"პროცენტების ომი" - რომელ სოციოლოგიურ კვლევას უნდა ვენდოთ?


"IRI-ის" სოციოლოგიური კვლევების არაოფიციალური ვერსიით საქართველოში ნაცმოძრაობა და სააკაშვილი კვლავ ლიდერობენ. "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის ოფიციალური ვერსიით კი ნაცმოძრაობასა და სააკაშვილს "აირაის" კვლევაში დაფიქსირებული შედეგების დაახლოებით ნახევარი აქვთ. "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" კვლევის შედეგების პრეზენტაცია "თბილისი მარიოტში" 8 დეკემბერს გაიმართა. პრეზენტაციას სოციოლოგები, პოლიტოლოგები, პოლიტიკური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები ესწრებოდნენ. ინსტიტუტმა სოციოლოგიური გამოკითხვა 11-22 ნოემბერს ჩაატარ. სულ 11 რეგიონში 3000 ადამიანი გამიკითხა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "პროცენტების ომი" - რომელ სოციოლოგიურ კვლევას უნდა ვენდოთ?

"კვლევა ჩვენ დავუკვეთეთ, შემსრულებლები კი IPM და "გელაპი" იყვნენ. გამოკითხვა რამდენიმე თემას მოიცავს, მათ შორის პოლიტიკას, ეკონომიკას, ნატო-ს, ევროკავშირს. ჩვენ კვლევის პრეზენტაციას მხოლოდ პარტიებისთვის გავმართავთ, მედიისთვის კი ვაშინგტონში ჩვენი სათავო ოფისი, დაახლოებით ორ კვირაში გამოაქვეყნებს", - აცხადებენ IRI-ში. თუმცა ოფისში კატეგორიულად აცხადებენ მათი ინფორმაციის გადასაროებაზე და აღნიშნავენ, რომ არც ერთი ინფორმაცია მათ მიერ არ არის გავრცელებული და სხვა ყველანაირი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ. არსებული ინფორმაციით კი 7 დეკემბერს მედიაში კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიების საშუალებით მოხვდა, რადგან ეს ორგანიზაცია ბოლო ერთი კვირაა პოლიტიკურ პარტიებთან ცალ-ცალკე აწარმოებს მათი ნაწილის პრეზენტაცია. ფაქტი კი ის არის, რომ მბოლო ორი კვლევის შედეგები არსებით საკითხებში რადიკალურად განსხვავდება, რამაც ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა", - აღნიშნავს გამოცემა.

"კვლევის შედეგებით უკმაყოფილოა თითქმის ყველა. საინტერესოა, რომ IRI-ის შედეგები ოფიციალურად არ ითვლება, მაგრამ 7 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ შედეგებს მნიშვნელოვანი უწოდა იმის გამო, რომ ნაციონალები ოპოზიციას სჯობნიან. გუშინ გამოქვეყნებული უკვე ოფიციალური შედეგებით კი უკმაყოფილო ხელისუფლებაცაა და ოპოზიციის ის ნაწილიც, ვინც IRI-ის კვლევებით იყო კმაყოფილი. "ქრისტიან-დემოკრატ" გიორგი ახვლედიანი განცხადებით, "ციფრების დაწერა ყველა პარტიას შეუძლია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ციფრების მიხედვით საზოგადოებას პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შთაბეჭდილება შეეცვლება"... იმის გასარკვევად, თუ რომელი მონაცემია მართალი, "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი" IRI-ის განმარტებების გაკეთებას სთხოვს მათ მიერ ჩატარებულ კვლევებზე"- დასძენს გამოცემა.

"მიმართვაში ნათქვამია: "იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს მაღალი ინტერესეის საგანს, საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებყლი შედეგების რეალურობაზე. ჩვენ არაერთხელ გვინახავს და სამწუხაროდ, გუშინაც გავხდით მოწმენი ვიტარებისა, როდესაც ინფორმაციის გაჟონვის შედეგად მიღებული მონაცემები სხვადასხვა ინტერპრეტაციების მეშვეობით ხდება პოლიტიკური პროპაგანდისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის საფუძველი. გვიჩნდება გარკვეული კითხვები და კომენტარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დღემდე უცნობია, ხართ თუ არა თქვენ მათი ადრესატი ფა შესბამისად, ბუნებრივია, ჯერ თავს ვიკავებთ მათი დასმისგან. გვინდა გთხოვოთ, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, თემის სიმწვავიდან გამომდინარე, მეტი სიფრთხილით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს, რათა არ დაზიანდეს საზოგადოებრივი ინტერესი და ჩრდილი არ მიადგეს თქვენს მაღალ ავტორიტეტს და მთლიანად სოციალური კვლევისა და ანალიზის მიმართულებას, როგორც ობიექტურ მეცნიერებას". "რეზონანსმა" სცადა კომენტარი IRI-ისგან მოეპოვებინა, მაგრამ მათი პასუხი მხოლოდ ის არის, რომ მედიაში არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია მათ მიერ არ არის გავრცელებული. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, მათ კვლევა ნამდვილად ჩაატარეს და ერთი კვირაა პოლიტიკურ პარტიებს მათ საკუთარ შედეგბს აცნობენ. შედეგების ოფიციალური გამოქვეყნება კი არ მომხდარა, - წერს სტატიის ავტორი.

"საქართველოს განვითარების ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე გია ხუხაშვილმა IRI-ის იმ კვლევის შედეგება, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა "ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას თქვენი ინსტიტუის მიმართ და გქთოვთ გააკეთოთ განმარტებები 7 დეკემბერს გავრცელებულ პოლიტკურ რეიტინგებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს მაღალი ინტერესის საგანს და საზოგადოებას აქვს უფლება, ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული შედეგების რეალურობაზე". ვერსიასთან საუბრისას კი ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ "როგორც ჩანს, ვიღაცები არაკეთილ;სინდისიერად ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად IRI-ის ავტორიტეტის გამოყენებას. თვითონ IRI არ ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგია", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "ეს იქნება ცივი შხაპი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით ხელსიუფლება ავტომატურად დამარცხდებოდა". 

"IRI-ის კვლევით ჯგუფს გამოქვეყნებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არაფერი დაუდასტურებია, თუმცა ჩვენს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა ტენდებცია, რომ დრეს არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ორი დომინანტი გვყავს - "ნაციონალური მოძრაობა" და ბიძინა ივანიშვილის გუნდი. უნდა ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძირითადად, ინარჩუნებს თავის მხარდამჭერტა რაოდენობას, თუმცა გარკვეული რყევები ამ მიმართულებითაც შეინიშნება. ბიძინა ივანიშვილს, ჯერჯერობით წარმატებით გამოსდის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხმებზე ნადირობა. ამასტან, " ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ბიძნესმენი მიმზიდველი პოლიტიკური ფიგურა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.

"შედეგები, რომლებიც "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტიმა" გამოაქვეყნა, ვფიქრობ, საკმაოდ ობიექტური იყო. ეს იქნება ცივი შხაპი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით ხელსიუფლება ავტომატურად დამარცხდებოდა. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ თავდაპირველად ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას 56% დადებითად აფასებდა, პირველი პოლიტიკური ნაბიჯების შენდეგ კი ამ მაჩვენებელმა 10%-თ დაიწია. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, მოლოდინი არ გამართლდა. ეს შედეგები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის ზომბირება მიმდინარეობს, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომაც ივანიშვილის გუნდს ძალიან რთული და მძიმე სამუშაოების განხორციელება მოუწევს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ირაკლი მელაშვილი.