ავღანეთში ქართულ ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი გიორგი ღუჭაშვილის ძებნა-გადარჩენის ოპერაცია ნანგრევებში მიმდინარეობდა, თუმცა ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებ მის ოჯახს.