არასრულწლოვნების გატაცების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვები უსაფრთხოდ არიან.
უწყების ცნობით, არასრულწლოვნები მათ წარმომადგენლებთან იმყოფებიან. სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. დამატებითი დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.