«საქართველო და მსოფლიო» უკვე წერდა იმის თაობაზე, რომ ახლო მომავალში «ნაციონალური მოძრაობა» ქართული ბიზნესის დატერორების მორიგ ეტაპს დაიწყებდა. მაშინ ისიც აღვნიშნეთ, რომ ხელისუფლება მის მიერვე კონტროლირებადი თუ ნაკლებადკონტროლირებადი ბიზნესიდან 2 მილიარდი ლარის «ამოქაჩვას» აპირებს (1 მილიარდის ამოღება ვანო მერაბიშვილმა იტვირთა, 1 მილიარდისაც _ ზურაბ ადეიშვილმა).
ეს თანხა «ნაციონალებს» წინასაარჩევნო ეტაპისთვის სჭირდებათ. ამ თანხის სახელდახელოდ მოკრების აუცილებლობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ განაპირობა. ცხადია, ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ამ ორი მილიარდის გახარჯვას «ნაცმოელები» არ აპირებენ _ ეს ორი მილიარდი მოხმარდება სხვადასხვა სახის სოციალური ტიპის პიარ-აქციებს, რაც რეალურად შვებას ვერ მოჰგვრის შეჭირვებულ მოსახლეობას. თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება «ნაციონალური მოძრაობის» აქტივისტების დაფინანსებას და აქცენტი თბილისზე გაკეთდება. ამ ეტაპზე თანხის ნაწილი ოფიციალურად გადაირიცხება ბიზნესტრუქტურებიდან «ნაციონალური მოძრაობის» ანგარიშზე ან მმართველი გუნდის სპეცფონდებში, თანხის ნაწილი კი, ნაღდი ფულით გადაეცემათ მერაბიშვილისა და ადეიშვილის სტრუქტურებს და ეს შავი, არალეგალური ფული პოლიტიკური ოპოზიციის, ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობოების ლიდერთა და წევრთა წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებს, შანტაჟს, მათ რიგებში ხელისუფლების ახალი აგენტურის ჩანერგვას მოხმარდება.
«საქართველო და მსოფლიომ» ექსკლუზიურად მოიპოვა რამდენიმე ათეული ბიზნესკომპანიის სია, რომელთა დაყაჩაღებას, თანხის გამოძალვას ხელისუფლება აპირებს. ამასთან, მათ შორის ისეთებიც არიან, რომელთა ხელმძღვანელები საკუთარი ნებით წლობით აფინანსებენ ხელისუფლების ახირებებს და, შესაბამისად, სანაცვლოდ საკუთარი ბიზნესისთვის სასათბურე პირობებს და უამრავ შეღავათს იღებენ.
დავძენთ, რომ ამ ეტაპზე ვაქვეყნებთ იმ კომპანიების სიას, რომლებიც ვანო მერაბიშვილის კონტროლქვეშაა, ანუ ამ კომპანიებიდან აპირებს მერაბიშვილი 1 მილიარდი დოლარის ამოღებას. კომპანიებს მერაბიშვილის უწყება შემოსავლების სამსახურისა და ფინანსური პოლიციის თანხებით ახალი წლიდან დაუვლის, ანუ, ვინც არ გადაიხდის, მას გადაახდევინებენ _ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსურ პოლიციას შარის პოვნა არ გაუჭირდება ურჩი ბიზნესმენებისთვის, თუ ასეთი აღმოჩნდა ვინმე.
«საქართველო და მსოფლიო» «ექსპო-ჯორჯიას» ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და ერთადერთი კითხვით მიმართა – წინასწარ იცოდნენ თუ არა ამ კომპანიის მესვეურებმა, რომ მერაბიშვილის «შავ სიაში» იყვნენ?
«არაფერი გვსმენია ამის შესახებ, არ ვიცით, რა სამსახურები აპირებენ შემოსვლას და ვეჭვობ, რომ ვინმემ რამე იცოდეს – პიარ-სამსახურმა ან დირექციამ,» – გვითხრა «ექსპო-ჯორჯიას» ადმინისტრაციის უფროსმა მაია მაზლარაშვილმა.
დაგეგმილი ეგზეკუციის შესახებ არც «ბადაგონის» ხელმძღვანელობა აღმოჩნდა საქმის კურსში. «მსგავსი არაფერი მსმენია, შესაძლოა, ეს იყოს იმგვარივე შემოწმება, როგორიც ადრეც ყოფილა და მომავალშიც იქნება. შესაძლოა, იყოს გეგმიური და იყოს არაგეგმიური, ოღონდ, კანონის ფარგლებში,» _ გვითხრა «ბადაგონის» მარკეტინგის მენეჯერმა შოთა მოსიაშვილმა. ცხადია, სხვა კომპანიებში დარეკვას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ყველგან, სავარაუდოდ, ანალოგიურ პასუხს გაგვცემდნენ _ ქართული ბიზნესი ხომ უდრტვინველად ატყავებინებს თავს ხელისუფლებას და არათუ პროტესტს გამოთქვამს, პირიქით, ყველანაირად ცდილობს, მიჩქმალოს ხელისუფლების რეკეტის ფაქტები.«საქართველო და მსოფლიო» ეკონომიკის ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
– ბატონო გია, გვაქვს ინფორმაცია _ იმ 122 კომპანიის სია, რომელთა დარეკეტებასაც ფინანსური პოლიციისა და საშემოსავლო სამსახურის მეშვეობით ვანო მერაბიშვილი აპირებს ახალი წლიდან. რამდენად რეალურად გეჩენებათ ის სია და ინფორმაცია, რომელიც მოვიპოვეთ?
– არარეალურად მეჩვენება-მეთქი, რომ გითხრათ, დამიჯერებთ? ცხადია, რეალურია ეგ სიაც და ინფორმაციაც. ხელისუფლების მოქმედების სტილი ხომ ძალადობა, შანტაჟი და რეკეტია ბიზნესთან ურთიერთობაში. ახლა სააკაშვილი ახალ ქალაქს აშენებს _ ლაზიკას, ყულევსა და ანაკლიას შორის და ფული ხომ უნდა? დააყაჩაღებენ ბიზნესს, ოღონდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სასაცილოა ეს უკვე, სატირალი რომ არ იყოს.
– და ბიზნესმენები რატომ არ იღებენ ხმას? ხელისუფლების ყველა ხუშტურსა და ახირებას რატომ აფინანსებენ იძულებით?
– ბიზნესმენებს ექცევიან როგორც მეწველ ძროხას, უპატრონო ძაღლს. სადამდე გაუძლებენ, მოწველიან და თან ჯოხით სცემენ. ხმა უნდა ამოიღონ, მაგრამ, რაც დარჩებათ, ისიც არ დავკარგოთო, ეშინიათ. ეს საშინელება, ეს რეკეტი დამთავრდება მალე, როცა არჩევნების გზით ეს ხელისუფლება შეიცვლება.
– ჩვენი ინფორმაციით, ამოსაღები თანხა სრულად თუ არა, ნაწილობრივ საარჩევნოდ სჭირდებათ «ნაციონალებს».
– ეს აჩემებული «ქალაქი» ლაზიკაც წინასაარჩევნო პიარის ნაწილი არ არის? გაისად ხომ უნდა დაიწყოს ამ «ქალაქის» მშენებლობა და ფული ხომ უნდა. ცხადია, ფულის ნაწილი მოხმარდება «ნაცმოძრაობის» აქტივისტებს, იმ დედაკაცებს, საარჩევნოდ ყველა საარჩევნო უბანთან სიებით რომ დგანან, ფული მოხმარდება ე.წ. ზონდერბრიგადებს, რომელთც პრემიებს დაურიგებენ, თუ დასჭირდათ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გადასაბირებლად, მოსასყიდად დასჭირდებათ ეს ფული, საერთაშორისო მასშტაბის პიარკამპანიისა და საეჭვო, ყალბი სოციოლოგიური და სხვა სახის კვლევებისთვის. მოკლედ, ფული სჭირდებათ, ცხადია. ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო რეკეტია, რეკეტია შავი ფულის ამოღების წყარო. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი ბიზნესმენები თავიანთ უბედურებას აფინანსებენ, ყოველწლიურად იხდიან გაურკვეველ ფულს, ხარკს იმაში, რომ მომდევნო წელს უფრო მეტად მოუჭირონ მარწუხი და უფრო მეტი ააფცქვნან.
გთავაზობთ იმ 120 კომპანიის სიას, რომელთაც პირველ ეტაპზე გაფრცქვნის ხელისუფლება:
1. «გლობალ-თრეველი»
2. «ელიტ-თრეველი»
3. «N ტური»
4. «არგოტური»
5. «თრეველ სტუდიო»
6. «ვორლდექსპრესთრეველი»
7. «უნივერს-თრეველი»
8. «ბიზნესთრეველი»
9. «თრეველლაინი»
10. «ნიუ-ექსპრესი»
11. «უნითრეველი»
12. «სითი-ტური»
13. «გლობალთრეველი»
14. «მეჯიქტური»
15. «სქაი-ლაინი»
16. «ვანილა-სქაი»
17. «სოფ-თრეველი»
18. «M&T თრეველი»
19. «ექსპოჯორჯია»
20. «სითი-ფარმა»
21. «ასხეტასფარმა»
22. «M ფარმა»
23. «ალპენფარმაჯორჯია»
24. «ავიტა»
25. «აქტაფარმი»
26. «ბათფარმა»
27. «ბაიერშერინგფარმა»
28. «გლობალფარმა»
29. «ეი-ბისი-ფარმაცია»
30. «გეა»
31. «გეოპოლი»
32. «ვიტ-ჯორჯიაფარმი»
33. «მედია»
34. «ვია-ვიტა»
35. «მედი-ჯი»
36. «იმერ-ჯორჯია»
37. «დკც»
38. «იმედი L»
39. «არქიმედეს გლობალჯორჯია»
40. «ალფა»
41. «აისიჯგუფი»
42. «ალდაგი ბი სი აი»
43. «ჯი პი აი-ჰოლდინგი»
44. «ირაო»
45. «კავკაზუსელექტრომარკეტი»
46. «LG ელექტრონიკსი»
47. «მობი»
48. «გლობალელექტრონიქსი»
50. «ელიტელექტრტონიქსი»
51. «ტექნო-ბუმი»
52. «დეუ»
53. «ბეკო»
54. «ელექტრონიკა»
55. «იბერია-ბიზნეს-ჯგუფი»
56. «პრაიმ-ავტო»
57. «ჰიუნდაი-ავტო-ჯორჯია»
58. «აი-ეს-აი აუტო»
58. «ჯეოტრანსექსპრესი»
59. «დელტა მოტორსი»
60. «თეგეთა-მოტორსი»
61. «ჯორჯიან პლასტიკი-2008»
62. «ჯორჯიან ფეიფერფარდალშენი»
63. «M&M ტექნოლოგი»
64. «L-A კომპანი»
65. «ჰიპერნეტსტუდია»
66. «ბი-ემ-სი გეორგია»
67. «ალიონი-99»
68. «აქსისი»
69. «არტ-სტუდია»
70. «K2-გრუპი»
71. «ავტოტრანსი»
72. «ბაგები-სითი-ჯგუფი»
73. «ახალი სამშენებლო»
73. «არსი»
74. «ინჟმშენი»
75. «მეგალაითი»
76. «ახალი მშენებელი»
77. «ტიფლის-სიტი»
78. «ტიფლის-დეველოპმენტი»
79. «თბილისი»
80. «სასკო»
81. «ვაკო»
82. «ჯეო-გრუპი»
83. «ტექს-ჯგუფი»
84. «არსი»
85. «ქიდ-არქიტექტურა»
86. «ნოკი»
87. «დექსუსი»
88. «საქართველოს საკომუნიკაციო კომპანია»
89. «საქართველოს გაერთიანებული ტელეკომუნიკაციების კომპანია»
90. «მაქსტელკომი»
91. «სერვის ლაინი»
92. «სილქნეტი»
93. «სისტემნეტი»
94. «ჯეონეტი»
95. «ვიტელი»
96. «ჯორჯიატელ-2006»
97. «ჯეოსელი»
98. «თ&რ დისტრიბუშენ»
99. «ბ და ჯ»
100. «ბესტ ტობაკო»
101. «ელიზი»
102. «ომეგა-2»
103. «ოჯთ»
104. «საქართველოს თამბაქოს წარმოება»
105. «ჯეითი ინტერნეიშნლ ლუქსემბურგსი-ჯორჯია»
106. «ფილიპ მორის-ჯორჯია»
107. «იოლი-ჯგუფი»
108. «ეკო-ფუდი»
109. «მეგა-ფუდი»
110. «მითანა»
111. «ლიდერ-ფუდი»
112. «შირნჰოფერი»
113. «ქართული სუფრა»
114. «გალფი»
115. «სოკარი»
116. «რომპეტროლი»
117. «ვისოლი»
118. «ეკო»
119. «თელიანი-ველი»
120. «თელავის მარანი»
121. «ქინძმარაულის მარანი»
122. «ბადაგონი».