6 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეუღლესთან, ლუდმილა პუტინასთან ერთად კრემლის სახელმწიფო დარბაზში ბალეტს დაესწრო. წყვილი ბოლო დროს საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა ერთად, რაც პრესის მუდმივი ინტერესის და მითქმა-მოთქმის მიზეზი იყო. კონცერტის დასრულების შემდეგ რუსეთის პირველმა წყვილმა არხ Россия 24-თან საუბრისას გაყრის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. ლუდმილა პუტინამ კი აღნიშნა, რომ ერთმანეთს ცივილიზებულად დაშორდნენ.
ვლადიმერ პუტინმა განქორწინება იმით ახსნა, რომ ყველა არ არის მზად ისეთი საჯაროობისთვის, როგორსაც პოლიტიკოსის მეუღლის სტატუსი გულისხმობს.
განქორწინება ჯერ არ არის დოკუმენტურად გაფორმებული. რუსეთის პრეზიდენტის ქორწინება 30 წელი გაგრძელდა.