გლოვის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.
ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას, 2013 წლის 6 ივნისს, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების შვიდი სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 7 ივნისი გამოცხადდა გლოვის დღედ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე საზღვარგარეთ დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.