დღეს, 7 ივნისს, გლოვის დღეა. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო დღს გლოვის დღეა..
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ივნისს, ავღანეთში ჰელდმანის პროვინციაში საბრძოლო დავალების შესრულების დროს, 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ცხრა ჯარისკაცი დაჭრილია.
ავღანეთში 6 ივნისს, მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ.
კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (07.01.1988) ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი გიორგი ადამოვი (23.05.1990) შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980) არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ ნარინდოშვილმა (25.12.1986) კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. რიგითმა ბორის ცუგოშვილმა (12.05.1984) შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22.10.1990) ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991) საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.