ნატო-ს კოალიციის საერთაშორისო ჯარების 4 ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში მომხდარი ორი სხვადასხვა აფეთქების შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, სამი ჯარისკაცი დაიღუპა პაკისტანის საზღვართან ახლოს, პაკტიკას პროვინციაში. აფეთქება ავღანეთის სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა განახორციელა.
ISAF-ის წარმომადგენელთა განცხადებით, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ფარაჰის პროვინციაში, სადაც იტალიელი ჯარისკაცი დაიღუპა.