ავღანეთში დაჭრილი სამხედროები ჰოსპიტალიდან გამოწერეს

ავღანეთში დაჭრილი სამხედროები ჰოსპიტალიდან გამოწერეს

ავღანეთში დაჭრილი სამხედროები ჰოსპიტალიდან გამოწერეს. როგორც "ინტერპრესნიუსსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ავღანეთში, ბაზა "ორბზე" თავდასხმის შედეგად დაჭრილი 42-ე ბატალიონის 7 სამხედრო მოსამსახურე ბაზა "ბასტიონის" სამხედრო ჰოსპიტალიდან უკვე გამოწერეს.

ამერიკელი სამხედრო ექიმების შეფასებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სტაციონალში ყოფნას აღარ საჭიროებენ. 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმის, მაიორ ზურაბ ზაქარაიას განცხადებით, ისინი ამ დროისთვის საცხოვრებელ კარვებში არიან გადაყვანილი.


6 ივნისს, ქართულ ბაზაზე განხორციელებული ტერაქტის დროს 9 დაჭრილი ჯარისკაციდან ორი გერმანიაში განაგრძობს მკურნალობას.


ავღანეთში 6 ივნისს შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.