ბენჟამენ იგარკა, ”საქართველო და მსოფლიო”
ქვეყანაში ბარდაგია და ესენი დისკუსიას იწყებენ პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე.
ხელისუფლება კანონს თავის ნებაზე ხმარობს და ესენი სექსუალური ორიენტაციის თავისუფლებაზე იწყებენ ლაპარაკს.
ცერებზე დადიან, პუანტების კაკუნით.
ფრთხილად, ბარაშკაჯან, გუშინდელ თოვლში ფეხი არ დაგისველდეს, რადგან თოვლი კი არა, წუმპეა, რომელიც ჰავლაბრიდან მოდის. ყროლი დგას და ჩმორის სურნელება ეფინება თბილისს.
„ნაჭერ–ნაჭერ ღრუბლი მოდის“...
ღრუბელს იქით, რიყეზე კერპია, ამათი დადგმული, ამათი სალოცავი და გეზის მაჩვენებლი კომპასი.
„ნუ გაიკეთებ კერპს“ (რჯლ. 5,8)..
კაცმა „მაგარიას“ ნაცვლად ფსიქოანალიზის შესახებ ორი სიტყვა თქვა ეკრანიდან და ამათ თავიანთი სიბეცე განათლების რეფორმის ბინძურ თოკზე გადმოფინეს ჭუჭყიანი საცვალივით, რომლის გემო იციან და სხვას აბრალებენ.
თოკ–შოუ და ვაი–უშველებელი...
აქეთ – „სამოთხის ვაშლები“ და იქით – „განხეთქილების ვაშლი“ ეროსი (ერასტი) კიწმარიშვილის შესრულებით, რომელმაც სადაც შეაღწია, მოწამლა მიწა, წყალი და ეთერი.
„წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა
ალვისხის ჩამონათალი“.
მიატივტივებდა.
თამაშს გარეთ დარჩენილმა ქალღმერთმა ერიდამ ოქროს ვაშლი შეაგორა მითიურ ქორწილში და წაჰკიდა ერთმანეთს ქალღმერთები – აფროდიტე, ათენა და ჰერა: დაიწყო ტროას ომი და განუზომელი უბედურება დააატყდა ხალხს. „არც ღმერთებს, არც ადამიანებს არ უყვარდათ ერიდა“.
ეროსი (ერასტი) ხომ გულზე ეხატებათ!
ეს ერთი.
და მეორე: წარმოუდგენელია ერასტი და მშვენიერება, თუნდაც წარწერის სახით, რომელიც ამოტვიფრული იყო ერიდას მიერ შეგდებულ ოქროს ვაშლზე – „უმშვენიერესს“.
სამაგიეროდ განხეთქილებას და ქიშპს უშრველად გასცემს – ბითუმად და ცალობით.
კანონში გადი–გამოდის „ღია კარის“ დღე „მაესტროში“ ღობემძვრალობის რეალითიშოუდ წარმოგვიდგინა გუშინ, და იდგა პოლიცია – ამ ყეენობის ცოცხალი დეკორაცია – გოროზად და შეურყევლად, როგორც რუსთაველის ძეგლსა და „ბლუ ივერის“ შორის პირდაპირ აღმართული „გიგანტური ველოსიპედის“ ჯართი გულივერის მოლოდინში.
„ჩვენი მაღალი“ არ ჩანდა, რადგან „მაღალი“ ერასტიში იყო გარდასახული.
ერასტი/ერნესტო – რევოლუციის სიმბოლო –ჩეგევარა – კიწამარიშვილი, ვითარცა ჯაგრისი, რომელსაც უნიტაზში „ჩარეცხვის“ შემდეგ ხმარობენ.
ჩაირეცხა დემოკრატიის ფერუმარილის ნარჩენები „ფერადი რევოლუციის“ გულჩიტაის სახიდან.
„შემოდგომის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.
ჩიტი– ბეღურა, რომელიც გაუმაძღარ პინგვინს შემთხვევით გადაურჩა.
P.S.
„ყველა ღმერთი ბრძოლის ველს რომ ტოვებს, სისხლით გაუმაძღარი ერიდა ისევ დაიარება და ახალ უბედურებას თესავს“ (მითოლოგიური ლექსიკონი) .
801
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85