თბილისის ფორუმზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, youtube-ზე თალიბების სახელით ვიდეოს ამტვირთავი Hammad Zaman საქართველოშია დარეგისტრირებული.
forum.ge-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნულ ინფორმაციას განმარტავს:
"კოდში შეგვიძლია, თავისუფლად დავინახოთ <yt:location>GE</yt:location>, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი დარეგისტრირებულია საქართველოში. ანუ იმდენად დებილია, რომ პროქსიც კი არ გამოიყენა. ასე, რომ სასწრაფოდ უნდა გაეგზავნოს გუგლს მოთხოვნა, რომ გადასცენ მისი IP მისამართი და შემდეგ უკვე ინტერნეტ პროვაიდერებს გაუგზავნონ მოთხოვნა და გაიგონ, ვინ სარგებლობდა ამ IP-ით 2 ივნისს (ანუ როცა დარეგისტრირდა). მართალია, გუგლი ძირითადად მომხმარებლის ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პიროვნება წარმოადგენს საფრთხეს მთლიანად სახელმწიფოსთვის და დარწმუნებული ვარ, გუგლი აუცილებლად გასცემს ინფორმაციას. უმარტივესია იმის გამოძიება, თუ ვინაა ეს ადამიანი", - წერს მომხმარებელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ youtube-ზე თალიბების სახელით ვიდეო-მიმართვა გავრცელდა, რომელშიც თალიბები ავღანეთში დისლოცირებულ ქართველ ჯარისკაცებს, მათ ახლობლებსა და საქართველოს პრეზიდენტს ლიკვიდაციით ემუქრებიან.