პირველად სახელმწიფო დუმას არჩევნებში მონაწილეობდა ყველა რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია: „ერთიანი რუსეთი“, კომუნიტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, „სამართლიანი რუსეთი“, „Яблоко“, „Правое дело“ (სამართლიანი საქმე) და „რუსეთის პატრიოტები“. ყველა პარტიამ ფედერალურ ტელეარხებსა და რადიოსადგურებში უფასო ეთერის თითო საათი მიიღო. საარჩევნო კამპანიამ ამჯერად სკანდალების გარეშე ჩაიარა. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია რამოდენიმე სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნამ, მიზეზი გახდა ის, რომ რეკლამები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკანონო აგიტაციის შემცველად მიიჩნია. მაგრამ მთლიანობაში, ცესკოს წევრის, მაი გრიშინას განცხადებით, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.
„კამპანიამ დარღვევების გარეშე ჩაიარა, წინასაარჩევნო აგიტაციაც კანონის შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ცესკოში მიმართვები შემოდის, თუმცა ეს ძირითადად ლოკალურ პრობლემებს შეეხება, მაგალითად ისეთს, როგორიცაა ბუკლეტების არაკანონიერი ტირაჟის გავრცელება. ამა თუ იმ რეგიონში ეს მართლაც ხდება. თუმცა მთლიანობაში, გლობალურ პროცესებზე თუ ვისაუბრებთ, სააგიტაციო კამპანიამ ორგანიზებულად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა“ - განაცხადა გრიშინამ
„ამ წინასაარჩევნო კამპანიამ აჩვენა, რომ კლასობრივ-იდეოლოგიური პარტიების დრო გავიდა“ - თვლის რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის გენერალური დირექტორი, ვალერი ფედოროვი. მისი მოსაზრებით, პოლიტიკოსები ახლა უკვე ცდილობენ ნებისმიერი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას, მიუხედავად მათი ასაკის ან სოციალური მდგომარეობისა.
„დღეს ყველა პარტია მიმართავს მთელ მოსახლეობას. დღეს ყველა ცდილობს მოიპოვოს მოსახლეობის როგორც დაბალი, ისე საშუალო და მაღალი კლასების მხარდაჭერა. ანუ, ყველა პარტია ერთგვარ კოქტეილს გვთავაზობს. ამიტომ არ შეგვიძლია საუბარი იმის შესახებ, რომ, მაგალითად, კომუნისტური პარტია მუშათა კლასზე, ან „Правое дело“ - ბურჟუაზიის წარმომადგენლებზე ორიენტირებული პარტიაა“- აცხადებს ფედოროვი.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსს, აქ რამოდენიმე გამორჩეული მომენტი იყო. „ერთიანი რუსეთისთვის“ ეს ვლადიმერ პუტინს კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე წამოყენება გახდა - თვლის პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციის სააგენტოს გენერალური დირექტორი, დიმიტრი ორლოვი.
„ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის წამოყენებით პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფინალური, და საკმაოდ წარმატებული სვლა გააკეთა. პარტიის ყრილობამაც ეფექტურად ჩაიარა. მე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიისთვის არჩევნები ძალიან კარგად ჩაივლის“ - განაცხადა ორლოვმა.
პარტიამ „სამართლიანი რუსეთი“ ასევე საკმაოდ კარგად ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია” - თვლის ფონდ „პეტერბურგის პოლიტიკის“ პრეზიდენტი, მიხეილ ვინოგრადოვი. მისი განცხადებით „კომუნისტებმა, ლიბერალ დემოკრატებმა და პარტია „Яблоко“-მ ფაქტობრივად არაფერი საინტერესო არ შემოგვთავაზეს.“
„კამპანიის ფინალში „სამართლიანი რუსეთი“ ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. საკმაოდ საინტერესოა პარტიის მცდელობა, მიემართა ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ამჟამინდელი მთავრობისგან საკმაოდ დაღლილი და გაღიზიანებულია. კომუნიტებმა და ლიბერალ-დემოკრატებმა ფინიშთან ფაქტობრივად ვერაფერი საინტერესო ვერ შესთავაზეს ამომრჩევლებს. ისინი გეგმიურად მოქმედებდნენ და ძველ მხარდამჭერებზე მუშაობდნენ. პარტიამ „Яблоко“ თავისი ძალისხმევა ოქტომბერში, ხელმოწერების შეგროვისას დახარჯა, თუმცა ნოემბერში უფრო პასიური გახდა“ - თვლის ვინოგრადოვი.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო აგიტაცია 3 დეკემბერს, ადგილობრივი
დროით 00:00-ზე უნდა შეწყდეს. ამ მომენტიდან 4 დეკემბრამდე, ანუ ხმის მიცემის
პროცესის დასრულებამდე ნებისმიერ სახის პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია.