"ვერსიის" მასალების მიხედვით
"ბიძინა ივანიშვილს ის გარემოცვა ჰყავს, რომელიც თავად აირჩია, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, უშეცდომო პოლიტიკა არ არსებობს, მაგრამ გააჩნია, ვინ რამდენ შეცდომას დაუშვებს, ამ ეტაპზე ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის სწორად გათვლილ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. თუ ბატონი ბიძინა გათვლილი მოქმედებებით, აქტივობებითა და სწორი მიდგომებით საზოგადოებაში მუხტისა და ინტერესის გაძლიერებაზე არ იზრუნებს, თავისთავად ცხადია, დრო თავისას გააკეთებს - მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მუხტი მინელდება, რისი ნიშნებიც უკვე იკვეთება. ეს, პირველ რიგში, საზოგადოებას დააზარალებს", - აცხადებს სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი ბათიაშვილი: "ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ მოსახლეობაში მოლოდინი გააჩინა, ამიტომ ჩვენ შემდეგი ტაქტიკა ავირჩიეთ..." / სახალხო კრება კომანტატორისა და დამკვირვებლის როლში ყოფნას არ აპირებს.
"პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობაც" ხომ აქტიურად მუშაობს? მმართველმა გუნდმა დაინახა, რამხელა მოლოდინი გამოიწვია ივანიშვილის გამოჩენამ, ამიტომ ჩათვალა, რომ ზედმეტი ფაფხური ამ ეტაპზე არ ღირდა - რამდენიც იფაფხურეს, უარესად შემოუტრიალდათ. ამიტომაც ხელისუფლება ფიქრობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალია და ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი განელდება. თუ ბიძინამაც ადეკვატურად არ იმოქმედა, ხელისუფლების მხრიდან გახშირდება პროვოკაციები - მმართველი გუნდი შეეცდება ყველა ბინძური ხერხის გამოყენებით საზოგადოების თვალში ივანიშვილის დისკრედიტაციას, მისი მომხრეების დაშინებას და ა.შ., ამ ეტაპზე ხელისუფლება მხოლოდ ირიბი დარტყმებითაა დაკავებული. თუ სწორი გეგმა და სტრატეგია ამ ყველაფერს არ დაუპირისპირდა, პროცესი, რომელსაც ყველანი იმედით თვალით ვუყურებთ, ვარდნისკენ წავა", - აღნიშნავს გამოიცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბათიაშვილი.
"კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი პოზიციების დათმობას არ აპირებს. პოლიტიკოსები, რომლებიც ივანიშვილის გარშემო ერთიანდებიან, აცხადებენ, რომ სააკაშვილმა მათი თავის მოედანზე გადაყვანა ვერ უნდა შეძლოს, არადა "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ არჩევნებშია ძლიერი. ბევჯერ დამტკიცდა, რომ ხელისუფლებას არჩევნების შიში არა აქვს, მით უმეტეს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად წინ ერთი წელი აქვს. ამ პროცესის ჩავარდნა ყველა ჩვენთაგანისთვის კრახი იქნება. თუ სააკაშვილის ზევით-ქვევით სირბილს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა "კონსტრუქციული პასიურობა" დაუპირისპირა, რა თქმა უნდა, პროცესი დაქვეითდება", - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი Aშეკითხვას - "თუ მართლაც ისე მოხდა, რომ ხელისუფლებამ მოახერხა ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებაში გაჩენილი მუხტის დაქვეითება, სახალხო კრება რა როლს შეასრულებთ ამ შემთხვევაში?"- - პასუხობს:
"სახალხო კრება არც ერთ შემთხვევაში კომენტატორებისა და დამკვირვებლის როლში ყოფნას არ აპირებს. სახალხო კრება 2010-2011 წლებში პოლიტიკური პროცესების ლოკომოტივი იყო. ჩვენი მიზანი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ხელშეწყობა და გაძლიერებაა. თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ ყველაფერზე ვმსჯელობთ და საზოგადოების წინაშე კონკრეტული ორიენტირებითა და სტრატეგიით წარვდგებით. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ".
689
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85