკუთარ მიწაზე დაბრუნებას.
foreignpress.ge
786
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85