"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ეროვნული ბანკი ბიუჯეტის წინასაახალწლო შევსებას შეუდგა. რამდენიმე დღეა ბანკის თანამშრომლები ამოწმებენ აფთიაქებსა და სავალუტო ჯიხურებში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებს და შესაბამის ჯარიმებსაც წერენ. "ალია" რამდენიმე თვის წინ წერდა სათვალთვალო კამერების დამონტაჟების შესახებ, რომლის ინიციატივა ვანო მერაბიშვილისგან მას შემდეგ წამოვიდა, რაც ერთ-ერთი სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს. მერაბიშვილის უწყებამ გამოაცხადა ტენდერი სათვალთვალო კამერების დასამონტაჟებლად, დაითქვა ბოლო ვადაც, რომელიც გადავადებული იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე. ანუ 1 იანვრამდე სავალუტო ჯიხურებსა და აფთიაქებს უნდა მოეგვარებინათ კამერების დამონტაჟება", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სავალუტო ჯიხურები და აფთიაქები წინასაახალწლოდ 1000 ლარით დაჯარიმდებიან".
"ყველაზე მთავარი - ვანო მერაბიშვილის უწყების გადაწყვეტილებითკამერები მეწარმეებს გარე პერიმეტრზეც უნდა დაემონტაჟებინათ თავისი ხარჯებით - მიუხედავად იმისა, რომ გარე პერიმეტრზე სახელმწიფო აგებს პასუხს და შესაბამისად სახელმწიფომ უნდა დაამონტაჟოს ქუჩაში სათვალთვალო კამერა, მეწარმეებმა მერაბიშვილს გასაგები მიზეზების გამო არ გაუწიეს წინააღმდეგობა. პირველ იანვრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ძალიან ბევრს უკვე დამონტაჟებული აქვს სათვალთვალო კამერა. ამის მიუხედავდ, ეროვნულმა ბანკმა დასაჯარიმებელი მიზეზი მაინც მონახა და პირველი ჯარიმაც სახეზეა - "ალიას" რესპონდენტი ოთხშაბათს 1000 ლარით დააჯარიმეს. ვიტოვებთ უფლებას რესპონდენტი ინკოგნიტოდ დავტოვოთ... "ალია" ეროვნული ბანკის პოზიციითაც დაინტერესდა, მაგრამ მათ ტრადიციას არ უღალატეს და ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"გვითხრეს, რომ გარე და შიდა პერიმეტრზეც სათვალთვალო კამერები უნდა დამეყენებინა - თქვენგან გასული კლიენტი დაცული რომ იყოსო. 15 მეტრში თითო კამერა დავაყენეთ, ანუ ჩვენს პერიმეტრზე. კაცო, თუ ჩემგან გასული კლიენტი ქუჩაში მე უნდა დავიცვა, მაშინ 15 მეტრის იქით რომ დაესხას ვინმე, იქ სადაც კამერა არაა, მე უნდა ვაგო პასუხი, თუ რაშია საქმე? კიდევ კარგი, თითოეული კლიენტისთვის კამერის კისერზე დამაგრება არ მოგვთხოვეს... მოკლედ, დავაყენეთ კამერები - ამათ წინააღმდეგ რომ წახვიდე, გიჟი უნდა იყო. ვადა კი მქონდა, მაგრამ მაინც ჩემი დასაყენებელი იყო და მოკლედ, თავს ზემოთ ძალა არ იყო. ახლა ახალი დილემის წინაშე აღმოვჩნდით - რამდენიმე დღეა, დადის ეროვნული ბანკი და ამოწმებს კამერებს - ეს მათ ფუნქციაში შედის თუ არა, არ ვიცი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო რესპონდენტი.
"ჩვენ ხომ შიგნით გვაქვს კამერები დაყენებული - ამით საგადასახადო ამოწმებს შემომსვლელ-გამსვლელს, ამოვარტყამთ თუ არა ჩეკს და ა.შ. შეამოწმეს კამერები, გარეთ ყველას გქონდა დამონტაჟებული, ზოგი აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც არ აქვს შიგნით დამონტაჟებული, შეადგინეს ოქმი. მე კი 1000 ლარით დამაჯარიმეს ისეთი მიზეზით, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებულიც კი დავრჩი. ერთი კვირის წიმ წინ ჩვენთან გაითიშა დენი, 15 წუთის შემდეგ მოვიდა და რას ვიფიქრებდი, რომ კამერა აღარ ჩაირთვებოდა. თურმე კამერა არ ჩაირთო, მე არ ვიცი, როგორც უნდა ჩავრთო ან შევამოწმო, მუშაობას თუ არა კამერა და ვერც წარმოვიდგინე, თუ შეიძლებოდა არ ჩართულიყო. მომდეს შარი და 1000-ლარიანი ჯარიმა ამომიწერეს. ვიკითხე, მე რა შუაში ვარ-მეთქი და კამერა შენი არააო? ჰოდა რაკი შენია, შენ უნდა გააკონტროლოო", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "იცით, რა მაინტერესებს?1 იანვრამდე ვადა რომ გქონდათ, ეს ვადა გადმოსწიეს? გაგაფრთხილეს?" - პასუხობს:
"არა ვადა ისევ პირველ იანვრამდეა. სპეციალურად რომ გამომერთო, მაინც არ უნდა დავეჯარიმებინე, იმიტომ, რომ მე ვადა წინ მაქვს. მაგრამ ამათ ახლა ბიუჯეტი აქვთ შესავსები და ყველაფერს აკეთებნ ამისთვის. კანონი კიდევ არც არასდროს კანონობდა. ქუჩას რომ ჩემი ხარჯით გააკონტროლებენ, იმათთან რა ვილაპარაკო. ან რომ გავასაჩივრი რა? სასამართლო მეტყვის, კი ბატონო, დენი ვინც გამორთო ისაა დამნაშავეო? ჩემისთანა კიდევ რამდენი დააჯარიმეს, იცით?. ძალიან ბევრი. კარგი თანხა შეუვათ საახალწლოდ, ფოიერვერკს ეყოფა, ალბათ. თუ არადა, კიდევ ჩამოივლიან - ჭკუა დაუშლით თუ გონება?"
1256
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85