"ქრონიკის" მასალების მიხედვით
"საქართველოში ვიზიტად მყოფი რუსი რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი აქედან ცარიელი ხელებით არ წასულა. როგორც კინემატოგრაფიულ წრეებში საუბრობენ, საქართველოში ფილმის გადაღების გადაწყვეტილება რუს რეჟისორს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თბილისში, უფრო სწორად წინანდალში იმყოფებოდა ქალიშვილის ქორწილში და იქ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ეს იდეა არანაირად არ უკავშირდება ქართველ სიძეს - რეზო გიგინეიშვილს, აი, ქართულ ფინანსებთან კი, როგორც ამბობენ, კავშირშია. აქვე შეგახსენებთ, რომ სააკშვილმა რამდენიმე თვის წინა მიხალკოვს "ჩვენი მიწების წამღები უწოდა", თავად რუსი რეჟისორი რუსეთის ხელმძღვანელობის (როგორც მოქმდედი, ისე მომავლის) კურსს იზიარებს და "ევრაზიული გაერთიანების" შეთანხმებისა და საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრეა..." - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით მიხეილ სააკაშვილი ნიკიტა მიხალკოვს ფილმს დაუფინანსებს?
"მოკლედ, ცნობილი რუსი რეჟისორის შვილის ქორწილში თავად მიხალკოვი და მიხეილ სააკაშვილი ერთადაც ისხდნენ და საკმაოდ თბილადაც საუბრობდნენო - იხსენებენ თვითმხილველები. სწორედ ამ საუბრის დროს სააკაშვილს უთქვამს - საქართველოში ფილმის გადაღებას არ აპირებთო? მიხალკოვს კიდევ უპასუხია - ახლა ნამდვილად გადავიღებ, ვინაიდან, როგორც ჩანს, ნახევრად ქართველის ბაბუა უნდა გავხდეო. ამაზე მიხეილ სააკაშვილს გადაუხარხარებია და არ დაუყოვნებია - ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ პატივს დაგვდებთ და პირადად ვიქნები ამის მოლოდინშიო - აი, ასე იყო ეს ამბავი და ეს დიალოგი, სხვათაA შორის სულაც არ ყოფილა "ტეტ ა ტეტ" საუბარი, - მოწმეებიც ჰყავდა და როგორც ამბობენ, ნუგზარ წიკლარის სახითაც", - აღნიშნავს გამოცემა.
"ეს კიდევ არაფერი, აღნიშნული ამბავი ამით არ დამთავრებულა. წიკლაურს უკავშირდება თუ არა არ ვიცით, მაგრამ ფილმის გადაღებების ხელშეწყობა სააკაშვილს პარლამენტის კულტურის კომიტეტისთვის დაუვალებია. კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ "ქრონიკა" ამ საკითხთან დაკავშირებით ნუგზარ წიკლაურს დაუკავშირდა: "ბატონო ნუგზარ, მართალია, რომ ნიკიტა მიხალკოვი ფილმის გადაღებას აპირებს საქართველოში და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება თქვენ და საპარლამენტო კომიტეტს დაგავალათ? - "ახლა არ ვარ კარგ მდგომარეობაში, საავადმყოფოში ვიმყოფები ოჯახის წევრთან დაკავშირებით და ვერაფერზე ვერ გიპასუხებთ..." ამის შემდეგ "ქრონიკა" რუსეთის კინემატოგრაფიულ წრეებთან დაახლოებულ ქართველ რეჟისორ ლევან ანჯაფარიძეს დაუკავშირდა", - დასძენს გამოცემა.
"დიახ, არის საუბრები ამაზე. თუმცა დეტალები ჩემთვისაც უცნობია, მეც ვიცი ეს ამბავი, მაგრამ გეტყვით, რომ მივესალმები მიხალკოვის ამ წამოწყებას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სიმართლეს გადაიღებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ანჯაფარიძე და შეკითხვას - "სააკაშვილის ხელშეწყობით გადაღებული ფილმი და იქ ასახული სიმართლე როგორ წარმოგიდგენიათ?" - პასუხობს:
"მე არ ვიცი, აქ რა ხელშეწყობაზეა საუბარი. თუ ფინანსურ ხელშეწყობას გულისხმობენ, ანუ დაფინანსებას, მაშინ ბუნებრივია, პირობებსაც სააკაშვილი უკარნახებს. ალბათ, მაინც ფინანსებზეა საუბარი, თორემ სხვა რა, - სცენარს ჩვენები ხომ არ დაუწერენ?. ისე კი, მიხალკოვის პოზიციებს თუ გავიხსენებთ, ვიტყვი, რომ საერთოდ პოლიტიკაში არ უნდა გაერიოს კაცი და მით უმეტეს შემოქმედი კაცი. მე პირადად არც ამათ ამ სიბინძურეში გავერეოდი..."
1223
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85