თომას დე ვაალი, "Eurasianet"
როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, სსრკ-ს დაშლიდან 20 წლის შემდეგ, სამი ამიერკავკასიური კონფლიქტი (აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბახის) ძველებურად დაურეგულირებელია.
ამ ხნის განმავლობაში თაობებთან დაკავშირებული ორი ტენდენცია ამუშავდა: ძველი, საბჭოთა თაობის თანდათანობითი წასვლა, თაობის, რომელიც ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა, რომლისთვისაც ეროვნება მნიშვნელოვანი არ იყო, ხოლო რუსული ურთიერთობის ენა გახლდათ, და ახალი თაობის მოსვლა, რომელიც უფრო მყარად დგას მიწაზე და ნაკლებად აწევს კონფლიქტის ტვირთი, უფრო მიდრეკილია მოვლენების საზოგადოებაში მიღებული ნაციონალისტური ვერსიებისადმი და მეორე მხარესთან საერთო ენა არ აქვს.
თუმცა, ჩემი აზრით ნეგატიურ ტენდენციებს პოზიტიური სჭარბობს. მთიანი ყარაბახის კონფლიქტში მოვლენების აზერბაიჯანული ვერსია ახალი, მდიდარი და საკუთარ თავში დარწმუნებული სახელმწიფოს კონტექსტში ყალიბდება, ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც სომხეთთან კომპრომისისკენ ნაკლებად მიდრეკილია. იმავდროულად, სომხეთი მთიანი ყარაბახის ფაქტობრივ გამოყოფას შემდგარ ფაქტად წარმოადგენს, რომ დარჩენილია მხოლოდ ის, რომ საჭიროა ამ ფაქტის რატიფიცირება კოსოვოს და სამხრეთ სუდანის ისტორიების მსგავსად. და მათ შორის შეხების წერტილები ფაქტობრივად არ არის.
რაც შეეხება საქართველოს, 2008 წლის ომის შემდეგ თბილისი და ორი სეპარატისტული ტერიტორია, როგორც ჩანს, კიდევ უფრო შეუთავსებელ სამყაროებში ცხოვრობს.
მოვლენების ქართულ ვერსიაში დღეს აფხაზებს პროცესის მონაწილეებად ფაქტობრივად აღარ მოიხსენიებენ, ხოლო ტრაგედიაში ბრალი თითქმის სრულად ედება რუსეთს, რომელმაც აფხაზეთის „ოკუპაცია“ მოახდინა. 7 დეკემბერს, საფრანგეთში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ტერმინი „ოკუპაცია“ იმას ნიშნავს, რომ ოკუპაციას ყოველთვის მოჰყვება დეოკუპაცია“. მან უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის შესახებ, სურთ თუ არა აფხაზეთის დღევანდელ მცხოვრებლებს, რომ რუსეთის მხრიდან ეს დეოკუპაცია მოხდეს.
ხოლო, რესპუბლიკის ახალმა დე-ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა, 26 სექტემბერს, თავის საინაუგურაციო გამოსვლაში, ყურადღება გაამახვილა იმ საშინაო ამოცანებეზე, რომელიც მხარის წინაშე დგას და ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია არც კონფლიქტი და არც საქართველო. მას არაფერი უთქვამს ასევე არც ქართულ მოსახლეობაზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობს.
გაუცხოებას საზოგადოებრივი კვლევების შედეგებიც ადასტურებს. კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრის ერთ-ერთ სოცილოგიურ გამოკითხვას სტატისტიკურად შეუძლებელი ნულოვანი შედეგი მოჰყვა: აზერბაიჯანის არცერთმა რესპონდენტმა არ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანელი ქალის ქორწინებას ეთნიკურ სომეხზე ან სომხებთან საქმიან ურთიერთობას.
ამიერკავკასია, რა თქმა უნდა, პატარა რეგიონია, სადაც ადამიანებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აკავშირებთ, და სადაც საბედნიეროდ, სხვა მაგალითებიც ბევრია. ასე ამაგალითად, აფხაზეთის გალის რაიონში ეთნიკური ქართველები და აფხაზები ერთად ვაჭრობენ და ურთიერთობაც აქვთ, რაც ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და კონტაქტებს მოიცავს, მიუხედავად სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრებისა. მრავალი ათასი აზერბაიჯანელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ სომხებთან საქმიანი ურთიერთობები არ წარმოუდგენიათ, ყოველ კვირას სწორედ ამას აკეთებენ საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ქალაქ რუსთავში ნახმარი ავტომობილების საერთოკავკასიურ ბაზარზე ჩადიან. ათი წლის წინ, ბევრი მათგანი სომხებთან საქართველოს ტერიტორიაზე სადახლოს საბითუმო ბაზარზე ვაჭრობდა.
(აღშანიშნავია, რომ კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრის ანალოგიურ შეკითხვას ზოგიერთმა სომეხმა დადებითი პასუხი გასცა: რესპონდენტების 34%-მა განაცხადა, რომ აზერბაიჯანლებთან საქმიან ურთიერთობებს მხარს უჭერს. შესაძლოა ეს იმის გამო ხდება, რომ გამარჯვებული მხარე დამარცხებულისადმი დიდსულოვნებისკენაა მიდრეკილი).
დადებითი მაგალითები ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია კონფლიქტთა ზონების პოლიტიკური კონტექსტის მიღმა. ნოემბერში საქართველოს სამხრეთში სოფელ ხოჯორნისს ვსტუმრობდი, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანლები. ბუნებრივია, მომინდა მათთვის მეკითხა, თუ რა არის მათი ასეთი ჰარმონიული თანაცხოვრების საიდუმლო. პასუხების შინაარსი გულწრფელი იყო, მაგრამ ბანალურობის ზღვარზე: „ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთდამოკიდებულება გვქონდა“ და „დიდი პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება“.
სამწუხაროდ ასეთი კონტაქტები, დიდწილად კერძო ხასიათისაა და არ ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროებს, ხოლო პრაგმატიზმის ენას, რომელზეც ეს ადამიანები საუბრობენ, ვერცერთ მედიასაშულებაში ვერ შეხვდებით.
შეუძლიათ თუ არა საერთაშორისო მოთამაშეებს რაიმეს გაკეთება გაუცხოების ამ მოჯადოებული წრის გადასალახად? კონფლიქტებთან დაკავშირებულ დეკლარაციებში არ არის „მესამე სიუჟეტური ხაზი“, რომელიც რეგიონისთვის სხვა მომავალს გულისხმობს. ეს არც ოფიციალური დიპლომატიის ამოცანებში არ შედის. 6 დეკემებრს, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საგარეო საქმეთა მინისტრების ვილნიუსის სხდომის შედეგებზე მიღებულ განცხადებაში მთიანი ყარაბახის შესახებ, მხოლოდ ის არის აღნიშნული (სასოწარკვეთილი ტონით), რომ „დელეგაციის ხუთი ხელმძღვანელი დაეთანხმა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას და კლიმატის გაუმჯობესებას პროგრესის მიღწევისთვის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართულებით“. მაგრამ, თუკი თანათავმჯდომარეები იმ ელჩების დონეზე, რომლებიც ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლების როლს ასრულებენ, ამაღლებულ რიტორიკას არ უნდა მიმართავდნენ და საუბრობდნენ მშვიდობის მნიშვნელობაზე, ამას უფრო მაღალი რანგის სამთავრობო ჩინოვნიკები უნდა შეეცადონ. შუამავლებს შეუძლიათ ასევე მეტის გაკეთება ისეთი პატარა თემების აღიარებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით, როგორიც სოფელ ხოჯორნის თემებია, რაც ალტერნატიულ მაგალითს წარმოადგენს.
არაოფიციალური ტრანსსასაზღვრო კონტაქტები კონფლიქტის ხაზზე თანდათან მცირდება. თუკი ჩვენ გვსურს კონტაქტების შენარჩუნება რიგით მოქალაქეებში მოსახლეობის ჯგუფებს შორის, რომლებიც სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს, მაშინ მონაწილეებმა პროცესს გარედან მაქსიმალურად აქტიურად უნდა დაუჭირონ მხარი.
foreignpress.ge
1117
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85