სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას პრესმდივნის განცხადებით, 94 წლის მანდელა კლინიკაში ფილტვების ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ამჟამად მძიმეა, თუმცა სტაბილური".
სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი აპრილში, პნევმონიის შედეგად მოხვდა ჰოსპიტალში, საიდანაც 10 დღეში გამოწერეს.
ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი 1994-99 წლებში იყო.
პრეზიდენტობამდე მანდელა ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ნაციონალური კონგრესის ლიდერი იყო. მან 27 წელი გაატარა ციხეში.
მედიკოსთა განცხადებით, ფილტვების პრობლემები მანდელას სწორედ ციხეში გატარებული წლების გამო აქვს.