„ნაბუქო“: მილსადენი, რომელიც სიკვდილზე უარს ამბობს

„ნაბუქო“: მილსადენი, რომელიც სიკვდილზე უარს ამბობს

რა აქვთ საერთო ევრაზიის ენერგეტიკულ მილსადენებს შეერთებული შტატების სამხედრო პროექტებთან? მას შემდეგ, რაც მათი ინიციატივით ვინმე გამოვა, ისინი სიკვდილზე უარს ამბობენ – საკუთარი ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას და მანამ დაგვყვებიან, სანამ გულში ვინმე მახვილს არ ჩასცემს. ამ ხნის განმავლობაში კი ჭადრაკის დაფაზე ფიგურათა პოზიციები სრულად იცვლება, რაც ყველას წესების ახალ ერთობლიობასთან მორგებას აიძულებს 

როგორც ჩანს „ნაბუქოს“ მშენებლობა სწორედ ეს შემთხვევაა. ამ სატრანსპორტო სისტემის მიზანი, რომელიც 2 100 მილის სიგრძისაა, ენერგეტიკული მომარაგების დივერსიფიკაცია და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაა. 

დღეს ევროპის ნაპირებამდე დიდი ოდენობის ბუნებრივი აირი აღწევს; კონტინენტზე სხვა, უფრო იაფი მილსადენებით გაზის გადაქაჩვა ბაქოდან შეიძლება და თავად რუსეთმა, რომელიც აცნობიერებს მასშტაბურ ცვლილებებს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე, თამაშის ველი დაახლოებით 4 500 მილით აღმოსავლეთისკენ, ჩინეთისკენ გადაამისამართა, თუმცა, „ნაბუქოს“ უდრეკი მხარდამჭერები, მათ შორის შეერთებული შტატები „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გახსნის ტრიუმფალურ დღეებთან და რუსეთზე გამარჯვებასთან დაკავშირებულ მოგონებებს ვერ ელევიან. 

30 სექტემბერს, სტამბულში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარი, გულდასმით იცავდა ყველა იმ აუცილებელ წესს, რაც „ნაბუქოსთან“ დაკავშირებულ დაკრძალვის ცერემონიას და მისთვის რექვიემის შესრულებას შეეფერება. მისი წინადადებით, რომელზეც ღიად არ უსაუბრია, ამ მილსადენს აშენების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი მარტამდე ნაკლებად სავარაუდო მოვლენების ერთობლიობა მოხდება: ერაყში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელიც ქურთისტანთან ენერგეტიკულ სფეროში გამიჯვნაზე შეთანხმებას მიაღწევს და ამის შედეგად ქურთული გაზი ჩრდილოეთისკენ წასვლის შესაძლებლობას მიიღებს. 

ეს პირობების ისეთი კრებულია, რომელიც ძალიან ჰგავს ფურცელს პოლ ვულფოვიცის წიგნიდან მონაცემების შესახებ ომის ფასზე. მორნინგსტარი უკვე ღიად აფრიალებდა მახვილს, ოღონდ მისი ჩარტყმისთვის მზად არ იყო. 

„ნაბუქო – ახალი ევროპული მილსადენისთვის საუკეთესო ვარიანტია – განაცხადა მორნინგსტარმა აუდიტორიისადმი მიმართვის დროს – და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ მოიძებნოს გაზის დამატებით ხელმისაწვდომი წყაროები ერაყში და ასევე სხვა ადგილებში“.


„ნაბუქოს“ სხვა მხარდამჭერებიც ანალოგიურად საუბრობდნენ, რაზეც მოწმობს Bloomberg-ში ანდრა ტიმუს და ერკან ერსოის მიერ გამოქვეყნებული მასალები. როდესაც თქვენ უცხო ქვეყანაში იმყოფებით, ადგილობრივ ენაზე არ საუბრობთ და გსურთ ნებისმიერი არსებული საფრთხის შეფასება, მაშინ შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს იმის შესწავლა, თუ რითაა დაკავებული ადგილობრივი მოსახლეობა. მაგალითისთვის, რუსეთს დააკვირდით: როგორც გაზეთ Wall Street Journal-ში ჯეიკობ გრონჰოლტ-პედერსონი იუწყება, მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩინეთში ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მასშტაბურ შეთანხმებას მიაღწიოს. ფასებთან დაკავშირებული დავა, როგორც სჩანს დასასრულს უახლოვდება, რადგან ჩინეთი როგორც ჩანს, მზადაა სხვაობის ლიკვიდაცია ”გაზპრომისთვის” უზარმაზარი, მრავალმილიარდიანი კრედიტის გაცემის ნაცვლად გაზზე უფრო მაღალი ფასების ხარჯზე მოახდინოს.

ან, მაგალითად, თურქმენები და ეპიზოდი, რომელიც სექტემბერში ნიუ-იორკის სასტუმრო Plaza Hotel-ში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ერთ-ერთი სხდომის დროს მოხდა, რის შესახებაც მე ამ სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მიამბო. 

მორნინგსტარი საპრეზიდენტო ნომერში თურქმენეთის პრეზიდენტთან გურბანგულ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრისთვის მიიწვიეს. ბერდიმუჰამედოვის თანაშემწეები შეხვედრისთვის კარგად მოემზადნენ და მდიდრული ნომერი თურქმენული ხალიჩებით მორთეს. შეხვედრის თემა ტრადიციული იყო და ვაშინგტონმა სურვილი გამოთქვა, რომ ამ შუააზიელ ლიდერს საკუთარ თავზე აეღო იმის ვალდებულება, რომ მისი ბუნებრივი გაზის უაზრმაზარი მარაგების ნაწილს „ნაბუქოს“ მილსადენს მიაწვდიდა. 

თუმცა, ბერდიმუჰამედოვს თავში სხვა იდეებიც ჰქონდა და ის ფაქტობრივად საუბრობდა გაზის მხოლოდ სამხრეთით, ავღანეთისა და პაკისტანისკენ ტრანსპორტირებაზე. მან თქვა, რომ მან და მეზობელი ქვეყნის ლიდერებმა ამ საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და აშშ-ს ამ პროექტის რეალიზაციაში დახმარება სთხოვა. 

პირადად მე, ავღანეთის მარშრუტი (1990-იან წლებში კომპანია Unocal-ის წარუმატებელი მცდელობის აღორძინება) უგუნურებად მიმაჩნია. რაც შეეხება ბერდიმუჰამედოვს, ის ფიქრობს, რომ ეს მარშრუტი „ნაბუქოზე“ ნაკლებ სულელურია.