საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის უწყებაში დაუდასტურეს. ალასანია ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალზე იმყოფებოდა და დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო ავღანეთში ჩადის.
ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.