სურსათის ეროვნულმა საააგენტომ ცხოველის განსაკუთრებით საშიშ დაავადება თურქულზე პროფილაქტიკურ ვაქცინაცია დაიწყო. ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის“ ფარგლებში ხორციელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით აიცრება 1048175 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაური ცხოველი. ცხოველთა იმუნიზაცია მოსახლეობისთვის უფასოა, ხოლო ვაქცინა უაფრთხოა პირუტყვის ჯანმრთელობისათვის.
აღნიშნული პროგრამით აიცრება: სამცხე-ჯავახეთში 135146, შიდა ქართლში - 102233, კახეთში - 12233, ქვემო ქართლში - 128690, მცხეთა-მთიანეთში - 60468, იმერეთში - 195416, რაჭა-ლეჩხუმში - 22990, სამეგრელოში - 164802, გურიაში - 49888, აჭარაში - 80581, თბილისში - 5728 სული შინაური ცხოველი.
მიუხედავად იმისა, რომ თურქული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, იგი ცხოველთა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს ცხოველის დაცემას და, ამავე დროს, დაკავშირებულია ეკონომიკურ ზარალთან მეცხოველეობის დარგში.