დიტო გელოვანი: შიგადაშიგ განდაგანა

დიტო გელოვანი: შიგადაშიგ განდაგანა

– კი, კი, საწყალი, – გამოაჯავრა თმამგულისპირიანმა, – შენ არ იყავი, ფანჯრიდან კიბე...

და ატყდა, მაგრამ რა ატყდა, გაბრუებული იდგა ჟოაო...

– დაწყნარდით, დაწყნარდით, ქალიშვილებო, – დაშოშმინება სცადა მათი მომღიმარმა დონ დიეგომ, მაგრამ ვიღა უგდებდა ყურს, სულ ნაწყვეტ–ნაწყვეტ გაისმოდა: – შენ რომ ჭალაში, ნამცხვარ–ყვავილა... მე მიყვარს იგი...მეც დობილი ვარ... კიბე არცა მაქვს... კი,კი, საწყალი...

მხოლოდ ის ერთი, თავდახრილი, ძლიან მორცხვი, უჩუმრად იდგა.

– შენ რომ შენს ფარანს... ღამის პირველზე... ნემსი და ცოცხი... – ყველა ერთმანეთს დაესია, იმ ერთის გარდა, – ვითომ ჰაერი რომ მოგენატრა... აბგა რად დადე... დობილი ვარ მე... დღეს რა რიცხვია... დობილი კი არა, დებილი... ეს ქუჩის ქალი... სულ არ ბნელოდა... ლოგინის ქალო... არცერთი ხელი... შე ჭალის ქალო... არც ერთი თითი... ჭალაში ვითომ ქოლგა რომ დაგრჩა... მეც დობილი ვარ...

– რაშია საქმე, – მკაცრად გაისმა.

(გურამ დოჩნაშვილი, „სამოსელი პირველი“)

 

რაშია საქმე და, საქმე იმაშია, რომ ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა წყურია, ყველა იდიოტს – ექსპერტობა, ყველა ძაღლს და ღორს – დეპუტატობა, ყველა ბოზს და ჩათლახს – ელიტარულობა, ყველა უვიცს – ჟურნალისტობა, ყველა ჩოყლაყს და პრეზიდენტს – არქიტექტორობა...

 

დროა, ყოველივე ამას ბოლო მოეღოს. ქართველი ვარ და ვოცნებობ. თავისუფლება ლომის უკანალშია, სოფლის მეურნეობის ყოფილი და ამჟმინდელი მინისტრები – ძროხის უკანალში, გარემოს დაცვის მინისტრი – ბუტკოში, ენერგეტიკის მინისტრი – მტვრიანაში, ლალი მაროშკინა – ციხეში, ნანუკა ჟორჟოლიანი – არტილერიაში, თაკო ფხაკაძე – შოკში. სად არის პარლამენტის თავმჯდომარე? პარლამენტის თავმჯდომარე არის ხელსაწყოების ყუთში, რადგან ქლიბია.

განათლების ყოფილი მინისტრი სასწავლებლად რომ წავა, რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია დიიდი უკანალი, ზედ ამოსვირინგებული პროფილით და წარწერით – „არ დაგივიწყებ, მიშა“.

 

მიშას დავიწყება შეუძლებელია და გასულ კვირაში, იაპონიის პრეფექტურა ტიტიგიში 25 წლის და 8 თვის ასაკში ჟღალბეწვიანი ძაღლი, სახელად პუსკე რომ მოკვდა, ის პუსკე მალე ყველას მიავიწყდება, ხოლო მიშას არასოდეს დავივიწყებთ. დავივიწყებთ და დაგვერხევა. ახლა იმიტომ გვერხევა, რომ აღარ გვახსოვს მაია ნადირაძე, კობა ბექაური, ზაზა ბეგაშვილი, ბიძინა ბრეგაძე, მეგი გოცირიძე, ლადო ჭიპაშვილი... არ დაგვავიწყდეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ძროხებში გენდერულ ბალანსს რომ იცავდა და მუდამ გვახსოვდეს, რომ ერთ ჩოყლაყს და, მისი ხათრით, ამდენ ნაბიჭვარს, ბოზს, ჩათლახს, უვიცს და იდიოტს არჩევნებში ლამის 100–პროცენტიანი ნდობა რომ გამოვუცხადეთ... შემეძლო, არც მეთქვა პირველ პირში.

 

გიჟიაო – იტყვიან ხოლმე, შიგ აქვსო – აუცილებლად დაამატებენ. შეუძლიათ... შეუძლიათ კი არა და, ვალდებულნიც არიან, რომ პირველ პირში თქვან. ყველაფერი გამოსწორებადია, ოღონდ უნდა გახსოვდეს, რა უნდა გამოასწორო და რომ გამოასწორებ, არ უნდა დაგავიწყდეს, რა გამოასწორე. მოკლედ, უნდა გამოვსწორდეთ, ხოლო ვისი გამოსწორებაც შეუძლებელია...

 

„მიხეილ სააკაშვილმა ტყიბულში რაიონული საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა თერჯოლაში ახალი საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა ხაშურში ახალი საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა კასპში ახალი საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში ახალი საავადმყოფო გახსნა“, „მიხეილ სააკაშვილმა ზესტაფონში ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა“... – გასულ კვირაში ყოველდღე და ხანდახან დღეში სამჯერ ვკითხულობდი ასეთ სათაურებს და ხმამაღლა, ქართულად ვოცნებობდი, რომ დადგება დღე, როდესაც ნიუსების ლენტაში ამოვიკითხავ, რომ „მიხეილ სააკაშვილისთვის გაიხსნა ფსიქიატრიული საავადმყოფო“, „სპეციალურად ნუგზარ წიკლაურისთვის გაიხსნა ზრდილობის კურსები“, „ყოფილი კმარელებისთვის გაიხსნა კარცერი–ლუქსი“... ოღონდ, ეს ყველაფერი უნდა გაიხსნას იმ შრომა–გასწორების კოლონიის ტერიტორიაზე, რომელიც სპეციალურად ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის გაიხსნება. კოლონიის სახელწოდება იქნება „მიხეილის ცენტრალი“ და განთავსდება ანაკლიასა და ფოთს შორის.  

 

რაც შეეხება ლაზიკას... „საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის გადაწყვეტილებას ინვესტორებისთვის კარგ მესიჯად და დასაქმების პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ სერიოზულ გზად მიიჩნევენ. როგორც „ინტეპრესნიუსს“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ასეთი სერიოზული აღმშენებლობა გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არის სტაბილურობა და განვითარების მაღალი ხარისხი“ – ჩემმა მეგობარმა სააგენტომ არ დაიზარა და ლაზიკის თემაზე უამრავი ინფორმაცია მომაწოდა, მაგრამ ყველაზე სახალისო მაინც ბოცო–ნუგზარას ტვინის ერთადერთ უჯრედში მარტივი ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოშობილი აზრი იყო – „ახალ ქალაქ ლაზიკაში ლაზების მიერ სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება“. „ქილიკობდით ყველაფერზე, რაზეც შეიძლება იმ წუთში ქილიკის ჭია დაიხშოს ადამიანმა და ცოტა ხანი გაერთოს, მაგრამ ჩვენ გასართობად არ ვართ შეკრებულები“, – ეს სიტყვები გოკა გაბაშვილს ეკუთვნის.

 

არა, ქილიკის დრო მართლაც არ არის. გაბაშვილი, რომ ამბობს, გასართობად არ ვართ შეკრებილებიო, ის დროა დავსხდეთ და გავიხსენოთ, ამდენი შიგნაკრავი საიდან შეიკრიბა. ისე, მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია ყველაზე სწრაფად ლევან ვეფხვაძემ შეაფასა. „პრეზიდენტმა ალბათ, ახალი ბოლი გამოუშვა. მერე გამოვიდა ნუგზარ წიკლაური და განაცხადა, რომ თანხებს მოვიძიებთ ლაზიკისთვის, აგერ ლაზებს ჩავადებინებთ ამ ფულსო. გონივრული იდეაა, თუმცა, როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, ერთ კონგენიალურ იდეას გთავაზობთ, გავაკეთოთ კავკასიონის ქედზე შამბალა და ინდოელებს შევთავაზოთ ამ შამბალაში ფულის ჩადება“ – იხუმრა ვეფხვაძემ და პეტრე ცისკარიშვილის დაფიქრებულ მზერას გადააწყდა. უმრავლესობის ლიდერი, ალბათ, უკვე შამბალას მომავალი მაჟორიტარის ვინაობაზე ფიქრობდა. ჩემი აზრით, შამბალას ნაციონალ–მაჟორიტარს დიშლა უნდა ერქვას და გვარად ყლინჯიკვნეტია უნდა იყოს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სავსეა ეგეთებით და ყველანი ნაციონალური შრომის გმირები არიან. სინსილამ, სინსილამ უნდა გაწყვიტოს ყველა არაკაცი და ნახავთ, რომ მაგათ პარპაშს მალე მოეღება ბოლო, რადგან არაფერია მუდმივი და ყველაფერი დროებითია.

 

ყველაფერი რომ დროებითია, ამას ადასტურებს კვერცხებისა და შლოპანცების საოცარი თვგადასავალი აჭარაში. აი ნიუსიც: „ბათუმის სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კვერცხებისა და შლოპანცების ქანდაკება ახალ ბულვარში გადააქვთ , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ირინა შერვაშიძემ განუცხადა. „ეს ქანდაკება დროებით იდგა „რედისონის“ წინ, თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაიდგმებოდა. ის ახალ ბულვარში მოდერნისტული ქანდაკებების სერიას შეუერთდება და ახალ ბულვარს და ზღვის ხედს ძალიან მოუხდება“, - აღნიშნა ირინა შერვაშიძემ.

 

ამ ცხოვრების დედა ვატირე, თორემ შერვაშიძეების საგვარეულოს წარმომადგენელი კვერცხებისა და შლოპანცების გადატან–გადმოტანით უნდა იყოს დაკავებული?! ძალიან მოუხდებაო... წარმოიდგინეთ, ზის არისტოკრატი ჩინოვნიკი და დგას დილემის წინაშე – რა მოუხდება ზღვის ხედს და რას მოუხდება კვერცხები და შლოპანცები.

 

არისტოკრატებზე იკაიფეთ... ზოგჯერ არისტოკრატებს ჩინოვნიკობა წყურიათ. ცნობილ ქართველ ჟურნალისტს და საზოგადო მოღვაწეს, თაკო ფხაკაძეს შურისძიების წყურვილი ახრჩობს, რადგან ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში იგი ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, ლალი მაროშკინამ ჩანგლით დაჭრა. „არტილერიას აცდაო“ – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა. კი არ აცდა, არამედ ააცილა, რადგან დაინდო. მოკვლა რომ დომებოდა, მაროშკინა იმ ორი უზარმაზარი ბლაგვი საგნიდან, მუდამ თან რომ დააქვს, ერთ–ერთს ჩაარტყამდა და ფხაკაძეს ადგილზე მოუღებდა ბოლოს.

 

ახლა ლალი იზოლატორშია და დიდ ქალაქში უფრო აშკარა გახდა უსექსობა. „ცოცხალი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ როგორც ჩანს, ჩანგალი, რომელიც მოროშკინამ კისერში ჩამცხო, ბლაგვი იყო“ – აღნიშნა ფხაკაძემ. „იყო თმებით თრევა და კატა-თაგვობანას თამაში. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა ანრი ჯოხაძემ.

 

ქართული ელიტა... დეზორიენტირებული ხალხი... შიგ აქვთ და გარეთ ეძებენ. იმიტომ კი არა, რომ არ იციან... უბრალოდ, შემოქმედი ხალხია, ძიების პროცესი, კრეატივი და რამე...

 

ჟურნალისტი ფხაკაძე, მწერალი მაროშკინა და მომღერალი ჯოხაძე იქით იყოს და, მშრომელმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა: „ვიზიტის უმთავრესი შედეგი იყო ამ ქვეყნიდან განხორციელებული ვარდების გადატრიალების 8 წლისთავთან დაკავშირებული უპრეცედენტო ეროვნული დაუმორჩილებლობის აქცია თეთრ სახლთან... ეს იყო ამაყი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც დღევანდელ მსოფლიოში მთავარი იმპერატორის კაბინეტთან ვერავინ გაბედავს... ამ აქციამ უდიდესი დარტყმა მიაყენა რეჟიმს...“

 

ერთი–ორი ასეთი აქციაც და... შალვა ინგლისურს ისწავლის, მაგრამ პრობლემა ინგლისურის ცოდნაში არ არის, პრობლემა სიყვარულშია. აი, ყველას ისე რომ გვიყვარდეს საკუთარი ქვეყანა, როგორც ანრი ჯოხაძეს უყვარს საკუთარი თავი... ანაც, „ღია საზოგადოება - საქართველო“ ასეთი დახურული რომ არ იყოს...

 

„ღია საზოგადოება – საქართველომ“ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში გაანალიზებულია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული ცვლილებები და განხილულია 2009-2010 წლების განმავლობაში დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. როგორც პროექტის კოორდინატორმა, თინათინ ბოლქვაძემ აღნიშნა, თვითმმართველობის რეფორმას ფონდი 2006 წლიდან აკვირდება. „კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ რეფორმას ნაკლები ყურადღება ეთმობა როგორც დონორების, ასევე ხელისუფლების მხრიდან. ბევრს ვსაუბრობთ სასამართლო რეფორმაზე, მედიის რეფორმის საჭიროებაზე, მაგრამ თვითმმართველობის რეფორმაზე დისკუსია იშვიათია. ვფიქრობ, ამ კვლევით ბევრ კითხვას გაეცა პასუხი“, - განაცხადა თინათინ ბოლქვაძემ“.

 

წაიკითხავ და თვალწინ წარმოგიდგება თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებისადმი ერთგულებით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფი. დადიან, ეძებენ, იკვლევენ, აანალიზებენ... უანგაროდ, რუდუნებით ემსახურებიან მამულს თვისას... წავიკითხე და წარმოვიდგინე, მაგრამ... აჩრდილი დადის სოროსის ფონდში, აჩრდილი დავით დარჩიაშვილისა... „კვლევის ავტორებმა ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავეს“ – ასე მთავრდება ნიუსი და როგორც ვხვდები, ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშვება ისევ ხელისუფლების რეკომენდაციებით მოხდა.

 

რეკომენდაციების მიღების მიზნით გასულ კვირაში კოტე კუბლაშვილი ქართველ მოსამართლეებთან ერთად დანიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. „ვიზიტის მიზანი დანიის სასამართლო სისტემის და დანიის უზენაესი სასამართლოს მოწყობისა და მუშაობის ძირითადი პრინციპების გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა“ – შემატყობინა მოძმე სააგენტომ.

 

გამოცდილების გაზიარება არ არის მთავარი, მთავარი გაგებაა, თორემ გამოცდილების გაზიარება სკაიპითაც შეიძლება. რასაც სკაიპით ვერ შეძლებ, ეს არის ინაუგურაციაზე დასწრება. გასულ კვირაში  არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოს დელეგაციაც დაესწრო. დელეგაციას ცნობილი ქართველი დელიკატესი, ლოქო ქინძ–ძმარში, გრიგოლ ვაშაძე მეთაურობდა და მეთურობდა თავმომწონედ, რადგან  ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე“.

 

რაც მართლია, მართლია – ვაჭრობისა არაფერი გამეგება, ამდენად ფაქტის შეფასება მიჭირს, თუმცა კითხვა მებადება: რითი უნდა ვივაჭროთ ევროპასთან? მინდოდა, ეს კითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დამესვა, მაგრამ გურამ ჩახვაძემ ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა – პოლიტიკური შორსმხედველობა არ აქვსო. თქვა და დაასაბუთა კიდეც, ის იყო დედის გინებაზე უნდა გადასულიყო, მაგრამ პრეზიდენტი გაახსენდა და გაჩუმდა. სუნი დადგა... სუნი ნამდვილი იყო, გაქცევა სწრაფი, ხოლო პროექტის „ადგილობრივი განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია და მართვის დაგეგმვა და რეფორმების მხარდაჭერა გურიის რეგიონში" ფარგლებში ლანჩხუთში ავარია-ხანძრის იმიტაცია მოეწყო. ანუ, მოქალაქეებს ანთებული ზაჟიგალკები ეჭირათ, გამგეობის წევრები „პაჟარ, პაჟარ“ – ყვირილით დარბოდნენ, მეხანძრეები კი არ თამაშობდნენ დომინოს.

 

რა დროს დომინოა, 2012 წელი მოგვადგა და მართლი გითხრათ, ხანდახან ვფიქრობ – ის ფილმი შემთხვევით გადაიღეს თუ რაღაცისთვის გვამზადებენ. რისთვის გვამზადებენ? ტალღა და ცუნამი ჯანდაბას – როგორმე გადავიტანთ, მაგრამ თუ 2013 წელსაც ნაციონალებთან ერთად შევხვდებით, სრულიად ლეგიტიმური იქნება კითხვა: ჩვენ შიგ ხომ არ გვაქვს?და თუ შიგ გვაქვს, განზე რატომ ვეძებთ? საიდან მოვედით, რა გვინდა?

 

ა. მ. (არა, მართლა)... აჰ, მუსიკალური საათები, რა დიდებული კვარტეტი იყო – პოლკოვნიკი და სუზი პირველ–მეორე ხმასა ჰგალობდნენ, თაროზე შემჯდარი დიდი ბითური არათანაბარ ტაშ–პიჩიკატოს ალტზე ასრულებდა და სტელლა, თავისი ჭკუით უმთავრესი ხმა, უმოწყალოდ აშლილ კონტრაბასზე თუ უკრავდა მხოლოდ, მაგრამ პოლკოვნიკს მაინც ჩაშხამდა – ეს ყველაფერი კი, იყო, იყო... საიდან გაჩნდნენ, როგორ მოვიდნენ და განმეორდნენ, და აუარება წინაპრებში რომ... რომელიმეს რაიმე რომ მოსვლოდა, იქნებოდნენ კი? უცნაურია, სად ჩაისახნენ, – ფიქრობდა სეზარ...

(გურამ დოჩნაშვილი, „სამოსელი პირველი“)