"ალიას" მასალების მიხედვით
"ევროპა ქართული პოლიტიკისთვის მაინც სხვა ხიბლია. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება პოლიტკურ მოლაპარაკებებს, კონსულტაციებსა და უბრალოდ, ჭიქა ყავას, მაშინ ევროპა ქართველი პოლიტიკოსებისთვის გადაკვეთის ყველაზე ოპტიმალური ადგილია. ამჯერადაც ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში შეხვდა ერთმანეთს. ოფიციალურ მოტივად შვედეთის დედაქალაქში გამართული დემოკრატიისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელდება, რომელზეც, რატომღაც, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბოკერია-უგულავა-ალასანია- უსუფაშვილ-თარგამაძის სტოკჰოლმური ვოიაჟი ამით არ ამოწურულა და პოზიცია-ოპოზიციის ფეისები სტოკჰოლმის ფეშენებელურ სასტუმროში ლანჩზეც შეიკრიბნენ". - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა შეხვედრა გაიმართა უგულავა-ბოკერია, გიორგი თარგამაძე-უსუფაშვილსა და ალასანიას შორის სტოკჰოლმში?
"ახლა ჩვენ ვერავინ დაგვიზუსტებს, რაზე ან რა ვითარებაში ისაუბრეს ბოკერია-უგულავამ ალასანია-თარგამაძესთან, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, როგორც წესი, ასეთი ტიპის ევროპული კონფერენციები, უბრალოდ შირმაა და სინამდვილეში შესანიშნავი სიტუაციაა, ქვეყანას და თვალს გაერიდო და ევროპის ფეშენებულ რესტორანში მოილაპარაკო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. სამწუხაროდ, "ალიასთვის" ხელმიუწვდომელია გიგა ბოკერიასთან ინფორმაციის დაზუსტება - უშიშროების საბჭო, ზოგადად, უფრო დახურულია ვიდრე თვით ყველაზე უფრო "რუხი კარდინალის", ნუგზარ საჯაიას დროს იყო... "შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი გიგი უგულავა იმყოფებოდა შვედეთში კონფერენციაზე, რომელიც სპეციალურად "დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარებას" ეძღვნებოდა", - აცხადებს მერიის პრესსამსახურის უფროსი თეა შათირიშვილი და დასძენს, რომ არ შეუძლია თქმა, იქ იმყოფებოდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები. "ალია" კომენტარისთვის დავით უსუფაშვილსაც ურეკავდა, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა, რატომაღაც გიგა ბოკერიასთან ალასანიას შეხვედრები. ირაკლიმ ბოკერია მანამდე ნახა "რედისონში", სადაც ჩატარდა ეკონომიკის შესახებ კონფერენცია და სადაც მიდიოდა დებატები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, შვედეთში ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი, გიორგი თარგამაძე და ირაკლი ალასანია. ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბარი იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალასანიას პარტიის პრესსამსახურის უფროსი ვაკო ავალიანი და შეკითხვას - "ანუ დამოუკიდებელი შეხვედრა და მათ შორის ლანჩი არ ყოფილა?" - პასუხობს:
"მოქმედება ხდებოდა ერთ სივრცეში, ყველას ჩაყვანა და შეხვედრა იმ მხარის მოწვევით მოხდა, დერეფანშიც ნახავდა და სხვაგანაც, შეიძლება მაგიდასთანაც ენახა - ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ მუდმივად ხდება ეს თემა, რატომღაც აქტუალური".
761
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85