ამანდა პოლი, “Todays Zaman”
საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლა იყო გაჩაღებული. ეს რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და სერიოზული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აქ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ რჩება, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ნელ-ნელა კლებისკენ მიდის. მოსკოვისთვის ეს რთულად მოსანელებელი აბია.
ხშირად მოსკოვი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მისთვის მიუღებელია ის, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო საკუთარ ბედს აბსოლუტურად დამოუკიდებლად განკარგავდნენ, მათ შორის ეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, კერძოდ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასაც ეხება. კრემლი ამა თუ იმ ფორმით ჯიუტად განაგრძობს სვლას დინების წინააღმდეგ, რათა წამყვანი როლი შეინარჩუნოს. დღევანდელ დღეს ის აქტიურად იყენებს რბილ ძალას, მათ შორის თავისუფალ სავიზო რეჟიმებს, სავაჭრო შეთანხმებებს, ფინანსურ დახმარებას და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს სამივე ამ ქვეყანაში რუსული ენის შენარჩუნებას, ეს პოლიტიკა სულ უფრო და უფრო წარუმატებელია, და არც თუ უმნიშვნელო მიზეზი ამ მხრივ იმ შეზრუდვების არსებობაა, რომელიც რუსეთის უცხოურ მაუწყებლობაზე ვრცელდება, ასევე სხვა ენების, განსაკუთრებით ინგლისურის მიმართ დიდი ინტერესი, თუმცა რუსული დღეს მაინც რეგიონალურ ენად რჩება.
ამ სამი ქვეყნიდან, საქართველოს რუსეთთან ყველაზე ცუდი ურთიერთობა, ხოლო დასავლეთთან ყველაზე ახლო კავშირები აქვს. 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა დიდწილად ხელში ჩაიგდო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მოსკოვს არ გააჩნდა გავლენა მთელ საქართველოზე. ეს კი სერიოზულად ზღუდავს მოსკოვის უნარს მოხიბლოს საქართველოს პოლიტიკური ელიტები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, ისევე როგორც ამით კარი იხურება საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის, თუმცა გარკვეულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში ადგილი აქვს.
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი. სამხრეთ ოსეთი ყოველთვის მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მოსკოვზე, თუმცა აფხაზეთს ავტონომიურობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. იქ რუსეთის ნაწილად ყოფნის სურვილი მცირეა, ამიტომ ამ მხრივ მათ ცოტა რამის გაკეთება თუ შეუძლიათ. გარდა იმისა, რომ მოსკოვს ამ რეგიონებში მასშტაბური სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავს, ის ნებისმიერ იქ მცხოვრებ ადამიანს პასპორტებს ურიგებს; უზარმაზარ ინვესტიციებს დებს რამდენიმე სექტორში, მათ შორის ჯანდაცვაში, ინფრასტრუქტურასა და ტურიზმში; რუსული ენის სწავლების შესაძლებლობებს ზრდის; აქტიურად იძენს უძრავ ქონებას და რუსეთის მოქალაქეები სეპრატისტული რეჟიმების ადმინისტრაციებში მუშაობენ.
მართალია, რუსეთს არ აქვს უშუალო საზღვარი სომხეთთან, თუმცა მოსკოვი ერევნის უახლოეს სამხედრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოკავშირედ რჩება და ამ ორ ქვეყანას აქვსდიდი ხნის კულტურული კავშირები რუსეთში დიდ სომხურ დიასპორასთან. ურთიერთობა აქ რუსეთის სასარგებლოდ ვითარდება. სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა შეიძლება ითქვას, რომ მიჰყიდა სომხეთი რუსეთს, მათ შორის მისი ენერგოსექტორი, რომლის 80%-საც რუსეთი აკონტროლებს. რუსეთმა იყიდა ასევე სომხეთის მთელი ჰიდროელექტროობა და თითქმის ყველა მისი ატომური ენერგეტიკული სადგური ვალების გაუქმების სანაცვლოდ. რუსეთს უზარმაზარი წილები აქვს საავიაციო ინდუსტრიაში, ეროვნულ რკინიგზაში, საბანკო სექტორის დიდ ნაწილში, სამთომომპოვებელ წარმოებაში და სატელეკომუნიკაციო ქსელში. სომხეთშია რუსეთის სამხედრო ბაზა (გიუმრი) და რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ იქვე მდებარე თურქეთ-სომხეთის საზღვარს. მართალია, მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი არ არის რუსეთისადმი ისე ლოიალურად განწყობილი, როგორც მისი წინამორბედი, თუმცა იმის უკან დაბრუნება, რაც კოჩარიანმა გააკეთა, რთულია. მაშასადამე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც სომხეთი ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას, მათ შორის ევროკავშირთან, ბრიტანელი აკადემიკოსის და რუსოფილის ჯეიმს ნიქსის თქმით, რუსეთის გავლენა სომხეთში იმდენად დიდია, რომ სუვერენიტეტის ნაკლებობა სომხეთის ნომერ პირველ წუხილს უნდა წარმოადგენდეს.
აზერბაიჯანში, რეგიონში ყველაზე დიდი რუსული დიასპორაა, დაახლოებით 160 000 ადამიანი ან მოსახლეობის 1.8 %. რუსეთის კულტურის ცენტრი აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ისტორიის, კულტურის, ენის, ტრადიციების და წესჩვეულებების სწავლებას. აქ რუსეთის ორთოდოქსული ეკლესიაც სერიოზულადაა წარმოდგენილი. თუმცა, რუსეთის ახლო კავშირების გამო სომხეთთან (განსაკუთრებით კი მთიანი-ყარაბახის ომში რუსეთის მხარიდან სომხეთის მხარდაჭერას) მოსკოვს აზერბაიჯანთან კავშირების აღდგენაში ხელს უშლის. რუსეთი ვერასდროს ახერხებდა აქ სოლიდური ეკონომიკური პლაცდარმის შექმნას შეზღუდული რუსული ინვესიტიცებით. რუსეთის ალუმინის კომპანია RUSAL-ი არსებობს, და ენერგეტიკულ სექტორში რუსეთი დღეს მხოლოდ ერთ ნავთობსადენს და მეტს ვერაფერს ვერ აკონტროლებს.
რეგიონში გავლენისა და საკუთარი ინტერესების გაძლიერებისთვის რუსეთმა გამოიყენა ასევე მისი, როგორც შუამავლის როლი მთიან-ყარაბახში. იმ დროს როდესაც ბევრის აზრით რუსეთს კონფლიქტის მყიფე სტატუს-ქვოს შენარჩუნება ურჩევნია, რადგან პრობლემის გადაწყვეტას ეწინააღმდეგებოდა, კონფლქიტის განახლებამ შეიძლება ურთიერთობებში რუსეთის პოზიციას ავნოს, და ამის არც თუ უმნიშვნელო მიზეზი სომხეთთან უსაფრთოხებაზე გაფორმებული მისი ხელშეკრულებებია.
რუსეთს მანევრებისთვის დღემდე საკმაოდ დიდი სივრცე აქვს, რადგან, საერთო ჯამში, დასავლეთმა სამხრეთ კავკასიის საკითხზე რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების საფრთხის ქვეშ დაყენებაზე უარი განაცხადა, რაც ხელს უწყობს რუსეთს ძლიერი როლის შენარჩუნებასა და ნატოს გაფართოვების შეჩერებაში – ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის.
თუმცა, მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს ახალი ინიციატივების გამოგონებას, რათა სამხრეთ კავკასია „დახურულ“ მდგომარეობაში შეინარჩუნოს, ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი იდეის, ევრაზიული კავშირის მიმართ ინტერესი მცირეა და ის დიდწილად მკვდრადშობილი იდეაა. იმპერიების და გავლენის სფეროების ერა დასრულდა. დროა მოსკოვმა ეს აღიაროს და სვლა განაგრძოს.
foreignpress.ge
877
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85