ყრილობაზე, რომელიც 3-4 დეკემბერს შედგა, გერმანიის მეკობრეთა პარტიამ გამოაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში ფედერალურ დონეზე. საინტერესოა როგორია „მეკობრეების“ პროგრამა, და რაშია მათი მზარდი პოპულარობის საიდუმლო
გერმანული მეკობრეთა პარტიის ფედერალური ყრილობის დასაწყისი: დარბაზში ქრება შუქი. ტრიბუნას და სცენას, ისევე როგორც მუსიკალურ შოუში, ფარავს ნისლი. ბასების ფონზე პოდიუმზე ადის პარტიის ხელმძღვანელი. დარბაზში მსხდომი მონაწილეთა სახეებს მხოლოდ მონიტორების შუქი ანათებს.
ასეთ ატმოსფეროში განიხილეს „მეკობრეებმა“ უკანასკნელი თვეების მოვლენები.
განხილვის მთავარი
თემა იყო
ის, რომ
ოქტომბერში პარტიამ
ბერლინში ხმათა
თითქმის 9% მიიღო
და პირველად
ქვეყნის ისტორიაში
ფედერალური მიწის
პარლამენტში შევიდა.
უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, დღეს რომ არჩევნები
შემდგარიყო ფედერალურ
დონეზე, ამ
პარტიას, რომელიც
2006 წელს დაარსდა,
მხარს მოსახლეობის 6% დაუჭერდა. ანუ „მეკობრეები“ შეძლებდნენ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას და ბუნდესტაგში მანდატების მოპოვებას.
ამიტომ ბერლინის
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათი
მთავარი მიზანი
„რაიხსტაგის აღება“
გახდა.
ნათელი გონება და „მოძრავი“ დემოკრატია
ყრილობაზე ქალაქ ოფენბახში, რომელიც ესენის ფედერალურ მიწაზე მდებარეობს, დაახლოებით 1300-მა მონაწილემ მოიყარა თავი მთელი გერმანიიდან. დილის 10 საათისთვის ბევრმა მათგანმა ჭიქები ქაფიანი სასმელით შეივსო. როგორც შემდგომში გამოირკვა, ეს ბერლინში პოპულარული ენერგეტიკული სასმელი იყო. „ჩვენ საღი გონებით უნდა ვიმუშავოთ“, - ღიმილით ახსნა ეს ფაქტი ანტიე ერიხოვმა (Antje Jerichow), გოგონამ მოკლე, ლურჯი თმით. ერთ-ერთი ბერლინური გამომცემლობის თანამშრომელი ერიხოვი ბერლინში მეკობრეების გამარჯვების შემდეგ აქტიურად ჩაერთო პარტიის მუშაობაში.
ოფენბახში შეკრებილნი არ იყვნენ
არჩეული დელეგატები. პარტიის ყრილობაში
მონაწილეობის უფლება
აქვს ნებისმიერ
რიგით წევრს.
გარდა ამისა,
ყოველ მათგანს
აქვს უფლება
გადასცეს თავისი
ხმა მას,
ვისაც ენდობა,
ასევე როცა
მოუნდება კვლავ
„დაიბრუნოს“ ის.
ახალმა პარტიამ
ხმარებაში ახალი
ტერმინი - „მიმდინარე“
ან „მოძრავი“
დემოკრატია (liquid democracy) შემოიღო. „მოძრავი“
იმიტომ, რომ
ხმის მიცემის
პროცესში პირდაპირი
დემოკრატია შეიძლება
გადაიქცეს რეპრეზენტაციულად და პირიქით.
პოლიტიკა - ეს სიამოვნებაა
ყრილობის მიწურულს
პარტიის წევრებმა
ინტერნეტის მეშვეობით
გააგზავნეს 400 წინადადება. მათი უმეტესობა
წინასწარ იყო
დახარისხებული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის,
Liquid Feedback-ის („მოძრავი უკუკავშირი“) მიერ, რომელიც საშუალებას ძლევს ყველა
„მეკობრეს“ ჩაერთოს
პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მიუხედავად წინასწარ
მომზადებისა, დისკუსია
ყრილობაზე დიდ
ხანს გაგრძელდა:
ყველა მონაწილეს
შეეძლო საკუთარი
თავის გამომსვლელთა სიაში შეყვანა
იმისთვის, რომ
აეხსნა, თუ რატომ უჭერს
ან არ
უჭერს მხარს
ამა თუ
იმ გადაწყვეტილებას. ტრიბუნასთან გამომსვლელთა გრძელი რიგიც
კი დადგა.
ანტიე ერიხოვის
განცხადებით, პარტიის
ერთ-ერთი
მთავარი მიზანი
სწორედ ეს
არის: „აქ
ყველას შეუძლია
პირადად მიიღოს
მონაწილეობა პოლიტიკის
ფორმირებაში. ჩვენ
არ ვართ
„გასართობი“ პარტია,
მაგრამ პოლიტიკის
კეთება მეკობრეებთან ერთად - ეს სიამოვნებაა“.
სოციალური ლიბერალები
ხანგრძლივი და
ემოციური კამათის
შემდეგ ყრილობის
მონაწილეებმა ხმათა
66.7%-ით თავის
პროგრამაში შეიტანეს
მოთხოვნა „გარანტირებული ბაზისური
შემოსავლის“ (BGE) შესახებ.
ეს არის
გარანტირებული მინიმალური საარსებო შემოსავალი, რომელიც ყველა
მოქალაქემ უნდა
მიიღოს.
მეორეს მხრივ,
„მეკობრეება“ დაადასტურეს, რომ ისწრაფიან
გახდნენ ახალი
ლიბერალური პოლიტიკური ძალა ქვეყანაში:
ტოპ-მენეჯერებისთვის შემოსავლების შემცირების წინადადებამ პარტიის
წევრებისგან მხარდაჭერა არ
მიიღო. პარტიის
თანათავმჯდომარემ, სებასტიან ნერცმა
(Sebastian Nerz) განაცხადა, რომ მმართველი გერმანიის
თავისუფალი დემოკრატიული პარტია „მეკობრეებს“ საკმაოდ
ხშირად უწოდებს
ლიბერალური შეხედულებების მქონე გერმანელი
ამომრჩევლის იმედს.
ნოვატორული იდეებისა და
ამომრჩევლის უფლებების მხარდამჭერები
გერმანიაში „მეკობრეებს“ ბევრი კვლავ
მიიჩნევეს პოლიტიკურ
ძალად, რომელიც
ძირითადად ქსელური
პრობლემებით არის
დაკავებული. ისეთით,
როგორიცაა საავტორო
უფლებების ლიბერალიზაცია ან ცენზურა
ინტერნეტში. ამას
კატეგორიულად არ
ეთანხმებიან თვითონ
„მეკობრეები“: „ჩვენ
არ ვართ
ინტერნეტ-პარტია,
- განაცხადა ბერლინის
პარლამენტის დეპუტატმა
კრისტოფერ ლაუერმა
(Christopher Lauer), - ჩვენ დავამყარეთ კონტაქტები თანამოაზრეებთან ინტერნეტის მეშვეობით,
ვინარჩუნებთ კავშირს
ინტერნეტით, მაგრამ
ვირტუალურ
სამყაროში მოღვაწეობას არ ვეწევით“.
ყრილობის მონაწილის,
ბასტიან ცაპფის
(Bastiaan Zapf) განცხადებით, არც ერთი „მეკობრე“, არ
აპირებს ამტკიცოს
ის, რომ
პოლიტიკით მხოლოდ
მსოფლიო ქსელში
დაკავდება. „საუბარია
მოქალაქეების უფლებებზე
რეალურ ცხოვრებაში, ყოველი ცალკეული
მოქალაქის თავისუფლებაზე. სწორედ მათთვის
ვაპირებთ ბრძოლას“-
ხაზი გაუსვა
სიტყვით გამოსვლისას ცაპფმა.
„მეკობრეებს“ ჯერ
არ აქვთ
ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ,
თუ როგორ
უნდა განახორციელონ „გარანტირებული ბაზისური შემოსავლის“ (BGE) პროექტი. ნათელია, რომ
ბუნდესტაგის არჩევნებისთვის პარტია ვერ
შეძლებს ამ
იდეის ფინანსირების მოდელის შემუშავებას. „მე ვფიქრობ,
რომ BGE-ს მოთხოვნები ნოვატორული, თუმცა დღესდღეობით რეალიზაციის შანსის
არმქონე იდეაა,
- განაცხადა კრისტოფერ
ლაუერმა, - ე.წ რეალური პოლიტიკა
კი აიძულებს
ადამიანებს არ
იფიქრონ იმაზე,
რაც კონკრეტულ
მომენტში შეუძლებლად გვეჩვენება. პოლიტიკაში ამგვარი
მიდგომა არ
უნდა იყოს
პრიორიტეტული“. ასეთი
პოზიციით ემზადება
მეკობრეთა პარტია
2013 წლის ფედერალური საპარლამენტო არჩევნებისთვის.