კომპიუტერთან მუშობა "მაუსის" გარეშე წარმოუდგენელია. ეს პატარა მოწყობილობა ძალიან ბევრი ადამიანის სამუშაო მაგიდის შეუცვლელი ატრიბუტია, რომელიც თითქმის 50 წელია უმჯობესდება და იხვეწება.
ის ამერიკელმა გამომგონებელმა დუგლას ენგელბარტმა 1964 წელს შექმნა. მასვე ეკუთვნის ელექტროფოსტის იდეა და ნიშანი @, თუმცა ყველაზე პოპულარული მის გამოგონებებს შორის მაინც ”მაუსია”. მისი პირველი ვერსია ხის კორპუსისგან შედგებოდა, რომელსაც შიგნით 2 მეტალის დისკი, გარედან კი ერთადერთი წითელი ღილაკი ჰქონდა.
1970 წელს დუგლას ენგელბარტმა ამ გამოგონებაზე პატენტი მოიპოვა. დოკუმენტში მაუსის ოფიციალური სახელწოდება ასე ჟღერდა: " სისტემის მონიტორის X-Y პოზიციური ინდიკატორი", მოგვიანებით კი უკან კუდივით მიმაგრებული სადენის გამო მას "მაუსი"(თაგვი) შეარქვეს. მაუსის დიზაინი 1984 წელს კომპანია Apple-ს დამფუძნებელმა, სტივ ჯობსმა გააუმჯობესა და ის თავისი კომპიუტერებისთვის გამოიყენა.
თავის დროზე ენგელბარტმა ვერ შეძლო თავისი გენიალური იდეების სარფიანად გაყიდვა. "მაუსისთვის" მას მხოლოდ 10 000 დოლარი გადაუხადეს, რომელიც მაშინვე სახლის ხარჯებზე გაანაწილა. სამაგიეროდ, ჟურნალმა PC Magazine-მა მას გამოგონებისთვის მუდმივი პრემია დაუნიშნა.
1997 წელს "მაუსის მამა" დუგლას ენგელბარტი უპრეცედენტო ფულადი პრემიის, 500 000 დოლარის მფლობელი გახდა, რომელიც მას Lemelson-MIT-ის გამოგონებისთვის გადაეცა. 1998 წელს კი მისი სახელი გამომგონებელთა დიდების ეროვნულ გალერეაში მოხვდა.
"მაუსმა" დროთა განმავლობაში დაამტკიცა, რომ კომპიუტერზე მუშაობისთვის საუკეთესო მანიპულატორია. მან ევოლუციის გრძელი გზა განვლო და თანდათან უამრავი ახალი ფუნქცია შეიძინა. სპეციალისტები კი ერთხმად აღიარებენ, რომ ენგელბარტის გამოგონების გარეშე კომპიუტერის მართვა ადვილი საქმე არ იქნებოდა.
ამჟამად 87 წლის ენგელბარტი ინტერნეტის ჰიპერტექსტული ენის სრულყოფაზე მუშაობს.
1373
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85