ბანანის რესპუბლიკა (video)

ბანანის რესპუბლიკა (video)

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენისთანავე შესთავაზა შალვა რამიშვილს "დარდუბალას" აღდგენა. მოგვიანებით ჟურნალისტისა და ბიზნესმენის შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ "დარდუბალა" ეთერში დაბრუნდებოდა.

საავტორო უფლება "დარდუბალაზე" ჰქონდა ფირმა "ვაშას", სადაც ეს ტელესერიალი მზადდებოდა. ამ ფირმის დირექტორმა  განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ახალი პროექტის დასახელებად "დარდუბალა" დარჩებოდა, ბიძინა ივანიშვილს გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა. ამიტომ გადაწყდა, მომზადებულიყო ახალი პოლიტიკურ-სატირული მულტსერიალი, რომელსაც "ბანანის რესპუბლიკა" ეწოდა.