ნუკრი შოშიაშვილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მაშინ გაფუჭდა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო

ნუკრი შოშიაშვილი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მაშინ გაფუჭდა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო

ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემაში EURO ანატომია“ ევროპარლამენტართა მხრიდან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციებზე ისაუბრა.

ჯერ ვთქვათ როგორი იყო ჩვენი ურთიერთობები, რადგან ამ ურთიერთობებიდან გამომდინარეობს ეს რეზოლუციებიც. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ეს ტრადიცია სააკაშვილის პერიოდში ჩამოყალიბდა, ჩვენ ვიყავით ამ სტრუქტურებთან (ევროპარლამენტი) ისეთ ურთიერთობებში, როდესაც ამ სტრუქტურას ვუყურებდით ნახევრად რელიგიურ ორგანიზაციას, ყველანაირი ჭეშმარიტება მოდიოდა იქედან და მეორე მხრივ, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან გარკვეულ ფინანსურ ურთიერთობაში ვიყავით.

ევროკავშირი ხშირ შემთხვევაში არის ლობირების სივრცე და ამ ლობირების სივრცეში საკმაოდ მსუყე თანხებს ხარჯავდა სააკაშვილის რეჟიმი გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, რომ ქვეყნის შიგნით მას მისცემდნენ ლეგიტიმაციას. დათვლილია, რომ სააკაშვილი წელიწადში 14-დან 20 მილიონს ხარჯავდა სწორედ ლობირებაში ევროკაშირითან და აშშ-სთან.

დღეს ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დღეს გაჩნდა აღმოსავლეთ ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებიც სუვერენულ პოლიტიკას ატარებენ. ბორელი ამბობდა, რომ როდესაც ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩადიოდა და ჭკუას ასწავლიდა მათ, ისინი პასუხობდნენ, რომ ჩინელები ჩამოდიან ინვესტიციებით და თქვენ ინვესტიციებით არ ჩამოდიხართ, თქვენ მხოლოდ ჭკუას გვასწავლითო. განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, რელობა გახდა ის, რომ ჩინური, აღმოსავლური ინვესტიციები შემოდის ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი იდეოლოგიური ვალდებულებების გარეშე.

მთელი პოლიტიკური და ჰეგემონური ინფრასტრუქტურა, ვგულისხმობ ენჯეოებს“, აბსოლუტურად ბრმად ატარებდნენ მათ ინტერესებს, საკუთარ თავს - საქართველოს ასაღებდნენ, როგორც ბუფერს ევროპასა და რუსეთს შორის, რომ პირველი დარტყმები საქართველოს უნდა მიეღო. საქართველომ ამ როლზე უარის თქმის შემდეგ მიიღო დარტყმები ევროკავშირისგან“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.

მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობები მაშინ გაფუჭდა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.