"დღეს ამუშავდა მიშას საცეცი - ეროსი კიწმარიშვილი, რადგან პირდაპირი თავდასხმა "მაესტროზე" ხელისუფლების მხრიდან იყო შეუძლებელი"


"კიწმარიშვილი არის თაღლითი ადამიანი, რომელსაც არანაირი პრინციპები არ გააჩნდა არასდროს. შეუძლებელია ქმარი ოპოზიციონერი იყოს, ხოლო მის ცოლს ხელისუფლება აფინანსებდეს - ია კიწმარიშვილის "იმიჯცენტრი" გადაქცეულია ხელისუფლების ვნებების დასაკმაყოფილებელ დაწესებულებად, რომელიც რეალურად აკონტროლებდა ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან სფეროს, ძირითადად სილამაზის კონკურსებს, რეალურად იმ სფეროს სადაც ფული ირეცხება. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა ეროსი კიწმარიშვილის ნდობა - დღეს ამუშავდა მიშას საცეცი, რადგან პირდაპირი თავდასხმა "მაესტროზე" ხელისუფლების მხრიდან იყო შეუძლებელი, რადგან პირდაპირ თავდასხმას არ დაუშვებდა საზოგადოება და დასავლეთი", - აცხადებს გოგა ხაინდრავა გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მე ახლა ამას პირდაპირ გეტყვი და არ მომერიდება" / რას ეუბნება "ალიას" გოგა ხაინდრავა "მაეტროს" სკანდალთან დაკავშირებით.

"ხელისუფლების მიერ ჩადებული ნაღმი ამუშავდა კიწმარიშვილის სახით. ყველა ეტაპზე და ყველა პროცესში კიწმარიშვილმა ნაღმის როლი ითამაშა. ხელისუფლებას კარგი სვლა აღარ დარჩა იმ ტექტონური ძვრის შემდეგ, რაც მოხდა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ. ამიტომ, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, ცუდად უბრუნდება ხელისუფლებას. ასევეა "მაესტროს" შემთხვევაში - ეს ზრდის "მაესტროს" რეიტინგს, თუმცა საქმიანობის თვალსაზრისით არ შეიძლება "მაესტრო" მუშაობა სრულფასოვნად შევაფასოთ, რადგან ისინი ფორსმაჟორში მუშაობენ. არ ვიცი, მართალი გითხრათ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა კიწმარიშვილს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. კიწმარიშვილი იტყუება, მას არანაირი ოთხმილიონნახევარი არა აქვს ჩადებული "მაესტროში" - ამას მაკა ასათიანის განცხადებაც ადასტურებს. ან საიდან უნდა მოეტანა ეგ ფული, რომელიც ბიზნესმენი როსი მყავს. ეგ კაცი ყველაფერს იტყუება, სიმართლეს არასდროს ამბობს - ეგ და სააკაშვილი ერთი ცომიდან მოზელილები არიან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. სამეგრელოში ახალი ქალაქი უნდა ავაშენოო, სახელად "ლაზიკაო", რომ გაჰკივის სააკაშვილი, ამას გიჟის მეტი არავინ გააკეთებს. ესენი აღარც დაგვცინიან, სიცილმაც გაიარა, იმ ფაზამ გაიარა, როცა ამ გიჟზე იცინოდნენ. სააკაშვილი კია ავადმყოფი, მაგრამ ხალხი ხომ არაა ავადმყოფი, ხომ შეიძლება გავაცნობიეროთ, ვისთან გვაქვს საქმე. მისი რეაქტიული შიზოფრენია პროგრესირებადია. დავით აღმაშენებელს რომ გაჩენის დღიდან ებრძვის, ახლა "ლაზიკას" მშნებლობა წამოიწყო. ფვიქრობ, ეს აბსურდი დასასრულს უახლოვდება. ამ მოღალატე ეროსი კიწმარიშვილის უკან სწორედაც რომ დგას მიხეილ სააკაშვილი და შეეცადა დაენგრია არხი", - მიიჩნევს გოგა ხაინდრავა.

"დღეს ჩვენ ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, რადგან ეს დენთის კასრი, რომელიც პირველად თქვენს გაზეთში ვთქვი, ისევ დგას და ეს გიჟი კი ასანთით კი არა ჩირაღდნებით დარბის ამ კასრის გარშემო, რათა როგორმე ააფეთქოს. ის წამსვლელია ყველაფერზე რათა თავი გადაირჩინოს. მორალური თვალსაზრისით სააკაშვილი არის სინდისგარეცხილი და არავითარი მუხრუჭები არ გააჩნია და ამას დამატებული არის რეაქტიული შიზოფრენიკი, მაგისგან ყველაფერი უბედურება და საშინელებაა მოსალოდნელი. ჩვენი ჯიბიდან უამრავ ფულს ხარჯავს უცხოელ ლობისტებზე, ახლა ბიძინა ივანიშვილზე უამრავ ფულს იხდის, რომ გამოცემებში დაბეჭდოს ბინძური სტატიები, მის წინააღმდეგ დაიწყეს მუშაობა, მაგრამ ეს ხომ სურათს არ ცვლის? ყველაფერს ფარდა რომ აეხდება, რაც ჩადენილი აქვს "ნაციონალებს", მთელ საქართველოს თმები ყალყზე დაუდგება. ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ არის გაძარცვული და გაუბედურებული მათი მხრიდან ეს ქვეყანა", - დასძენს გოგა ხანდრავა და შეკითხვას - სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" საკმაოდ მოტივირებულია და სრულ მზადყოფნაში არიან, რათა არ დათმონ პოზიციები..."- პასუხობს:

"ბუნებრივია, სააკაშვილი კუდს მოიქნევს, ის არანაირად არ დაუშვებს საქართველოში თავისუფალ არჩევნებს. ერთადერთი შანსი, რომ ის რაღაცნაირად გადარჩეს, არის დევნილი პრეზიდენტის სტატუსი, რისთვისაც ის ყველაფერზე წამსვლელია... მე ვფიქრობ, მისი ყველაზე მეტი მტერი მისივე გარემოცვაა. არასოდეს არაფრად არ უღირდათ სააკაშვილი, დღეს მით უმეტეს და ფეხებს იწმინდავენ მასზე. სააკაშვილისგან განსხვავებით ეგენი რეაქტიული გიჟები არ არიან, არ შეიძლება მათ არ ესმოდეთ, რომ ეს კაცი უკვე გადასულია რეაქტიულ ფსიქოზში, ბოლო ზღვარზეა მისული. ამიტომაა, რომ "ნაციონალები" ცდილობენ გზების მოძებნას და თავის გადარჩენას, სერიოზული მოძრაობაა ატეხილი. დამიჯერეთ, ხუხლასავაით დაინგრევა მიშას ეგ "ნაციონალური მოძრაობა" გამოჩნდა ამ ბნელი ძალი საპირწონე - ჩვენი იმედი ხომ არ გქონდათ, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. ახლა მოგვეცა შანსი, გამოვიყენოთ ეს ჩვენი შვილებისთვის".